„Sputnik.მნენია": ევროკავშირის მოსახლეობა რუსეთს ევროპის ნაწილად არ მიიჩნევს

© photo: Sputnik / Vladimir SergeevФлаги России и Евросоюза
Флаги России и Евросоюза - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთში გამოკითხულთა 77% კი რუსეთს ევროპულ ქვეყანას უწოდებს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთის (65%), დიდი ბრიტანეთის (52%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი და გერმანიის მოსახლეობის 46% რუსეთს ევროპის ნაწილად არ მიიჩნევს, პოლონეთის მოსახლეობა კი საწინააღმდეგო აზრს ემხრობა — რესპონდენტების მხოლოდ 20% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი არ არის ევროპა. გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის კომპანია Ifop-მა ჩაატარა.

გერმანელების რაოდენობა, რომლებიც რუსეთს ევროპის ნაწილად აღიარებენ, 49%-ია. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ამ მოსაზრების მომხრეთა რაოდენობა ნაკლებია — შესაბამისად, 29% და 35%. პოლონეთში კი ვითარება კარდინალურად განსხვავებულია — გამოკითხულთა 77%-მა რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა. დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლეს ბრიტანელების 13%-მა, ფრანგების 6%-მა, გერმანელების 5%-მა და პოლონელების 3%-მა.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

© Sputnikარის თუ არა რუსეთი ევროპის ნაწილი
არის თუ არა რუსეთი ევროპის ნაწილი - Sputnik საქართველო
არის თუ არა რუსეთი ევროპის ნაწილი

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას" შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას" ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია.* სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

* 2018 წლის 1 თებერვლის Liveinternet-ის მონაცემებით

ყველა ახალი ამბავი
0