05:33 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი

მრგვალი მაგიდა „ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები"

© Sputnik / Levan Avlabreli
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
3402

ირაკლი მეორის საზოგადოების მრგვალი მაგიდა „ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ხუთშაბათს, 22 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები აპირებენ მოუწოდონ საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ, ასევე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართონ წერილით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თხოვნით.

მრგვალი მაგიდის მონაწილენი:

— ირაკლი მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე;

— პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური;

— პროფესორი თამაზ აქუბარდია;

— ჟურნალისტი, უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე;

— მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „გორელების" წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

მთავარი თემები