00:22 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
Девушка смотрит видео Sputnik

Sputnik-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველები გააერთიანა

© Sputnik / Levan Avlabreli
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

პროექტის ფარგლებში აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა თუ იტალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ, რათა საკუთარ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცონ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მკითხველს ვიდეოპროექტს უმზადებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები. პროექტის ფარგლებში აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა და იტალიაში არსებული ქართული დიასპორების წარმომადგენლები ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ, რათა საკუთარ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცონ. პროექტის მონაწილეთა შორის არიან — ანსამბლ „სულიკოს“ მუსიკოსები, პროექტ „ხმის“ მონაწილე ვერიკო ტუხაშვილი, მსოფლიო საოპერო სცენის პრიმადონა თამარ ივერი, მხატვარი გიორგი ცინცაძე, მსახიობი ცუცა კაპანაძე და იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

„ჰიმნი, დროშასთან და გერბთან ერთად, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოა. საქართველოს ჰიმნის სათაურია „თავისუფლება“. ეს სიტყვა ქვეყნისა და მისი მცხოვრებლების ხასიათს გადმოსცემს. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, მათი გული ყოველთვის სამშობლოს — საქართველოს ეკუთვნის“, — განაცხადა „Sputnik–საქართველოს“ რესურსის ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართება. საქართველოს ეროვნული ჰიმნის მუსიკა ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის საოპერო ნაწარმოებების მელოდიებზეა შექმნილი. ტექსტის ავტორია თანამედროვე ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც გამოიყენა ციტატები ქართველი პოეტი-კლასიკოსების — აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსებიდან.

Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და საქართველოს ინტერნეტ-გამოცემების ტოპ-სამეულში შედის. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

  • Liveinternet-ის 2017 წლის მონაცემების თანახმად

მთავარი თემები