06:54 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
„Sputnik-საქართველო კონკურსის World Rising Stars ლაურეატი გახდა მოდის გაშუქებაში

„Sputnik-საქართველო" კონკურსის World Rising Stars ლაურეატი გახდა მოდის გაშუქებაში

© Sputnik / N. Zhorzholiani
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

„Sputnik-საქართველომ" საქართველოს ფეშენ-ინდუსტრიის გაშუქებისთვის მადლობა მიიღო.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" საერთაშორისო კონკურსზე World Rising Stars მოდის ინდუსტრიისა და სილამაზის კონკურსების გაშუქებისთვის, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია 28 იანვარს თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა.

ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars საქართველოში 2018 წლის 24-29 იანვარს პირველად გაიმართა და შეკრიბა სილამაზისა და მოდელების კონკურსების გამარჯვებულები მალტიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ვიეტნამიდან, თათრეთის რესპუბლიკიდან, ტაჯიკეთიდან, ესტონეთიდან, ალბანეთიდან, მაკედონიიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან. ორგანიზატორებმა ფინალურ გალა-კონცერტზე საქართველოში ფეშენ-ინდუსტრიის გაშუქებისთვის მასმედიის წარმომადგენლებს სიგელები და პრიზები გადასცეს.

პროექტ „Sputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „საქართველოში მოდის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება – ქართველი დიზაინერები მთელი მსოფლიოს მაყურებელს იპყრობენ, მოდელები მოდის საუკეთესო სახლების პოდიუმებზე ბრწყინავენ და იმარჯვებენ სილამაზის კონკურსებზე. ფეშენ-თემატიკა „Sputnik-საქართველოს" მკითხველისთვის საინტერესოა, ამიტომ ჩვენ, მულტიმედიური შესაძლებლობების გამოყენებით, გავაგრძელებთ საუბარს მოდის ყველაზე საინტერესო მოვლენებზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მუშაობა ასეთ მაღალ დონეზე დაფასდა".

Sputnik Грузия стал лауреатом конкурса World Rising Stars
© Sputnik / Denis Aslanov
„Sputnik-საქართველოს" ჯილდო

კონკურს World Rising Stars-ის ორგანიზატორი, სამოდელო სააგენტო Katrini-ს დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი: „ჩვენი ღონისძიებები მიმართულია არა მხოლოდ სილამაზისა და მოდელების კონკურსების ჩატარებისკენ, არამედ ისინი ასევე ემსახურება საქართველოს პოპულარიზებას მსოფლიოში. ამის მიღწევა მასმედიაში ხარისხიანი გაშუქების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 2015 წლიდან დღემდე „Sputnik-საქართველო" მხარს უჭერს ჩვენს საერთაშორისო პროექტს. „Sputnik-საქართველომ" გააშუქა ჩვენი ყველა ღონისძიება კახეთში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში. სააგენტოს ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ ქვეყნის ყველა კუთხეში და გვეხმარებოდნენ, რომ მოგვეთხრო ჩვენ პროექტებზე, წარმატებულ მოდელებზე, მათ გამარჯვებებსა და მიღწევებზე. ისინი აშუქებდნენ ჩვენ ყოველ ნაბიჯს, ყველა ჩვენ ტურს. მადლობელი ვარ საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოსი" და ყველა ჟურნალისტის, რომელიც ჩვენთან მუშაობს".

Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

* 2017 წლის 1 ოქტომბრის Liveinternet-ის მონაცემებით

მთავარი თემები