დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა ხელისუფლების ორგანოებში კორუფციის მაღალ დონეზე საუბრობენ

© REUTERS / Jose Luis Gonzalezპრესა
პრესა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მოსახლეობამ უპასუხა კითხვაზე: "როგორი კორუფციის დონეა თქვენი ქვეყნის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში?"

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთის მოწინავე ქვეყნების მოსახლეობა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის მაღალ დონეზე საუბრობს. ამაზე მეტყველებს Sputnik.Мнения–ს გამოკითხვის შედეგები.

კვლევის თანახმად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის 2018 წლის 9–20 აგვისტოს ჩატარდა, ამერიკელების 66%, ფრანგების 52%, ბრიტანელების 41% და გერმანელების 34% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნების სახელისუფლებო შტოებში კორუფციის მაღალი დონეა. კორუფციის დაბალ დონეზე საუბრობენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების 21%, ბრიტანელების 16%, საფრანგეთის 10% და აშშ–ის მოსახლეობის 6%.

საინტერესოა, რომ ყველა ჩამოთვლილი სახელმწიფო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Transperancy International –ის 2017 წლის რეიტინგში კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების ტოპ–25 შედის. დიდ ბრიტანეთს მე–11 ადგილი უკავია, გერმანიას მე–12, აშშ–ს მე–18 და საფრანგეთს 23–ე. Transperancy International–ის ყოველწლიური ინდექსი დაფუძნებილია გამოკითხვებზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ფინანსური და უფლებადამცველი ექსპერტები.

© Sputnik / Konstantin Ivanovროგორი კორუფციის დონეა თქვენი ქვეყნის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში?
დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა ხელისუფლების ორგანოებში კორუფციის მაღალ დონეზე საუბრობენ - Sputnik საქართველო
როგორი კორუფციის დონეა თქვენი ქვეყნის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში?

როგორც კვლევამ აჩვენა, საფრანგეთში რესპონდენტები, რომლებმაც 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენს დაუჭირეს მხარი, ემანუელ მაკრონის მომხრეებზე უფრო ხშირად საუბრობენ კორუფციის მაღალ დონეზე – 71% 29%–ის წინააღმდეგ. აშშ–ში სახელმწიფო ორგანოებში კორუფციის შესახებ მოსაზრება დემოკრატებს შორის უფროა გავრცელებული, ვიდრე რესპუბლიკელებს შორის: 75% 54%–ის წინააღმდეგ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კი აღმოსავლეთ გერმანიისა და ბერლინის მოსახლეობა დასავლელ გერმანელებზე მეტად დარწმუნებულია ხელისუფლების კორუმპირებულობაში: 43% 32%–ის წინააღმდეგ.

გამოკითხვა Sputnik-სთვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 9–20 აგვისტოს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4033-მა რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება +/– 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

Sputnik-ი ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ და რეგიონულ ინტერნეტ-საიტებს 32 ენაზე, მსოფლიოს 130 ქალაქსა და ინტერნეტში ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik–China-ს ხელმომწერების რაოდენობა კი დაახლოებით 9 მილიონს აღწევს. 22 სარედაქციო ცენტრში მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ტოკიოდან მონტევიდეომდე ათობის ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი მედიაჯგუფ Россия сегодня-ში შედის. Sputnik-ის სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus, Ifop და forsa. Sputnik.Мнения-ს ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0