დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივლისი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 14 ივლისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მრავალფეროვანი, შთაბეჭდილებებით სავსე დღეა. ბევრია ენთუზიაზმით გამსჭვალული, შრომისთვის მზად. შესაძლებელია როგორც ახალი საქმეების დაწყება, ისე ძველის გაგრძელება. მოსაწყენი არ იქნება არც ჩვეული და რუტინული საქმეების გაკეთება, რადგან გამძაფრებულია ფანტაზია და შემოქმედებითი წარმოსახვა. კარგი დღეა ოჯახური შეხვედრებისთვის.
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა. ბევრ რამეს გაართმევთ თავს. ხშირად გიმართლებთ იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს. გექნებათ რთული საკითხების გადაჭრის შანსი. არაა გამორიცხული, რომ მოულოდნელად გამგზავრება მოგიწიოთ ან შეხვდეთ შორი გზიდან ჩამოსულ ადამიანს. ორივე შემთხვევაში კარგი სიახლეები და შთაბეჭდილებები გელოდებათ. საღამოს გაჩნდება ახალი იდეები სამუშაოს ან ბიზნესთან დაკავშირებით.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
კურო: არ იღელვოთ. იმისთვის, რომ დღეს წარმატებებს მიაღწიოთ, ყველაფერს ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ, ხოლო უიღბლო თანხვედრებსა და გაუგებრობებს - იუმორით. შესაძლებელია მცირე უთანხმოებები როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, თუმცა შეეცდებით სიტუაციის განმუხტვას. დღის მეორე ნახევარი ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ბევრ რამეში მიაღწევთ წარმატებას, რადგან პრიორიტეტებს სწორად გადაანაწილებთ.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ. ბევრ უზიარებთ თქვენს იდეებს, გარშემომყოფები ხშირად ეთანხმებიან თქვენს ყველაზე თამამ გეგმებს. მოსალოდნელია სასიხარულო წინადადების მიღება. დღეს დაწყებული საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობები მომავალში შეიძლება სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს. კარგად გესმით გარშემომყოფების და ირგვლივ მყოფებსაც მოსწონთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.
კირჩხიბი: კაშკაშა და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ. გაჩნდება მრავალი ახალი საყურადღებო იდეა. მოგიწევთ რამდენიმე საკითხში ერთდროულად გადაწყვეტა. რასაც შესანიშნავად გაართმევთ თავს. გარშემომყოფებთან ურთიერთობები მარტივი არ იქნება. ხანდახან დიდხანს მოგიწევთ მათთვის განმარტება, თუ რატომ აკეთებთ რაღაც ასე და არა სხვაგვარად. ეს გაღიზიანებთ, მაგრამ ეცდებით, რომ ნეგატიურმა ემოციებმა არ დაგჯაბნოთ.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
ლომი: შესაფერისი დღეა ექსპერიმენტებისა და ახლის მოსინჯვისთვის. თქვენი იდეები ხანდახან უცნაურად ეჩვენებათ გარშემომყოფებს, მაგრამ საჭირო არაა სკეპტიკოსების გადარწმუნება - ისინი თავად მიხვდებიან, რომ მცდარი აზრი ჰქონდათ, როდესაც პირველ წარმატებებს მიაღწევთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა, რომელიც მოგვიანებით მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზრდება.
ქალწული: დილით მცირე უსიამოვნებებია მოსალოდნელი - უმნიშვნელო შემთხვევები, გაუგებრობები, რასაც თქვენი გეგმების შეცვლა შეუძლია. მაგრამ არ ინერვიულოთ, სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ და უკვე შუადღისას ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით შეხედავთ. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა საღამოს აჯობებს. მეტად დამაჯერებლად ჟღერს თქვენი სიტყვები. სხვათა შორის, ეს მხოლოდ საქმიან სფეროს არ ეხება, არამედ რომანტიკულ ურთიერთობებსაც.
სასწორი: დღე საინტერესოდ დაიწყება. ახალი ამოცანების გადაწყვეტას ენთუზიაზმით მოეკიდებით, გახარებთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ გარშემომყოფებს აჩვენოთ, თუ რა შეგიძლიათ. არაა გამორიცხული კარიერული ზრდა. ასევე წარმატებულია დღის მეორე ნახევარიც, მაგრამ უფრო მშვიდი. ეს პერიოდი მიესადაგება ძველი საქმეების დასრულებას, ახლობლებთან ურთიერთობებს.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მორიელი: იმდენად შეუპოვარი ხართ, რომ შეუძლებლის მიღწევა შეგიძლიათ. გამოიყენეთ ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვან მიზანს მიაღწიოთ. დიდი ალბათობით, სხვების დახმარება არ დაგჭირდებათ, მაგრამ თუ ვინმემ შემოგთავაზათ, უარი არ უთხრათ - საერთო საქმიდან შეიძლება ხანგრძლივი მეგობრობა დაიწყოს. ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობებში. კარგად უგებთ ახლობლებს და მათაც შესანიშნავად ესმით თქვენი. არ არის გამორიცხული, რომ ვინმე სიყვარულში გამოგიტყდეთ.
მშვილდოსანი: უნდა იჩქაროთ, არ ღირს საქმეების გადადება - დღის პირველი ნახევარი ძალზე ხელსაყრელია და მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ. ერთნაირად კარგი დროა როგორც ჩვეული, ისე ახალი საქმეების გასაკეთებლად. დღის მეორე ნახევარში დასვენებისა და მოდუნების სურვილი გაგიჩნდებათ. შეგიძლიათ თავს მცირე პაუზის უფლება მისცეთ. გაატარეთ დრო თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. ურთიერთობები ძალზე სასიამოვნო იქნება.
თხის რქა: გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება. ემოციური ფონი ჩვეულებრივზე დაძაბული იქნება. თქვენს განწყობაზე ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება იმოქმედოს. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ, როდესაც უფრო იოლი იქნება ფაქტებისა და დეტალების გათვლა და გათვალისწინება. გარშემომყოფებთან ხშირად კამათობთ, მაგრამ ზღვარს არ გადადიხართ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2019
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“
მერწყული: დღის დასაწყისი ხელსაყრელია. ხართ ენერგიული, მტკიცე, შრომისთვისა და მიზნების მიღწევისთვის განწყობილი, სირთულეები არ გაშინებთ. ბევრ თქვენგანს გაუმართლებს ფულთან და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოგვიანებით წინა პლანზე გამოვა საოჯახო საქმეები, რასაც ბევრი დრო დასჭირდება. თქვენთვის სასიამოვნოა ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა. კარგი დროა სტუმრების მისაღებად.
თევზები: დღის დასაწყისში რთული იქნება უთანხმოებებისა და კამათის თავიდან აცილება. ცდილობთ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოგდით. არ ინერვიულოთ, ჰარმონია აღდგება, მაგრამ ამას დრო სჭირდება. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის. კარგი პერიოდია მუშაობისა და სწავლისთვის, როგორც ძველი, ისე ახალი საქმეებისთვის. ვარსკვლავები ყველაზე მამაცებსა და გაბედულებს დაეხმარებიან.
ყველა ახალი ამბავი
0