Ты супер! – НТВ ვოკალური შოუს მესამე სეზონს იწყებს

© photo: Sputnik / Pitalevპროექტი Ты супер!
პროექტი Ты супер!  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის Ты супер! მესამე სეზონი გალა-კონცერტით მარტში დაიწყება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ მშობლების მზრუნველობასმოკლებული ბავშვებისთვის საერთაშორისო ვოკალური შოუს Ты супер! მესამე სეზონის დაწყების შესახებ განაცხადა. 5 მარტს სატელევიზიო პრემიერის წინ კრემლის სახელმწიფო დარბაზში დიდი საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალ და წინა სეზონებში მონაწილე ბავშვები.

ნანა ვარძელაშვილი სკოლასთან - Sputnik საქართველო
Ты супер!: როგორ ცხოვრობს ნანა ვარძელაშვილი

Ты супер!-ის მონაწილეებთან ერთად კრემლის სცენაზე გამოვლენ იგორ კრუტოი, Ёлка, სტას პიეხა, დიანა არბენინა, ვლადიმირ პრესნიაკოვი, ზარა, ევგენი მარგულისი, ალსუ და სხვები. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა Ты супер!-ის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება, რომელიც პროექტის ბაზაზე შეიქმნა და მიმართულია მშობლების ზრუნვას მოკლებული ახალი ტალანტების მხარდაჭერისკენ, მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისკენ.

მესამე სეზონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ის, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ 21 ახალი კონკურსანტი ხუთი ქვეყნიდან, არამედ ასევე 36 ბავშვი წინა სეზონებიდან. ამ სეზონის წამყვანი კვლავ ვადიმ ტაკმენიოვი იქნება, ხოლო ჟიურის წევრების ვინაობა ჯერ უცნობია.

„მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ამ ჯერზე პროექტის სტანდარტული წესებისგან გადახვევა და წინა სეზონის ბავშვებისთვის იმის ჩვენების საშუალების მიცემა, რასაც მათ უკვე მიაღწიეს. ბევრი მათგანი ხომ სპეციალიზებულ სკოლაში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, სრულიად სხვაგვარად გაიხსნა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მათ ცხოვრებას და ვეხმარებით სხვა კონკურსებზე გამოსვლაში, მაგალითად, როგორიცაა Детская Новая волна („საბავშვო ახალი ტალღა") და საბავშვო ევროვიზია. მათ შეუერთდებიან ახალი, არანაკლებ ნიჭიერი მონაწილეები. ისინი ერთად შექმნიან უნიკალურ მესამე სეზონს, რომელიც უკვე დიდი ხანია სატელევიზიო ჩარჩოებს გასცდა და გახდა ის ადგილი, სადაც ბავშვებს თავიანთი ნიჭის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცათ", – აცხადებს НТВ-ს გენერალური პროდიუსერი ტიმურ ვაინშტეინი.

© photo: PR NTVტიმურ ვაინშტეინი
Ты супер! – НТВ ვოკალური შოუს მესამე სეზონს იწყებს - Sputnik საქართველო
ტიმურ ვაინშტეინი

პროექტის Ты супер! არსებობის ორი წლის განმავლობაში შოუ დაეხმარა 174 ნიჭიერ ბავშვს ვოკალური ნიჭის გახსნაში, პირველი ნაბიჯების გადადგმაში მუსიკალურ კარიერაში. ზოგიერთმა მონაწილემ აისრულა ოცნება და დიდი ხნის ნანატრი მშობლები შეიძინა. პროექტის პირველ სეზონებში მონაწილეობდნენ ბავშვები რუსეთიდან, დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებიდან, ასევე გერმანიიდან და სირიიდან.

საერთაშორისო კონკურსს Ты супер! ატარებენ ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0