დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 აგვისტო

CC BY 2.0 / Four years / pomegranate treeბროწეულის ყვავილი
ბროწეულის ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 7 აგვისტოა, შაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მთვარის გადასვლა ლომის ნიშანში ახალმთვარეობის ზონას დაემთხვა. ახალმთვარეობა ხვალ იქნება. მომატებულია მისწრაფება თვითგამოხატვის, თავისუფლების, შემოქმედებისკენ, ამან კი, შესაძლოა, დაბლოკოს სიტუაციები. მოსალოდნელია გეგმების დამუხრუჭება, უაზრო სიჯიუტე, გართულდება ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლება და შეზღუდვებთან კეთილი ნებით შეგუება. 
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 აგვისტო>>
ვერძი: სჯობს, დილით არ აჩქარდეთ. ეცადეთ, ეს დრო სახლში გაატაროთ, გამოიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ნეგატიური განცდები, რაც მთელი დღე გაგიფუჭებთ განწყობას. არ ღირს კონცენტრირება ყოფით ან ოჯახურ უსიამოვნებებზე. შუადღისას უკვე მოგემატებათ ენერგია, მაგრამ დასვენების ან კრეატივისთვის შეზღუდვები დაწესდება. ამის გამო არ ინერვიულოთ – ამჯერად ამ ჩარჩოებს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზიანის.
საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ დაქორწინების ყველაზე დიდი შანსი აგვისტოში
კურო: დილა, შესაძლოა, მშვიდობიანი მოგეჩვენოთ, მაგრამ მოვლენების გაგრძელება ამ მოლოდინებს არ გაამართლებს. გაჩნდება შთაგონების საბაბი, მაგრამ მოგიწევთ ასევე ვითარების ნაკლებას სასიამოვნო მხარესთან შეჯახებაც – მღელვარებასთან და კონტროლთან. მწიფდება მნიშვნელოვანი პირადი საუბარი სახლთან, კარიერასთან, მშობლის, პროფესიულ ან სხვა სახის ვალდებულებებთან დაკავშირებით. წინასწარ ნერვიულობა არ ღირს.
ტყუპი: დღეს თქვენი ყურადღება ახლო წრეზე და მთლიანობაში სოციალურ ვითარებაზეა მიჯაჭვული. შეზღუდვები არ შეგაყოვნებით და მოვლენებისთვის თვალყურის დევნებაზე უარს ვერ გათქმევინებთ. ყველაზე ცნობისმოყვარე ტყუპებს ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენებს წინ არ გაუსწროთ – ბედი მიგანიშნებთ, როდის შეიძლება აზრის გამოთქმა, თამაშში ჩაბმა ან გზაზე დადგომა. გადახედეთ თქვენი კონტაქტების სიას – შესაძლოა, იქიდან ვინმეა ამოსაშლელი.
კირჩხიბი: დღე საკუთარი თავისადმი ყურადღებით უნდა დაიწყოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ ინტუიციას მოუსმენთ, ასევე სხეულის შეგრძნებებს. შესაძლოა, მიხვდეთ, რა ჩვევებზე, ნივთებზე ან პროდუქტებზე უნდა თქვთ უარი. დღის ძირითადი ნაწილი რაღაც სიურპრიზს დაეთმობა და ეს, დიდი ალბათობით, ფინანსური სიურპრიზი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, არ დახარჯოთ ფული – ჯერ ამის დრო არ დამდგარა.
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: ლომებისთვის საპასუხისმგებლო მომენტი დგება. ვარსკვლავები გირჩევენ, ხელახლა განსაზღვროთ პერსონალური პოზიცია ყველა პრინციპულ თემაზე, მათ შორის კარიერაზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო ალტერნატიული ვარიანტები გაქვთ, რატომღაც სარისკო და ჯიქური განცხადებები და ჟესტები გიზიდავთ. კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ და დღეს შეაჯამებთ, დააზუსტებთ ნებადართულის ზღვარს.
ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, მოთმინებით აღიჭურვოთ და დაიცვათ აუცილებელი შეზღუდვები. ასეთ დისციპლინაზე იქნება დამოკიდებული თქვენი (და არა მხოლოდ) მდგომარეობა. შესაძლოა, მოგიწიოთ განმარტოება, რამე სახის ტესტის, შემოწმების გავლა. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი „სათადარიგო“ სკამზე აღმოჩნდეს და ვერ შეძლოს თავისი ღირსებების ღიად წარმოჩენა. ახლა ამბიციების დრო არ არის და არ გაწყენთ რაღაც მომენტებთან შეგუება.
სასწორი: სიფრთხილეა საჭირო გუნდურ თამაშებში, გართობასა და წამოწყებებში მონაწილეობისას. თავდაპირველად დარწმუნდით, რომ დაზღვეული ხართ სიურპრიზებისგან და არ დაზარალდებით ჯანმრთელობის მხრივ. სხვა შემთხვევაში უარი უნდა თქვათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. შეგიძლიათ მოვლენებს შორიდან ადევნოთ თვალი. შესაძლოა, განსაკუთრებული ინტერესი გაგიჩნდეთ ბავშვების საქმიანობისადმი.
ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2019
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მორიელი: დღეს ფხიზლად უნდა იყოთ და წესების დაცვით ითამაშოთ. დგება კარიერაში, საოჯახო საქმეებში (ან სხვა საკვანძო სფეროებში) საპასუხისმგებლო მომენტი, როდესაც მოსალოდნელია რაღაც ცვლილება ან პირადი სტატუსის დაზუსტება. თუ ყურადღების ცენტრში სხვა პერსონაა – მეგობარი, კონკურენტი, დამკვეთი, ბავშვი, ნათესავი ან სხვა, არ გაწყენთ, გადახედოთ საკუთარ პოზიციას მასთან მიმართებით.
მშვილდოსანი: ეს დღე დაგეხმარებათ, რომ გაერკვეთ საკითხებში სოციალური, იდეური, პროფესიული თუ სულიერი თვალსაზრისით. გზამკვლევის ან სამაგალითო ნიმუშის როლი კონკრეტულმა პირმა შეიძლება შეასრულოს, მაგალითად, კოლეგამ, მეგობარმა ან მასწავლებელმა, პოპულარულმა პერსონამ. თუ მოგზაურობას აპირებთ, აუცილებელია სწორი ნავიგაცია, მეგზურის ან გამყოლის პიროვნება. სხვა შემთხვევაში აჯობებს, თუ გამგზავრებას გადადებთ.
თხის რქა: ეს დღე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტისთვის შემოქმედებით ძიებებს უკავშირდება. ვითარებიდან გამომდინარე, ის გიკარნახებთ, როგორ გამოხვიდეთ კრიზისიდან ან რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგათ. საქმე შეიძლება ეხებოდეს არა თქვენ პირადად, არამედ თქვენთვის მნიშვნელოვან პირს ან პროექტს. შესაძლებელია პროფესიული, ფინანსური ან მშობლის როლში პასუხისმგებლობის მომენტი. მორცხვ თხის რქებს ვინმეს პირადი მაგალითი მისცემს ბიძგს.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
მერწყული: მოვლენები ცალკეულ ადამიანებთან ურთიერთობებში საბედისწერო მომენტებს გამოყოფს, ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, კონკურენტი, ახლობელი ადამიანი, რომელიც აყოვნებს თავისი გადაწყვეტილების თქმას. ზოგიერთი თქვენგანი პრობლემებს თავად შეიქმნის მღელვარე შეხვედრაზე ან მნიშვნელოვან საუბარზე უარით. შესაძლოა, ამის მიზეზი სიმართლის მოსმენის შიში იყოს. ამ დღეს არარეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება.
თევზები: ჰაერი ნეგატივითაა გაჟღენთილი. როდესაც იგრძნობთ, რომ სადაცაა, ნერვები გიმტყუნებთ, ეცადეთ, ათამდე დაითვალოთ. ასე კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ. ასევე კარგი იქნება, თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩებით – ხმაურიანი ღონისძიებები და საუბრები არაფრის შესახებ განწყობის გაფუჭებას გპირდებათ, ამასთან, დაკარგავთ ძვირფას დროს. მიეცით თავს დასვენების უფლება. გააკეთეთ ის, რაც გესიამოვნებათ და რაზეც ოცნებობთ.
ყველა ახალი ამბავი
0