09:29 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
252 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 ივლისია, პარასკევი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ ჩაფიქრებული, ყურადღებით უნდა იყოთ - არის შანსი, რომ რაღაც სასარგებლო მინიშნებები მიიღოთ, ან რამე უმნიშვნელო მოვლენამ საინტერესო აზრი მოგაწოდოთ. წარმატებები ელოდება მათ, ვინც მზადაა ექსპერიმენტებისთვის და გადაწყვეტილებების მიღება მუშაობის პროცესში, სწრაფად შეუძლია. ნაცადი მეთოდები შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც სათავეს დაუდებს მეგობრობას ან რომანტიკულ ისტორიას.

რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: დღე შესაძლოა საკმაოდ მოსაწყენად მოგეჩვენოთ. მოგიწევთ ერთფეროვანი საქმეების გაკეთება, რომლებიც არა შემოქმედებით დამოკიდებულებას, არამედ დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს. ამასთან, გარშემომყოფები გაგაკრიტიკებენ. თავის გაკონტროლება მოგიწევთ, რომ არ აჰყვეთ ემოციებს და მწარე შენიშვნებს არ უპასუხოთ. გაგახარებთ სულიერად ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები. მეგობრებისა და საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზებია მოსალოდნელი.

კურო: არ იჩქაროთ. დღე შესანიშნავად აეწყობა, თუ „იწრიალებთ" და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გზადაგზა არ მიიღებთ, ასევე ყველას არ ენდობით. ფრთხილად იყავით ფულთან ან ხანგრძლივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებში. შესაძლოა, ვინმე თქვენს მოტყუებას შეეცადოს. დანარჩენს რაც შეეხება, დღე საკმაოდ ხელსაყრელია ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაქვთ.

ტყუპი: წრიალი და ორომტრიალია, მაგრამ ამისგან ხეირი - არაფერი. თუ მნიშვნელოვან საქმეში წარმატების მიღწევა გსურთ, მზად იყავით ინიციატივის გამოსაჩენად, სიტუაციის გასაკონტროლებლად, ნუ დაელოდებით, როდის დალაგდება სიტუაცია თავისით. არცთუ მარტივი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. ადამიანებს თქვენი ხშირად არ ესმით სწორად. მოსალოდნელია გაუგებრობები, მცირე კამათი. შეგიძლიათ სიტუაციის განმუხტვა, რომ ეს დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

კირჩხიბი: დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში და ერთი წამითაც არ გეპარებათ ეჭვი, რომ რამეს არასწორად აკეთებთ. ეს შესამჩნევია და ხანდახან გარშემომყოფებს აღიზიანებს. ზოგიერთი გაკრიტიკებთ და დაძაბული მომენტების თავიდან არიდება, დიდი ალბათობით, შეუძლებელი იქნება. თქვენ გააგრძელებთ თქვენს საქმეს ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, ხოლო სკეპტიკოსები, როდესაც პირველ წარმატებებს ნახავენ, შეიცვლიან თავიანთ მოსაზრებას. ასტროლოგები გირჩევენ, არ გადაიღალოთ.

ლომი: მსუბუქი და ჰარმონიული დღე გელოდებათ, ადვილია წარმატების მიღწევა სრულიად ახალ საქმეებშიც კი. ბევრ თქვენგან გარშემომყოფები დაეხმარებიან. ამის წყალობით მალე გადაწყდება თქვენთვის მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხები. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, რაღაც მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც საინტერესო აზრებს გააჩენს. ახალი იდეები კარგია, მაგრამ მათი რეალიზებისთვის შესაფერისი დრო ჯერ არ დამდგარა.

ქალწული: სირთულეები არ გაშინებთ. იცით, რომ ყველა ბარიერის გადალახვა შეიძლება და მართალიცაა. ჩანაფიქრის განხორციელება ზოგჯერ მაშინვე არ გამოდის, მაგრამ მოთმინება საკმარისი გაქვთ იმისთვის, რომ შესაფერის მომენტს დაელოდოთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას ყველასთან ადვილად პოულობთ. მოსალოდნელია უჩვეულო და მგზნებარე სასიყვარულო ისტორიის დაწყება.

სასწორი: მარტივი დღე არ გელოდებათ. რთულია ვითარების სწორად შეფასება. ბევრი თქვენგანი აწყობს ილუზიებს იმის ნაცვლად, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს. შესაძლებელია რაღაც უსიამოვნო მომენტები, სიახლეები, უიღბლო თანხვედრები, რაც კალაპოტიდან ამოგაგდებთ. ამ ყველაფერს გაუმკლავდებით და აუცილებლად იპოვით გზას, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შემოაბრუნოთ. დღის მეორე ნახევარში თამამად შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა.

მორიელი: შესანიშნავი და მსუბუქი დღე გელოდებათ. გაჩნდება მრავალი საინტერესო იდეა, ინტუიცია კი შეუცდომლად გიკარნახებთ, რითი უნდა დაიწყოთ ახალი მიზნისკენ სვლა. ვერავინ შეძლებთ თქვენს გადაყვანას გზიდან - გარშემომყოფების ზრახვებს ადვილად ხვდებით. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადებები მიიღოთ. თუ მზად ხართ ცვლილებებისთვის, შეგიძლიათ დათანხმდეთ. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს.

მშვილდოსანი: კარგი დღეა რამე ძველი იდეების რეალიზაციისთვის. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ იმას, რაც აქამდე არ გამოგივიდათ. ამჯერად ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს ძველი შეცდომების გამოსწორებას. კარგი დროა მეგობრული შეხვედრებისთვის. მოიძებნება უამრავი საინტერესო თემა საუბრისთვის. იქნება გარემოს გამოცვლის შესაძლებლობა - არ გაუშვათ ხელიდან სადმე გამგზავრების შანსი, ის პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.

თხის რქა: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ და ყველაფერი გამოგივათ. გააკონტროლეთ თავი. სწორედ ამის წყალობით არ დაუშვებთ შეცდომებს, არ აჰყვებით პროვოკაციებს, არ იკამათებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. გადასაჭრელი გექნებათ რაღაც რთული საკითხები და ამას აუცილებლად გაართმევთ თავს, თუნდაც ცოტა მოგვიანებით. კარგი დროა ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთებისთვის, მაგრამ ამ დასკვნების სხვებისთვის ტქმა არასასურველია.

მერწყული: სასიამოვნო, მსუბუქი დღეა. მნიშვნელოვანი წარმატებებისა და პროგრესის მიღწევა საქმეებში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დროს კარგად გაატარებთ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, რაც განწყობას აგიმაღლებთ. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ. საყიდლებსა და გარიგებებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

თევზები: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ერთნაირად კარგად ეწყობით როგორც ძველ ნაცნობებს, ისე ახლად გაცნობილებს. კარგი შთაბეჭდილებების მოსახდენად დიდი ჯაფა არ დაგადგებათ. ეს დაგეხმარებათ საქმიანი მოლაპარაკებების დროსაც. ამასთან, წაგადგებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც. ამისთვის შესაფერისი უფრო დღის მეორე ნახევარია. შეგიძლიათ იფიქროთ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე და მიიღოთ გადაწყვეტილებები.

მთავარი თემები