„Sputnik–საქართველო" თბილისში „ტოტალურ კარნახს" სივრცეს დაუთმობს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკში Sputnik
 Sputnik  - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტოტალური კარნახის" მონაწილეებს „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრი უმასპინძლებს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრი „ტოტალური კარნახის" მოედანი გახდება, რომელიც თბილისში 13 აპრილს ჩატარდება. „Sputnik–საქართველო" პროექტის საინფორმაციო პარტნიორია.

„ტოტალური კარნახი" – მსოფლიო პროექტია, რომელიც აერთიანებს ყველას, ვინც იცის ან ვისაც სურს რუსულად საუბარი და წერა იცოდეს. 13 აპრილს საგანმანათლებლო აქცია მეთხუთმეტედ გაიმართება და 80 ქვეყანაში შეკრებს ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. წელს „ტოტალური კარნახის" დედაქალაქი ტალინი გახდება.

„ტოტალური კარნახი" – ენის ნოსტალგია, ანუ რატომაა მოდური იყო განათლებული>>>

„Sputnik–საქართველო" უკვე ზედიზედ მესამე წელია საქართველოში „ტოტალური კარნახის" საინფორმაციო პარტნიორია. ჩვენ მოხარული ვართ „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში წელს ამ მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტს ვუმასპინძლოთ. ტექსტს ცნობილი ქართველი მომღერალი ირმა სოხაძე წაიკითხავს. მათ კი, ვინც რუსულ ენას როგორც უცხოურს სწავლობს, შეუძლიათ გაიარონ TruD-ის ტესტი. გელოდებით!" – განაცხადა პროექტ „Sputnik–საქართველოს" ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

„Sputnik–საქართველოს" მოედანზე „ტოტალურ კარნახში" მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია – საჭიროა ვებ-გვერდზე ქალაქ თბილისის გვერდის არჩევა, დაწკაპუნება ღილაკზე „დარეგისტრირება" და ინსტრუქციის მიხედვით მოქმედება. „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრის მისამართია: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C. დასაწყისი 15:00 საათი.

ტოტალური კარნახი - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი: ყველაფერი „ტოტალური კარნახი 2019“–ის შესახებ

„Sputnik საქართველოს" პრეს-ცენტრი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მულტიმედიური საინფორმაციო მოედანია, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ერთდროულად ვიდეო-კონფერენციების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია*. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში.

Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში“ 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22  სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

* Liveinternet-ის 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით

 

ყველა ახალი ამბავი
0