დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივლისი

ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 15 ივლისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღის დასაწყისი მრავალფეროვანი და კაშკაშა იქნება. ბევრი რამის გაკეთება და წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი, თუ სწრაფად და მტკიცედ ვიმოქმედებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის. კარგი პერიოდია ურთიერთობებისთვის. შეიძლება ინიციატივის გამოჩენა რომანტიკულ ურთიერთობებში.
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო>>
ვერძი: დილა მნიშვნელოვანი საუბრების დროა. ლაპარაკობთ იმას, რასაც ფიქრობთ და ეს გარშემომყოფებს, რომლებსაც უკვე ყელში ამოუვიდათ მინიშნებები და გაურკვევლობა, ძალიან მოსწონთ. არ არის გამორიცხული საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობების დაწყება. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. მთავარია, რომ საქმეების მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება გამოიჩინოთ და სხვადასხვა საქმეში დიდი წარმატებების მიღწევის შანსი გაქვთ.
ყაყაჩო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: ხედავთ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ეს წარმატებების მიღწევასა და რთულ საქმეებთან გამკლავებაში გეხმარებათ. გარშემომყოფებთან ურთიერთობებისას ბევრ რამეს ინტუიცია გკარნახობთ. ეს განსაკუთრებით წაგადგებათ რთული საქმიანი მოლაპარაკებების დროს. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია. სჯობს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველას არ ენდოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
ტყუპი: ყველაფერი მარტივად არ გამოგდით, მაგრამ არ გაჩნდება ისეთი დაბრკოლება, რომელიც გაგაჩერებთ და რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. ხართ მტკიცედ განწყობილი და პოულობთ მიზნის მიღწევის გზებს. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, საინტერესო შეხვედრები. მეგობრული ურთიერთობების დაწყება. ასევე არაა გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყებაც, რომელიც სწრაფად და მგზნებარედ განვითარდება.
კირჩხიბი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მოიფიქროთ, აღმოაჩინოთ ან გამოიგონოთ რამე კარგი და ყველასთვის აუცილებელი. ბევრ რამეს სრულიად განსხვავებულად უყურებთ და ეს თქვენს უპირატესობას წარმოადგენს. რუტინული სამუშაო მოსაწყენი და დამღლელია თქვენთვის, ამიტომ გირჩევნიათ, ჩვეული საქმეები სხვას გადააბაროთ. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის.
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
ლომი: კარგი დღე გელოდებათ. დიდი ალბათობით, სანერვიულო არაფერი გექნებათ, ბევრ საქმეში წარმატებებს სწრაფად აღწევთ, დახმარება არ გჭირდებათ, მაგრამ თუ ვინმე შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ. შესაძლოა, საქმეები ჩვეულებრივზე მეტი გქონდეთ, თან ზოგიერთი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდეს. ხანდახან ეს გაღიზიანებთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა.
ქალწული: დღის დასაწყისში სასიხარულო ამბები მოხდება. გაჩნდება შესანიშნავი იდეები, რომელთა განხორციელება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. მოუსმინეთ ინტუიციას, როდესაც თანამოაზრეების გუნდს შეკრებთ - ის გიკარნახებთ, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი - არა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, რაღაც პრობლემები. დიდია ალბათობა, რომ ახლობლებთან უთანხმოებები მოხდეს, თუმცა ეს სერიოზული კონფლიქტის საფუძველი არ გახდება.
სასწორი: მარტივი დღე არ გელოდებათ, მაგრამ ის საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. ხშირად მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. მნიშვნელოვანია, რომ გაღიზიანება მოთოკოთ, ყოველ შემთხვევაში, სხვებს მაინც არ აგრძნობინოთ. ასე დაძაბულ მომენტებსა და ჩხუბს აიცილებთ თავიდან. პირად ურთიერთობებში ინტუიციას ენდეთ - ის დაგეხმარებათ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის გულის გასახსნელად გასაღების მოძებნაში. დღის ბოლოს რომანტიკული სიურპრიზებია მოსალოდნელი.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
მორიელი: დილით გაგიჭირდებათ, რომ წვრილმანების გამო არ გაბრაზდეთ. გარშემომყოფების სიტყვები და საქციელი უცნაურად გეჩვენებათ, ხანდახან კი - სულელურად. არ იჩქაროთ თქვენი აზრის სხვებისთვის გაზიარება, თუ არ გინდათ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები გაგიფუჭდეთ. მოგვიანებით განწყობა გაუმჯობესდება და ბევრი რამ თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ზოგიერთი თქვენგანი პასუხს იპოვის კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროის გაწუხებდათ.
მშვილდოსანი: დიდი ხნით არაფერი გადადოთ. თუ კარგი იდეა გაგიჩნდათ, ეცადეთ, მალევე განახორციელოთ ის. დაყოვნებამ შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. არ ღირს ხანგრძლივი საუბრები ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და მათთვის თქვენი საიდუმლოებების გაზიარება. ასევე მოერიდეთ სხვებზე ლაპარაკს. კარგი დღეა სწავლისთვის, ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც მსჯელობასა და დაფიქრებას, დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
თხის რქა: რთული, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი დღეა. შეძლებთ იმ პრობლემებთან გამკლავებას, რომლებმაც სხვები ჩიხში შეიყვანა. ბევრ თქვენგანს გამოადგება ძველი გამოცდილება, დიდი ხნის წინ მიღებული ცოდნა. დიდი ალბათობით, ვერ აარიდებთ თავს კამათს. გარშემომყოფებს ხშირად არ ესმით თქვენი, ელოდებიან განმარტებებს, თქვენ კი ამაზე დროის დახარჯვის სურვილი არ გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას მარტოც მიაღწევთ, მაინც შეიძლება დადგეს მომენტი, როცა დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ ეს.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
მერწყული: ეს ის დღეა, როდესაც თქვენი საუკეთესო თვისებები გამოვლინდება. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ადამიანები, რომლებიც არ გაფასებდნენ ან უბრალოდ ვერ გამჩნევდნენ, ახლა მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ. ზოგიერთი თქვენგანი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მიიღებს. უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობებში. დღეს განსაკუთრებულად გულღია და გულწრფელი ხართ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
თევზები: მტკიცედ ხართ განწყობილი. მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებთ. გზაზე გადაღობვას ვერავინ გაბედავს და თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, აუცილებლად სანანებელი გაუხდება. თქვენს იდეებს მხარდაჭერა აქვს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღევანდელი მოლაპარაკებებისა და მსჯელობის შემდეგ დაიწყოს ცვლილებები უკეთესობისკენ. წარმატებები გელოდებათ ფინანსურ სფეროშიც, მაგრამ საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0