დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 30 ივლისია, პარასკევი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
მომატებულია მგრძნობიარობა, ადვილია ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება. ამის გამო შეიძლება გაჩნდეს განმარტოების, გარშემომყოფებთან უხილავი ბარიერის აღმართვის სურვილი. ზომიერების ფარგლებში ეს კარგიცაა, მაგრამ თუ ზედმეტი მოგივიდათ, თავი შეიძლება მარტოც იგრძნოთ, ეს კი განწყობის გაუმჯობესებას არ შეუწყობს ხელს. შეებრძოლეთ აპათიას მთელი ძალებით, რადგან ეს თქვენს იმუნიტეტს დააქვეითებს და ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლის უნარს დაუკარგავს. არასასურველი დღეა გარშემომყოფებთან ურთიერთობების გამორკვევისთვის, სამაგიეროდ კარგი დროა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც ყურადღების გამახვილებასა და მოთმინებას საჭიროებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ივლისი>>
ვერძი: ნებისმიერი დამოუკიდებელი გეგმის შესრულებისთვის იდეალური დღეა. საკუთარი ბიზნესი, შემოქმედება, სწავლა, საოჯახო საქმეები – ყველგან, სადაც თქვენ აგებთ პასუხს შედეგზე, წარმატება გელოდებათ. მაგრამ იქ, სადაც გარშემომყოფების იმედზე უნდა იყოთ, ან თქვენზე ზეწოლას ცდილობენ, მოულოდნელობებისთვის იყავით მზად – სამწუხაროდ ამგვარ საკითხებში უსიამოვნებებია მოსალოდნელი.
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: ვისი საქმიანობაც შემოქმედებასთან ან კრეატიული იდეების გენერაციასთან არის დაკავშირებული, შთაგონების ნაკლებობაა მოსალოდნელი. მაგრამ იმედგაცრუება არ ღირს – ეს დროებითია და დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ვითარება შეიცვლება. დღეს კი პრეტენზიული მუზის დალოდება უსარგებლო რამეა. უფრო ეფექტური იქნება, თუ მიმდინარე საქმეებს მიხედავთ, რომლებსაც რეალიზებისთვის არანაირი შემოქმედებითი შთაგონება არ სჭირდება.
ტყუპი: დღეს აჯობებს, თუ სხვის ლაპარაკს მოუსმენთ და თქვენ ნაკლებს ილაპარაკებთ. სხვისი აზრებისა და იდეებისგან შეიძლება საჭირო ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, მოსმენის უნარის წყალობით გარშემომყოფებმა შეიძლება მოსაზრება შეიცვალონ თქვენ მიმართ, ანუ უფრო პოზიტიურად განეწყონ. ეს ნიშნავს, რომ დღეს ყურები უნდა „გაახილოთ“, პირი კი დამუწოთ და ნახავთ რომ თქვენი დუმილი შეიძლება მართლა ოქროდ იქცეს.
კირჩხიბი: მთელი ყურადღება გადაიტანეთ იმ საქმეებზე, რომლებშიც თავად წყვეტთ ყველაფერს. სხვისი რჩევები, „ტვინის ხვრეტა“ და მით უფრო, გამაღიზიანებელი დირექტივები შედეგებზე სავალალოდ აისახება. სამაგიეროდ, თუ შეძლებთ და გათავისუფლდებით გარშემომყოფებისგან და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა მოგეცემათ, სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, რომ ირგვლივ ორომტრიალისგან უხილავი ბარიერით დაიცვათ თავი.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა
ლომი: თავი ხელში უნდა აიყვანოთ, თუ არ გინდათ, რომ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები გაიფუჭოთ. მწარე შენიშვნებით შეგიძლიათ გარშემომყოფების პროვოცირება მოახდინოთ და საპასუხო ნაბიჯები მიიღოთ. ამაში დამნაშავე თქვენი გაღიზიანებაა, რომლის გაკონტროლება გიჭირთ. ასევე კრიტიკულად უყურებთ ყველაფერს. თუ თქვენთვის სულერთი არაა ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობები, თავის მოთოკვა, გაკონტროლება და დიპლომატიურობის გამოჩენა მაინც მოგიწევთ.
ქალწული: თქვენი მოთმინება დღეს შესაშური და სანაქებო ნამდვილად არ იქნება – ასანთივით ხართ, რომ აალდეთ ნებისმიერ რამეზე. ვარსკვლავები გაფრთხილებენ. რომ დაგროვებულმა გაღიზიანებამ შეიძლება დაუფიქრებლად იფეთქოს. ამიტომ უნდა მოდუნდეთ, ხოლო კრიტიკულ მომენტებში, ათამდე დაითვალოთ, სანამ იტყვით ან მოიმოქმედებთ ისეთ რამეს, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.
სასწორი: ვითარება საქმეებში შიძლება მკვეთრად შეიცვალოს. რამე პროექტი, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული იყავით, შეიძლება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს შებრუნდეს. შესაძლოა, მოგიწიოთ შედეგისთვის ბრძოლა, რომელიც უკვე განაღდებული გეგონათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამას ფილოსოფიურად შეხედოთ. დაე, ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გსურთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვენ ხელშია.
აისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2019
შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი: სიგიჟიდან გულგრილობამდე – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს ყველაფერმა შეიძლება გაგაღიზიანოთ, რაც გზაზე გადაგეღობებათ. შეიძლება ისიც კი მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები სპეციალურად ცდილობენ თქვენს გამოყვანას წყობილებიდან. ვარსკვლავები ამბობენ, რომ გაღიზიანების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოთ და არა გარეთ. გამოძებნეთ დრო მოდუნებისთვის, მედიტაციისთვის და ნახავთ, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალა.
მშვილდოსანი: შესაძლოა, დღეს ვინმეს თქვენი მფარველობა ან დახმარება დასჭირდეს. შეიძლება საქმე ეხებოდეს პროფესიულ კონსულტაციას ან მეგობრულ რჩევას, ან თქვენი ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა თუ კავშირების გაზიარებას. ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაგენანოთ ადამიანების დახმარებისთვის დახარჯული დრო. კეთილი საქმეები უკვალოდ არ გაქრება. ამაღლდებით როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების თვალში.
თხის რქა: დღეს წააწყდებით ისეთ დასანან მოვლენას, როგორიცაა გარშემომყოფების მხრიდან თქვენი ვერგაგება. ეს თქვენთვის თითქოსდა გასაკვირი არცაა, მაგრამ ამას თქვენი კალაპოტიდან ამოგდება და განწყობაზე ზემოქმედება შეუძლია. შეგრძნება, რომ თქვენი არ ესმით, ან თუ ესმით, არასწორად გიგებენ, შეიძლება მთელი დღე გაგყვეთ. ამ გრძნობისგან რომ გათავისუფლდეთ, ენერგია პირად საქმეებზე უნდა მიმართოთ და ამის თაობაზე ირგვლივ მყოფნი საქმის კურსში არ ჩააყენოთ. ასევე შეძლებისდაგვარად ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
მერწყული: დღეს თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ, შეიძლება ითქვას, არაფრისგან: ჭორებიდან, დაკვირვებიდან, შემთხვევითი საუბრებიდან. ჩვეულებრივ დღეს ამ ინფორმაციას შეიძლება თქვენი დაინტერესება არ გამოეწვია, მაგრამ დღეს მის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდებით. გაძლიერებული გაქვთ ანალიტიკური უნარები, რაც სწორი დასკვნების გამოტანაში გეხმარებათ.
თევზები: შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ფულთან – ბუღალტერია, ფინანსები, ბიზნესი. სხვა თევზებსაც მოუწევთ დღის განმავლობაში თავიანთი ფინანსური საქმეების გადახედვა და მათზე ზრუნვა. შესაძლოა, საჭირო გახდეს ხარჯების დათვლა ან ამა თუ იმ იდეის მოგების შეფასება. დღეს ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის მოგვარება განსაკუთრებულად იოლად გამოგივათ.
ყველა ახალი ამბავი
0