17:16 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
SputnikPro -ს საგანმანათლებლო პროექტი

SputnikPro: სოციალური ჟურნალისტიკა

პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

SputnikPro საქართველოს ჟურნალისტებს პროექტის მორიგ მოდულში მონაწილეობისთვის იწვევს.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ქართველ ჟურნალისტებს თბილისში SputnikPro-ს მორიგი მოდულის ფარგლებში სოციალურ ჟურნალისტიკაზე სასაუბროდ იწვევს.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 18 აპრილს, 11:00 საათზე ჩატარდება. ღონისძიების სპიკერები იქნებიან საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" სპეციალისტები, პროექტ „წლის ეკოლოგიის" და „წლის მოხალისის" ხელმძღვანელები, 2017-2018 წლებში Рунет-ის პრემიის ლაურეატები:

– მარია ფერსმანი: „სოციალური ჟურნალისტიკა – მოდური ტრენდი და ახალი პროფესია";

– ელენა ისაიკინა: „მკითხველთან თავად მასზე საუბარი. როგორ ვწეროთ სოციალურ თემებზე".

რეგისტრაციისთვის ინფორმაცია და კონტაქტები ბმულზე.

SputnikPro: იმისათვის, რომ კარგი ტექსტი არ „მოკვდეს“, სწორად უნდა მიაწოდო>>>

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებაზე, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეხუთედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

მთავარი თემები