გრძელი თმა - მეექვსე გრძნობის წყარო: გასაჯაროებული სამხედრო დოკუმენტაცია

© photo: Pixabay / TomaszProszekინდიელი მშვილდ-ისრით
ინდიელი მშვილდ-ისრით - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
სამხედრო მიზნებით დაქირავებულმა ინდიელმა მზვერავებმა თმის შეჭრის შემდეგ მეექვსე გრძნობა და ინტუიცია დაკარგეს, ისინი ვეღარ „გრძნობდნენ“ მტერს, რაც ადრე საერთოდ არ უჭირდათ

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თმები — ეს ნერვული სისტემის გაგრძელებაა და ის შეიძლება გარეგან ნერვებად, მაღალგანვითარებულ „ანტენებადაც“ კი განვიხილოთ, რომელიც უზარმაზარ და უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდის ტვინს, ლიმბიკურ სისტემასა და ასევე ნეოკორტექსს, წერს გამოცემა Enlightened Consciousness-ი სტატიაში, რომელშიც კლინიკა VA Medical Hospital-ის ლიცენზირებული ფსიქოლოგის ისტორიაა მოთხრობილი.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2020
თმის ფერი სიცოცხლის ხანგრძლივობას განაპირობებს: მეცნიერული კვლევა

როგორც ირკვევა, ფსიქოლოგი ვიეტნამის ომის მონაწილე ვეტერანებთან მუშაობდა, რომლებსაც პოსტტრავმატული აშლილობა ჰქონდათ. ერთ დღეს კლინიკას მისთვის გადაუცია დოკუმენტაცია, რომლის წაკითხვის შემდეგაც კონსერვატული შეხედულებების ექიმს რადიკალურად შეუცვლია გარეგნობა და უარი უთქვამს არა მხოლოდ თმის, არამედ წვერის გაკრეჭვაზეც. სამედიცინო ცენტრს არაფერი ჰქონია საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, კლინიკის სხვა ექიმებისთვისაც მიუცია უფლება, ეტარებინათ გრძელი თმა-წვერი.

რა დოკუმენტებზეა საუბარი?

ეს იყო აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული უსერიოზულესი კვლევა, რომელსაც საფუძვლად ვიეტნამის ომის დროს მომხდარი საინტერესო შემთხვევა დაედო საფუძვლად.

როგორც ირკვევა, აშშ-ის სამხედრო უწყებას ქვეყნის მასშტაბით რეკრუტერები დაუგზავნია, რომლებსაც ნიჭიერი მზვერავ-კვალმაძიებლები უნდა მოეძებნათ ამერიკელ ინდიელებს შორის. მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო — კვალმაძიებლებს ლამის ზებუნებრივი უნარები უნდა ჰქონოდათ.

რეკრუტერებმა მართლაც შეძლეს რამდენიმე შესაფერისი ადამიანის მოძებნა, რომლებთანაც სასწრაფოდ გააფორმეს საჭირო ხელშეკრულებები და სამსახურში ჩარიცხეს.

თმის ღებვა სილამაზის სალონში  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2019
თმის მდგრადი საღებავები ძუძუს კიბოს რისკს ზრდის: მეცნიერული კვლევა

და აქ მოხდა უცნაური და აუხსნელი რამ: ყველა მზვერავ-კვალმაძიებელმა, როგორც კი ისინი სამხედრო სამსახურში მიიღეს, პირწმინდად დაკარგა ყველა ის უნარი, რომლის გამოც დაიქირავეს და რომელიც უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის უნდა ეჩვენებინათ. შესაბამისად უწყებამ გადაწყვიტა, დაექირავებინა სპეციალისტები, რომლებიც მომხდარს რაიმე ახსნას მოუძებნიდნენ.

და მართლაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაფერში „დამნაშავე“ იყო თმა, რომელიც სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისთანავე მოკლედ შეკრიჭეს ინდიელ მზვერავებს.

დაქირავებულები გამოტყდნენ, რომ თმის შეჭრის შემდეგ მეექვსე გრძნობა და ინტუიცია დაუქვეითდათ და ვეღარ „გრძნობდნენ“ მტერს, ვეღარ „კითხულობდნენ“ უფაქიზეს ექსტრასენსორულ ინფორმაციას, რაც ადრე საერთოდ არ უჭირდათ.

ამის შემდეგ ტესტირების ინსტიტუტმა ახალი ინდიელები მოიძია და არცერთ მათგანს აღარ შეჭრეს თმა. მეცნიერებმა ახალი ჯგუფი ძალიან ბევრ სფეროში გამოცადა, მაგალითად, მტრის „შეგრძნობის“ კუთხით.

CC0 / Tom Cool / ინდიელი კვალმაძიებელი
გრძელი თმა - მეექვსე გრძნობის წყარო: გასაჯაროებული სამხედრო დოკუმენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
ინდიელი კვალმაძიებელი

ერთ-ერთი სტანდარტიზირებული ტესტი და მისი შედეგი ასე გამოიყურებოდა: რეკრუტ ინდიელებს — მოკლე და გრძელთმიანებს, რომლებსაც ტყეში ეძინათ, უცნობი მხრიდან და უცნობ დროს უახლოვდებოდა „მტერი“. გრძელთმიანი მზვერავები ყველა ჯერზე ძილშივე გრძნობდნენ მოახლოებულ საფრთხეს და ადგილს მტრის მოახლოებამდე ბევრად ადრე ტოვებდნენ.

გარდა ამისა, მკვლევარებმა ერთ-ერთ გრძელთმიან რეკრუტზე ჩატარებული ტესტის საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ ის ინტუიციურად გრძნობდა, როდის დაიწყებდა მოწინააღმდეგე შეტევას და შესაბამისად, წარმატებით იგერიებდა მას. მაგრამ თმების შეჭრის შემდეგ ინდიელმა იგივე ტესტი და სხვა ბევრიც ჩააფლავა, რომლებსაც მანამდე შესანიშნავად გადიოდა.

შესაბამისად, დარგის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სხეულის ყველა ნაწილს, მათ შორის, თმებს, თავისი „მისია“ აქვს და როცა ადამიანს უწყდება კავშირი რომელიმე მათგანთან, ის კარგავს ამ ნაწილით მინიჭებულ ძალას.

ყველა ახალი ამბავი
0