დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ივნისი

CC BY 2.0 / Flickr / Brent Newhall / Birds of Paradise„სამოთხის ჩიტი“ კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
„სამოთხის ჩიტი“ კირსტენბოშის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 ივნისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

მრავალფეროვანი და ნაყოფიერი დღეა. კარგი იქნება ინფორმაციის შეგროვება და რამე ახლის სწავლა. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა ცოტა გართულდება. ამას მოახერხებს ის, ვინც თავის გაკონტროლებას შეძლებს. არაფორმალურ გარემოში ურთიერთობებისთვის ხელსაყრელია დღის მეორე ნახევარი.

ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ>>

ვერძი: დაძაბული და მშფოთვარე დღეა, რომელიც ახალ საქმეებსა და ამოცანებს მოიტანს. არ მოიწყენთ და ეს ბევრ თქვენგანს მოეწონება. წარმატების მიღწევა შესაძლებელია იქ, სადაც ფანტაზიის უნარია საჭირო. ზოგიერთი საინტერესო საქმიან წინადადებას მიიღებს, ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.

ჩიტი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები

კურო: მსუბუქი და ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ. მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, საინტერესო წინადადებები. ზოგიერთ თქვენგანს სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება. ბევრს მოსწონს თქვენ ოპტიმისტური განწყობა. გულწრფელობა გეხმარებათ ჰარმონიულ ურთიერთობებში მათთანაც კი, ვისაც თავდაპირველად თქვენთან კონტაქტი არ უნდა.

ტყუპი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. ბევრი წამოწყება იღბლიანი იქნება. სამწუხაროდ, ზოგიერთ თქვენგანს არ ჰყოფნის მოთმინება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ამიტომ უკან იხევს. ეს შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. დღეს სიმტკიცე და შეუპოვრობა გმართებთ, რადგან ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. საღამოს გაგახარებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ოჯახური შეკრება.

კირჩხიბი: თუ მოკავშირეები და თანამოაზრეები დაგჭირდებათ, მათ ადვილად იპოვით. კარგი დღეა იმისთვის, რომ სხვებს თქვენი იდეები და გეგმები გაუზიაროთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე, ძირითადად სამუშაოსთან ან ბიზნესთან დაკავშირებით. ზოგიერთი საქმიან წინადადებას მიიღებს, რომელიც ძალიან დააინტერესებს. შესაძლებელია თანხის მიღება. შეგიძლიათ საყიდოლებზე წასვლა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2018
რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში

ლომი: დღე ხელსაყრელად და საინტერესოდ დაიწყება. შესაფერისი დროა ახალი საქმეების დასაწყებად – მალე მიაღწევთ პირველ წარმატებებს. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას, რითიც პასუხი გაეცემა კითხვას, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაშფოთებდათ. დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. ეს კარგი დროა ძველ თუ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის, რომანტიკული შეხვედრისთვის.

ქალწული: დღის დასაწყისში შესაძლებელია გარკვეული დაძაბული მომენტები, დაბრკოლებები საქმეებში, უსიამოვნო სიურპრიზები. მაგრტამ ნერვიულობა არ ღირს, რადგან სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ და მალე დადგება შესაფგერისი დრო ახალი წამოწყებებისთვის, თქვენი გეგმების განხილვისთვის ძველ ნაცნობებთან. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, კარგი სიახლეების გაგება ახლობელ ადამიანებზე.

სასწორი: არცთუ ნაყოფიერი დღეა, მაგრამ ის ბევრ სასიამოვნო, პოზიტიურ ემოციას გპირდებათ. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, კარგი ახალი ამბები, რომლებიც საინტერესო იდეებს გაგიჩენთ. რთულ საქმეებთან შეჭიდება არ იჩქაროთ, ჯერ ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ, რათა ძალა უქმად არ დახარჯოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საოჯახო საქმეებისთვის, ნათესავებთან ურთიერთობებისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2018
ზოდიაქოს ნიშნები – გამარჯვების სიმბოლოები

მორიელი: მსუბუქი და საინტერესო დღე გელოდებათ. ის ბევრ თქვენგანს გაუჩენს პერსპექტივებს. წარმატების შანსს, დიდი ალბათობით, ხელიდან არ გაუშვებთ. არ არის გამორიცხული უჩვეულო შეხვედრები, გაცნობა ადამიანებისა, რომლებიც სულ არ ჰგვანან თქვენს ნაცნობებს. გექნებათ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შანსი, შეძლებთ პასუხების გაცემას თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

მშვილდოსანი: მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არცთუ შესაფერისი დროა. ჩვეულებრივზე მეტად გეფანტებათ ყურადღება, ღრუბლებში დაცურავთ, ილუზიებში იძირებით იმის ნაცვლად, რომ ვითარება რეალურად შეაფასოთ. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს, ხანდახან სწორედ მათი დამსახურებით თავს აარიდებთ მძიმე შეცდომებს. ფულთან და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.

თხის რქა: ეცადეთ არ ინერვიულოთ წვრილმანებზე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებთ თუ არა სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას, თავის გაკონტროლებას. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საუბარი დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. ამ დროს უფრო კარგად გაუგებთ ადამიანებს, მიხვდებით მათ სურვილებს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები და კარგი სიახლეები გელოდებათ.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2018
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

მერწყული: მოვლენებით გადატვირთული და საკმაოდ დამღლელი დღე გელოდებათ. მნიშვნელოვან საქმეებზე ყურადღების გამახვილება ყოველთვის არ გამოგივათ, ხშირად გიწევთ წვრილმანებით დაკავება. მოსალოდნელია შეცდომების დაშვება. ყურადღებას ხშირად გაფანტინებენ გარშემომყოფები. არ იჩქაროთ, აკონტროლეთ თავი. ჩვეულ საქმეებზეც კი დღეს შეიძლება უფრო მეტი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს გაუმკლავდებით.

თევზები: ეცადეთ, ყველას მიმართ მეგობრულად იყოთ განწყობილი. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ არ აჰყვებით პროვოკაციებს და მოვლენებს იუმორით შეხედავთ, ბევრუსიამოვნო მომენტს აარიდებთ თავს. შესაძლოა, რაღაც უჩვეულო იდეები გაგიჩნდეთ, რომელიც გარშემომყოფებმა მაშინვე შეიძლება ვერ დააფასონ, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში გამოსწორდება. ოჯახში რაღაც სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0