პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას ბრიფინგი

© photo: Sputnik"რია ნოვოსტის" პრესცენტრი
რია ნოვოსტის პრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას ბრიფინგი ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება.   

ბრიფინგის თემა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხებს მიეძღვნება. რაში მდგომარეობს რუსეთის სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში? ეწინააღმდეგება თუ არა ეს ინტერესები საქართველოს ინტერესებს? რა სფეროებში არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივა? სწორედ ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ ბრიფინგზე.   

„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი:

თბილისი, რუსთაველის გამზირი №2. ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის შენობა. მე–8 სართული, ოთახი №808.

ტელეფონები: 224 46 77;  555 90 89 77.


 

ყველა ახალი ამბავი
0