05:46 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
368 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 23 აპრილია, პარასკევი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

სპონტანურობითა და არაპროგნოზირებულობით გამორჩეული დღეა. თუ რამე საქმეები გაქვთ დაგეგმილი, წინასწარ მოემზადეთ, რომ შეიძლება ყველაფერი სულ სხვანაირად განვითარდეს. სიტუაცია არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს დღის განმავლობაში. ამიტომ ამ დღის დაგეგმვას არანაირი აზრი არა აქვს. განსაკუთრებული სიფრთხილე კი საჭიროა გარშემომყოფებთან ურთიერთობებში, რადგან მაღალია პროვოცირებებისა და ემოციური აფეთქებების რისკი. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ დღის სავსე ემოციებს შემოქმედებასა და სიყვარულში დახარჯავთ.

ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ვერძი: შესაძლოა, დღეს თქვენთვის საერთოდ უჩვეულო საქმეების კეთება მოგიწიოთ. არაა გამორიცხული, დადგეს ახალი სამუშაოს შესრულების აუცილებლობა და ამის მიზეზი ორომტრიალი და გეგმების ჩაშლა იქნება. ასეა თუ ისე, დღეს თქვენი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ არსებული საკითხების გადაჭრა და გზადაგზა იმპროვიზირება მოგიწევთ. ეს თქვენ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს და შესაძლოა, სახალისო განწყობაზეც დადგეთ.

კურო: ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ კარიერაზე იფიქროთ და ასევე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგათ. თუ უკვე გაქვთ წინსვლის გეგმა შემუშავებული, შეგიძლიათ, დაიწყოთ მოქმედება. თუ გეგმა არაა, მისი დაწყობა საღამოს, სამუშაოს მერე დაიწყეთ, დღის საათებში კი სამსახურში მოვლენების განვითარებას მიადევნეთ თვალი, რადგან შესაძლოა გაგიჩნდეთ შანსი, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ.

ტყუპი: დღეს, შესაძლოა, ურიგო არ იყოს ერთი ნაბიჯით უკან დახევა იმისთვის, რომ შემდეგ წინსვლა განაგრძოთ. დაე, გარედან ჩანდეს, რომ დანებდით, დათმეთ, მაგრამ ხანდახან ჯობია დროებით უკანდახევა, ვიდრე წლობით დახურულ კარზე კაკუნი. ამას გაქცევასთან საერთო არაფერი ექნება, ეს უფრო დროებით შესვენებას წააგავს ომში, რომლის შედეგი არავინ იცის. ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა გექნებათ, რომ კონტრშეტევაზე გადახვიდეთ და წინ გაიჭრათ.

კირჩხიბი: დღეს ინფორმაციული კოლაფსი გელოდებათ. ყველანაირი შანსია იმისა, რომ რაღაც საკითხში სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაციებს შეეჯახოთ. შესაძლოა, თქვენ წინაშე რამდენიმე დაპირისპირებული და ჩახლართული ამოცანა დადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ თავად და გზადაგზა გაერკვეთ საქმეებში. თუ ამას მოახერხებთ, გარშემომყოფების თვალში დამატებით ქულებს მოიპოვებთ.

ლომი: დღეს, შესაძლოა, ძალზე მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა მაშინვე დათანხმება არ ივარგებს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამაში შეიძლება რაღაც ცუდი იმალებოდეს – შეგიტყუონ, დაგპირდნენ საოცარ შედეგებს, სინამდვილეში კი რაღაც თაღლითური სქემა იყოს. დღეს არ უნდა იყოთ მიმნდობი, გაათმაგებული ყურადღება გმართებთ და უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.

ქალწული: დღის განმავლობაში გეგმები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ეს, სავარაუდოდ, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამაში ბრალი თქვენც მიგიძღვოდეთ. ასეა თუ ისე, მოგიწევთ ცვალებადი ვითარებისთვის ფეხის აწყობა. თუ ამას მოახერხებთ, შეძლებთ ნებისმიერი ცვლილების თქვენ სასიკეთოდ შემობრუნებას. მთავარია, მოულოდნელობებისგან არ გაშეშდეთ და იმოქმედოთ.

სასწორი: დღეს სიზარმაცის „შემოტევა“ გექნებათ. ყველაზე მარტივი საქმეების გაკეთებაც კი დაგეზარებათ. აჯობებს, თუ სიტუაციას ისეთს მიიღებთ, როგორიც არის: თქვენს ორგანიზმსა და ტვინს დასვენება ესაჭიროება და ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს. დაისვენეთ და მომდევნო დღეს, აპათიაგადალახული, საქმეს უკვე გაათმაგებული ძალითა და ენერგიით შეუდგებით.

მორიელი: თუ იგრძნობთ, რომ გარისკვაა აუცილებელია, შეგიძლიათ გარისკოთ. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს რისკი კარგად გათვლილი და მოფიქრებული უნდა იყოს. იღბალი იმის გვერდით დადგება, ვინც ბოროტად არ ისარგებლებს ბედის საჩუქრით და თავს დაიზღვევს. დღევანდელი დღის წარმატების ფორმულა ასეთია – ბედს მიენდეთ, მაგრამ ხელი თქვენც გაანძრიეთ.

მშვილდოსანი: ეს დრე უზარმაზარ პოტენციალს გჩუქნით. ენერგიულობის, კომუნიკაბელურობისა და შემტევი განწყობის წყალობით პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევის ყველანაირი შანსი გაქვთ. მთავარია, „ჯანზე მოსულებმა“ არ „იწრიალოთ“ და ყველა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ. თქვენი წარმატების გასაღები ძალზე მარტივია – ესაა უნარი, რომ ათობით საქმიდან ყველაზე პერსპექტიული შეარჩიოთ, მიიყვანოთ ის ბოლომდე და დანარჩენს ყურადღება არ მიაქციოთ.

თხის რქა: დღეს იმ თხის რქების დღეა, ვისაც რისკი და ჯანსაღი ავანტიურა უყვარს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს, თუმცა ვერანაირი თეორია ვერ გათვლის ყველა ფაქტორს, ხოლო მოქმედება ოდესმე საჭიროა. ასტროლოგები გარისკვას ურჩევენ მათ, ვისაც ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს და მოქმედება უკვე დროის საკითხია. დანარჩენებისთვის ეს დღე უბრალოდ, გარკვეული მოულოდნელობებით იქნება გამორჩეული.

მერწყული: თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დგება. სულ მალე თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები და ახალი გზები გაიხსნება. მაგრამ ეს ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამისკენ ისწრაფვით, მზად ხართ რისკისთვის და ხელებჩამოშვებული ყოფნას არ აპირებთ. ასეთ შემთხვევაში უნდა იფიქროთ ისეთ გლობალურ ნაბიჯებზე, როგორიცაა ახალი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტს.

თევზები: დღეს არის შანსი, რომ მოულოდნელად ბედნიერი შესაძლებლობა გაჩნდეს, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ამის წყალობით თქვენი გეგმების განხორციელებას შეძლებთ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს ბედნიერი შანსი „ფეხების ბრაგუნითა და ზარის დარეკვით“ არ მოგადგებათ კარზე – ყურადღებით უნდა იყოთ ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ, რათა ის მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ამით თქვენი დიდი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მთავარი თემები