დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ივნისი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 12 ივნისია, შაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

საკმაოდ დამღლელი დღე იქნება. მოსალოდნელზე მეტი საქმე გამოჩნდება, მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა, ბევრ რამეზე ფიქრი. შესაძლებელია შეცდომების დაშვებაც. აუცილებელი არაა მარტო მოქმედება – შეგიძლიათ ვინმეს შეუთანხმდეთ და ერთად იმოქმედოთ. არ არის გამორიცხული უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე არ მივა.

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ>>

ვერძი: საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება ყოველთვის ადვილი არ იქნება. ხშირად სხვა რაღაცებზე გეფანტებათ გონება, თავს ანებებთ დაწყებულ საქმეს. ამის გამო წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება. მეტი სიმტკიცის გამოჩენაა საჭირო, თუ გინდათ, რომ კარგი შედეგები მიიღოთ და ამის შანსი ნამდვილად გაქვთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ნაცნობობისთვის. შესაძლებელია ახალი საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობების დაწყება, ასევე თანხის მიღება.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2017
ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე

კურო: დღეს საქმეებისადმი სერიოზული დამოკიდებულება გჭირდებათ. არ გქონდეთ იმის იმედი, რომ ყველაფერი თავსთავად გამოვა. დიდი ალბათობით, მოკრძალებული შედეგების მისაღწევადაც კი დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. სირთულეები არ შეგაშინებთ და კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ. შეუპოვრობის წყალობით წარმატებას მიაღწევთ. არ დაივიწყოთ დასვენება. ძალებისა და ენერგიის აღდგენის საშუალება დღის მეორე ნახევარში გამოჩნდება.

ტყუპი: ნაყოფიერი დღეა, რომელიც ბევრ საქმეში წარმატების მიღწევის საშუალებას მოგცემთ. თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება საკითხები, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდით. დღის დასაწყისში მოსალოდნელია სასარგებლო ნაცნობობა. ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. საყიდლებზე წასვლა საკმაოდ იღბლიანი იქნება.

კირჩხიბი: სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე დღეა. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, რომლებიც დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ. არაა გამორიცხული დაუგეგმავი მგზავრობა, რომელიც ძალიან კარგად წარიმართება. სახლიდან შორს მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. გამძაფრებული ინტუიციის წყალობით განსხვავებულ ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ისტორიის დაწყება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2018
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები

ლომი: თავი გააკონტროლეთ და არაფერი ზედმეტი არ წამოგცდეთ. უბრალოდ, ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან და სარგებლის მომტან საქმეებზე და წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. შუადღისას გექნებათ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი. ამის შემდეგ თავს უფრო მყარად და მშვიდად იგრძნობთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ. არ ღირს ყველას ნდობა, მათთვის საკუთარი იდეების გაზიარება. მოერიდეთ კონტაქტს მათთან, ვინც თქვენს პროვოცირებას, მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობს.

ქალწული: იყავით მტკიცე. სწორედ სიმტკიცის წყალობით შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას, მეტოქეებზე გამარჯვებას, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. შესაძლოა, რაღაც საკითხების გზადაგზა შესწავლა მოგიხდეთ. ეს რთული, მაგრამ ძალზე საინტერესო პროცესი იქნება. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. გექნებათ შანსი, რომ უჩვეულო ადამიანებს დაუმეგობრდეთ. მათთან ურთიერთობები იმოქმედებს თქვენს მსოფლმხედველობაზე.

სასწორი: მრავალფეროვანი და საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც სავსე იქნება მოულოდნელი მოვლენებითა და ახალი შესაძლებლობებით. იღბლიანად გადაწყდება პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევდათ. შეიძლება ზოგიერთ თქვენს გეგმაში კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო. მოსალოდნელია სასარგებლო ნაცნობობა, თანამშრომლობაზე შეთანხმება ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: იღბლიანი დღეა. ვარსკვლავები ბევრ თქვენს ახალ წამოწყებას დაუჭერენ მხარს. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ საქმეები, რომლებიც შემოქმედებით უნარსა და ფანტაზიას საჭიროებს. გამოცდილი მეთოდები დღეს ყოველთვის ეფექტური არაა. თქვენი ლიდერის თვისებები ცხადად გამოვლინდება. ამის წყალობით ადვილად შემოიკრებთ თანამოაზრეებს გარშემო. კარგი დღეა, რომ მიუბრუნდეთ რამე ძველ ჰობის, ან დაამთავროთ საქმე, რომლის დასრულება აქამდე ვერ მოახერხეთ.

მშვილდოსანი: დღის დასაწყისში სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. კარგი დროა ნაცნობობისთვის – ადვილად გამონახავთ საერთო ენას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, ბევრზე ახდენთ საუკეთესო შთაბეჭდილებას. დღის მეორე ნახევარში პოზიტიური ტენდენციების გავლენა რამდენადმე შემცირდება. მოსალოდნელია დაყოვნებები და გაუგებრობები საქმეებში. კარგი იქნება, თუ შეისვენებთ.

თხის რქა: დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყება. კარგი დროა ახალი წამოწყებებისთვის. წარმატებებს მალე მიაღწევთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, მეგობრული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. კარგი დროა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. გექნებათ საშუალება, რომ გაერკვეთ თქვენს ბოლო დროს გაჩენილ გრძნობებში.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

მერწყული: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, მოკავშირეების მოსაძებნად. ბევრზე ახდენთ ძალიან კარგ შთაბეჭდილებას. ყველაზე მომთხოვნ ადამიანებსაც კი სიმპათია უჩნდებათ თქვენ მიმართ. არ არის გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაციების მიღებისთვის. შეიძლება გაჩნდეს ახალი იდეები და გეგმები სამუშაოსთან ან ბიზნესთან დაკავშირებით.

თევზები: კარგი, სასიამოვნო დღე გელოდებათ. განსაკუთრებით ნაყოფიერს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ კარგ დროს გაატარებთ. გექნებათ ურთიერთობების შანსი ადამიანებთან, რომლებიც ძალიან მოგენატრათ. მოსალოდნელია ახალი ამბების გაგება ან წინადადების მიღება, რომელზე უარის თქმაც არ მოგინდებათ. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება საინტერესო იდეები. კარგი დღეა სახლის საქმეებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0