ქართველ ახალგაზრდებს რუსული ენის დიპლომები გადაეცათ

რუსული ენის კურსები
რუსული ენის კურსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცადინეობები რვა თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ტარდებოდა. სტუდენტებმა შეისწავლეს რუსული ენა, ლიტერატურა და რუსეთის ისტორია.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. სტუდენტებისთვის, რომლებმაც საქართველოში რუსული ენის კურსები გაიარეს, დიპლომების გადაცემის ცერემონია, პარასკევს 15 მაისს,  „რია–ნოპვოსტის“  თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართა. 

რუსული ენის კურსები პროექტის ”ცოდნა — საუკეთესო ხიდია” ფარგლებში, ”ერეკლე მეორის საზოგადოების” ინიციატივითა და ფონდ ”რუსული სამყაროს” ფინანსური მხარდაჭერით  გაიმართა. 

პროექტში მონაწილეობა 120-მა  ადამიანმა მიიღო. ხუთი საუკეთესო სტუდენტი რუსი კლასიკოსების — ალექსანდრ პუშკინისა  და ლევ ტოლსტოის თხზულებათა კრებულებით დააჯილდოეს.

მეცადინეობები რვა თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ტარდებოდა. სტუდენტებმა შეისწავლეს რუსული ენა, ლიტერატურა და რუსეთის ისტორია. პროექტის პირობების თანახმად, ლექციების კურსის მოსმენა შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა.

”ჩვენ რუსული ენის რიგით მეოთხე კურსი დავასრულეთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფონდ ”რუსული სამყაროს” მხარდაჭერით ამგვარი პროექტი კვლავ განვახორციელოთ. მომავალში შევეცდებით მაქსიმალური რაოდენობის  ახალგაზრდა  მივიღოთ და მათ უფასოდ ვასწავლოთ. ვთვლი, რომ რუსული ენის ცოდნა აუცილებელია, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით”, — აღნიშნა „ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ.

 ცერემონიის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში რუსული ენის შენარჩუნება და აღნიშნეს, რომ ენის და კულტურის ცოდნა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას უწყობს ხელს.

”დღევანდელმა თაობამ რუსული ენა აღარ იცის, მოწყვეტილია რუსულენოვანი სივრციდან, რომელიც უზარმაზარ კულტურას წარმოადგენს. კატასტროფაა ენის, კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა. ამას ყველა ეპოქაში კიცხავდნენენ და დღესაც კიცხავენ. არიან ძალები, რომლებიც ასეთი სიტუაციის სტიმულირებას ახდენდნენ და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა არა რუსული პოლიტიკა, არამედ რუსული ენა, კულტურა და რუსეთთან ურთიერთობები”, — აღნიშნა პარტია ”ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარემ  ვალერი კვარაცხელიამ.


ყველა ახალი ამბავი
0