23:13 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ვარშავა

იტალიელების და გერმანელების 50%-ს ბალტიისპირეთისთვის „რუსული საფრთხის" არ სჯერა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

ნატოს განცხადებას რუსეთის მხრიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაძლო შეჭრის შესახებ არ ენდობიან იტალიელები, გერმანელები და ფრანგები, მაშინ როცა ბრიტანელები და ამერიკელები სხვა მოსაზრებას ემხრობიან.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ნატოს განცხადებას რუსეთის მხრიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაძლო შეჭრის შესახებ არ  ენდობიან იტალიელები, გერმანელები და ფრანგები, მაშინ როცა ბრიტანელები და ამერიკელები სხვა მოსაზრებას ემხრობიან, ასეთია „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ბრიუსელში ალიანსის სამიტის წინ Sputnik-ვის კვლევითმა კომპანია Ifop-მა ჩაატარა.

იტალიასა და გერმანიაში გამოკითხულთა უმეტესობას (69% და 60%) და ფრანგების თითქმის ნახევარს (47%) არ სჯერა, რომ რუსეთს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის დაპყრობის გეგმა აქვს.  ამ მოსაზრებას ძირითადად, უმაღლესი განათლების მქონე ასაკოვანი თაობა იზიარებს.

დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, პირიქით, კარგი განათლების მქონე ადამიანები არ გამორიცხავენ რუსეთის შეჭრას აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მოსაზრებას ემხრობიან ბრიტანელების 43% და ამერიკელების 55%.

აქვს თუ არა რუსეთს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრის გეგმა?
აქვს თუ არა რუსეთს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრის გეგმა?

გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია IFop —მა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში 2017 წლის 21-25 აპრილის პერიოდში   ჩაატარა, ხოლო აშშ-ში კი 21-27 აპრილის პერიოდში.  მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4005-მა რესპონდენტმა.  შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკის, გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენს. ცდომილება +/- 3,1%–ია, ხოლო მონაცემების სანდოობა – 95%.

2016 წლის ივნისში ნატომ პოტენციური „რუსული აგრესიისგან“ დაცვის მიზეზით, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ განაცხადა.  თავის მხრივ, მოსკოვში არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ-ქვეყნებს არასოდეს თავს არ დაესხმება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ნატოში ეს მშვენივრად იციან, მაგრამ იყენებენ საბაბად, რათა რუსეთის საზღვართან უფრო მეტი სამხედრო შენაერთი განათავსონ.

 ცნობა პროექტ "Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

მთავარი თემები