დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 აგვისტო

© Pixabay / EvgeniTცვრიანი ყვავილი
ცვრიანი ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 15 აგვისტოა, კვირა. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ემოციებით დატვირთული დღეა. ზომიერების გრძნობის გარდა ყველა გრძნობა გამძაფრებული იქნება. თუ გსურთ, რომ ყურადღება მოგაქციონ და წარმატებას მიაღწიოთ, დაივიწყეთ მორცხვობა, არ შეუშინდეთ, რომ იყოთ თამამი, შემტევი, არ დააკნინოთ საკუთარი მიღწევები. სჯობს, ცოტა იტრაბახოთ კიდეც, ვიდრე დადუმდეთ და არაფერი თქვათ თქვენს გამარჯვებებზე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აგვისტო>>
ვერძი: სიფრთხილე გმართებთ, რადგან კონფლიქტის დიდი ალბათობაა. განწყობილი ხართ ბრძოლისთვის და შეუგუებელი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან, ყველაფერზე მწვავე რეაგირება გაქვთ. ამის გამო გარშემომყოფებთან „წაკინკლავება“ ცუდად შეიძლება დამთავრდეს. სჯობს, ენერგია რამე სასარგებლო საქმეზე მიმართოთ. იმუშავეთ, გააკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც გაგიტაცებთ და ჩხუბისთვის აღარ გეცლებათ.
ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
შემოდგომა, ცვლილებები და ზოდიაქოს ოთხი ნიშანი – ვის აირჩევს ფორტუნა
კურო: დღეს თქვენი განწყობა აიწონა–დაიწონას ჰგავს. მრისხანებას სიხარული ცვლის, სევდასა და გულგრილობას მოულოდნელი სიმპათია – ემოციები დღეს საოცარი სისწრაფით გეცვლებათ. ზოგიერთ ემოციას გარე ფაქტორები გამოიწვევს, ზოგიერთს კი თვითონ თქვენი განცდები. საკუთარი გრძნობების ტყვეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ და მათი სათამაშო თოჯინა გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ემოციების გაკონტროლება, მცდელობა მაინც.
ტყუპი: დღეს მთელი დრო, შესაძლოა, ფუჭად დაკარგოთ, მაგრამ თვითონ ასე არ იფიქრებთ – გგონიათ, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება, სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ბუზის სპილოდ ქცევა თქვენთვის სულ მარტივი რამაა. ეს სასიკეთოდ წაგადგებათ სამსახურის საქმეებში, მაგრამ ურთიერთობებში შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციების „აფეთქებაა“ მოსალოდნელი.
კირჩხიბი: მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს ადამიანები თქვენ მიმართ ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენენ. ამ ადამიანებს შორის შეიძლება იყვნენ მნიშვნელოვანი პერსონები, რომლებზეც თქვენს ცხოვრებასა და კარიერაში ბევრი რამეა დამოკიდებული. ამის გათვალისწინებით უნდა ეცადოთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ. ეს რომ ვერც მოახერხოთ, მაინც არაუშავს, მთავარია, საკუთარ თავში იყოთ დარწმუნებული და ამას ყველა დაინახავს და შეამჩნევს.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
ლომი: დღეს თავი უნდა შეიკავოთ, რათა ურთიერთობების დროს ახლობელ ადამიანებს არ აწყენინოთ. ხართ „ფეთქებადი“, გამძაფრებული პატივმოყვარეობით, ამის გამო კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ჩანასახიც კი არ არის. ხოლო სადაც არის, გააზვიადებთ ყველაფერს, ადამიანებს მტკივნეულ ადგილებზე დააჭერთ ფეხს, სანამ კონფლიქტი არ მომწიფდება და გასკდება. მაგრამ კითხვა ისმის – მოგიტანთ კი ეს გამარჯვების შეგრძნებას? ღირს კი საერთო ეს ბრძოლა?
ქალწული: დღეს ძალიან ძლიერი ლტოლვა გაგიჩნდებათ ყველაფერი ახლისა და ამოუცნობისადმი. ჩვეული რაღაცების გამო მოიწყენთ, ხოლო მისწრაფება ახალი ადგილების, ცოდნის, ადამიანებისკენ უკიდურესად გამძაფრდება. ეს მისწრაფება რომ დაიკმაყოფილოთ, საჭიროა რაღაცაში მაინც გასცდეთ ჩვეულ, ყოფით ჩარჩოებს, თუნდაც ეს ძალზე მარტივი რამ იყოს  – თქვენთვის უცნობ ქუჩაზე გასეირნება, ახალი წიგნი, ფილმი ან სულაც ახალი კერძი.
სასწორი: ფულის ფლანგვის ხასიათზე ხართ. თუნდაც ეკონომიური მხარჯველი იყოთ, დღეს გულუხვი და ამასთან, თანხის არაგონივრული მფლანგველი გახდებით. განსაკუთრებით ხელგაშლილი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. და მეორე მხრივ, განა არ შეიძლება, რომ ხანდახან ასეთ მისწრაფებას აჰყვეთ? „ქამრის შემოჭერას“ მერეც შეძლებთ. დღეს კი გულის ძახილს მიჰყევით – მაგრამ მაინც ეცადეთ, გონივრულობის ფარგლებში.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: განუმეორებელი ხართ პირველ რიგში, საკუთარ და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებსაც თქვენი საოცარი მომხიბვლელობითა და თავდაჯერებულობით მოაჯადოებთ. ქარიზმა დაგეხმარებათ სამსახურშიცა და სახლშიც, ადამიანებთან ურთიერთობებშიც. მთავარია, ამან ზედმეტად არ გაგიტაცოთ – თუ ირგვლივ მყოფები დაინახავენ, რომ მათ ზემოდან დაჰყურებთ, თქვენზე წარმოდგენა საპნის ბუშტივით გასკდება.
მშვილდოსანი: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმით გამოირჩევით, იპყრობთ გარშემომყოფების ყურადღებას. ამისთვის რამე განსაკუთრებულის თქმა ან მოქმედება არ გჭირდებათ – დუმილი შესაძლოა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს თქვენს ინტერესებში გამოიყენოთ. გაიცანით საჭირო ადამიანები და უზრუნველყავით მათი მხარდაჭერა რამე საქმეში. ან, უბრალოდ, მოხიბლეთ ვინმე თქვენი საოცარი ღიმილთ ან მზერით.
თხის რქა: თქვენი გონება დღეს გახსნილია ახალი იდეებისთვის, ხოლო გული – ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა კომფორტის ზონიდან გამოსვლისთვის, რამე ახლის მოსინჯვისთვის. არაფერი ისე არ ააძგერებს დღეს თქვენს გულს, როგორც ბალანსის დაცვა ჩვეულისა და უჩვეულოს, ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარზე გავლისას. ფლირტი უცნობთან, მოულოდნელი წინადადება, ექსტრემალური სპორტი... ეს აკრძალული არაა, და ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგიძლიათ მოსინჯოთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
მერწყული: თქვენში დღეს შესაძლოა დაძაბულობა და უკმაყოფილება მომწიფდეს. გარშემომყოფები წყობილებიდან გამოგიყვანენ თავიანთი არაორგანიზებულობით, მოვლენები, შესაძლოა, ვეღარ გააკონტროლოთ. არაა აუცილებელი, რომ ამ ყველაფერმა რამე რეალური ზარალი მოგაყენოთ, მაგრამ გაგაღიზიანებთ ყველაფერი, თუნდაც ის, რომ რაღაც დაგეგმილის მიხედვით არ მიდის. თქვენი დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავრ ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია, იქნება ეს ბანალური განრისხება თუ სასიყვარულო ვნებათა მორევი.
თევზები: დღეს თქვენი ყველაზე იღბლიანი აზრები და პროექტები სხვა ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. თქვენი წარმატების გარანტია ის, რომ იყოთ მოვლენების, ჭორების, გავრცელებული ხმების კურსში. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღეს, თქვენი განსაკუთრებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და მომხიბვლელობის წყალობით ძალიან სასარგებლო ნაცნობობა გააბათ, ან ეს თვისებები რომანტიკული მიზნებისთვის გამოიყენოთ.
ყველა ახალი ამბავი
0