დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აპრილი

© AP Photo / Jae C. Hongაყვავებული ხე
აყვავებული ხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 10 აპრილია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

მთელი დღე ადამიანებს სხვის საქმეებში ჩარევის სურვილი არ მოასვენებს. მეგობრული რჩევის მიცემა, არასწორ საქციელზე მითითება, საკუთარი აზრის თავს მოხვევა – ასეთი რაღაცები დღეს თითქოს მიღებული წესი გახდება. ყველა მიიჩნევს, რომ მან უკეთესად იცის, ვიდრე სხვამ. და რადგანათ მოსაზრებების თანხვედრის შანსი ძალიან მცირეა, მოსალოდნელია ცხარე კამათი, კონფლიქტები. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ დიპლომატიის ენა.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“>>

ვერძი: დღეს თქვენს ცხოვრებაში სამ რამეს არა აქვს ადგილი: სიტყვას „იქნებ“, ინტუიციასა და ბრმა იღბალს – მათ შეიძლება მწარედ დაგაღალატონ. არ უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ „ბედნიერი შემთხვევის“ წყალობით რაღაც კარგი მოხდება. თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, ყველა ნაბიჯი, მოქმედება, სიტყვა ლოგიკურად უნდა აწონ–დაწონოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო გაუგებრობებია მოსალოდნელი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2018
ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

კურო: თქვენში ემოციები მომძლავრდება, მაგრამ, ამავე დროს, ისინი წონასწორობაში იქნება. ასეთი მდგომარეობა დაგეხმარებათ, რომ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ჩაწვდეთ. გარშემომყოფების განწყობა, მათი საქციელის მოტივები და ზოგიერთ შემთხვევაში აზრებიც კი თქვენთვის განსაკუთრებული საიდუმლო არ იქნება. შესაძლოა, გარკვეულწილად ტელეპატიის ნიჭიც კი იგრძნოთ. გამოიყენეთ ეს ვითარება იმისთვის, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციის არსს ჩაწვდეთ.

ტყუპი: არ ღირს გარშემომყოფების ნდობა – ნებსით თუ უნებლიეთ, მათ შეიძლება დაგაღალატონ. ეს განსაკუთრებით უცნობ და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ეხება. თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება დაინახოთ, რომ ვიღაც შეგნებულად გვნებთ, ავრცელებს ჭორებს ან ინტრიგებს ხლართავს თქვენ წინააღმდეგ. არც ისაა გამორიცხული, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა შეურაცხყოფა მოგაყენოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასეთი შემთხვევები რომ აიცილოთ თავიდან, დღეს თქვენი წარმატების გასაღები ფხიზლად ყოფნა და ყურადღებიანობაა.

კირჩხიბი: დღეს შეიძლება ძალზე მომთხოვნი იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. გაქვთ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი; გეგმიდან ნებისმიერი გადახვევა, შესაძლოა, პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ასეთი განწყობა ირგვლივ მყოფ ადამიანებზე აისახება საყვედურებსა და შენიშვნებში, მაგრამ ასევე უსაყვედურებთ საკუთარ თავსაც, როდესაც რამე საკითხის წინაშე უძლურად იგრძნობთ თავს. გაიაზრეთ, რომ ყველაფერი თქვეზე არაა დამოკიდებული – ასე ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2018
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მხარდაჭერა მიიღოთ. ეს, პირველ რიგში, სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება – თუ აპირებთ რომანტიკულ ნაცნობობას, გრძნობების გამჟღავნებას ან ერთობლივი ცხოვრების გეგმებზე საუბარს, ამაზე უკეთეს დროს ვერ ნახავთ. ასევე კარგი დღეა შეთანხმებების დადების, ახალი ნაცნობობისა და საქმიანი კონტაქტებისთვის. მეგობრული, კოლეგიალური თუ სასიყვარულო თანამშრომლობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

ქალწული: წარმატების მიღწევის გარანტი დღეს სიფრთხილეა, რადგან შეიქმნება უამრავი დაძაბული მომენტი, როდესაც კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მოსალოდნელია უთანხმოებები და ურთიერთობების გარჩევები საყვარელ ადამიანთან, კამათი კოლეგებთან სადავო საკითხებზე. თუ გინდათ, რომ დღემ მშვიდად ჩაიაროს, სჯობს, ჩუმად და წყნარად აკეთოთ თქვენი საქმე. პროვოკაციებს არ აჰყვებით, თუ მოთმინების უზარმაზარ რეზერვს მოიმარაგებთ.

სასწორი: დღეს ბედი თქვენი სიმტკიცის გამოცდას მოაწყობს, მაგრამ გაქვთ ძალა, რომ ამას დაუპირისპირდეთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, კამათში მონაწილეობა და, შესაძლოა, გარშემომყოფების თავდასხმის მოგერიებაც. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, თავი შეიკავოთ, მშვიდად მოიძიოთ საჭირო არგუმენტები და წარუდგინოთ მოპაექრე მხარეს. თუ ემოციებს არ აჰყვებით, ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებთ გამოსვლას.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2018
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: სასიამოვნო სიახლეების, მოვლენების, სიურპრიზების დღეა, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ შეიძლება ეს ღირსეულად ვერ დააფასოთ, არაა გამორიცხული, რომ პირიქით, აპათია დაგეუფლოთ და უკმაყოფილება გამოთქვათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ბოლო დროს ბევრი მოვლენა მოხდა და ემოციები დაგიგროვდათ, ან, იქნებ, უბრალოდ, დაიღალეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოფხიზლდეთ და კარგ სიახლეებს, რაც ბედმა დღეს მოგიმზადათ, სათანადოდ დახვდეთ.

მშვილდოსანი: დღეს თქვენში საოცარი ორგანიზატორული ნიჭი გაიღვიძებს. შესაძლოა, მოგიწიოთ, მაგალითად, განყოფილების მართვა, ღონისძიების ან ახალი პროექტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. სახლში კი მოიფიქრებთ, როგორ არ მოიწყინოს არავინ ირგვლივ. და თქვენ წარმოდგენაში ეს გამოიხატება, მაგალითად, სახლის საფუძვლიან დალაგებაში ოჯახის წევრების ძალებით, ან წვეულებაში მეგობრებისთვის, ოჯახთან ერთად რამე ღონისძიებაზე წასვლაში...

თხის რქა: დღეს არც კი ეცადოთ გეგმების განხორციელებას, განსაკუთრებით იმ პუნქტების, რომლებზეც ბევრი რამაა მომავალში დამოკიდებული. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ დღევანდელი წამოწყებები შუა გზაზე შეიძლება გაჩერდეს ან საერთოდ ჩაიშალოს. ამასთან, ნებისმიერი წამოწყება უამრავ საზრუნავს გაგიჩენთ. ამიტომ სჯობს, თუნდაც ერთი დღე მოიცადოთ და უფრო ხელსაყრელ დღეს იმოქმედოთ.

თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

მერწყული: გაქვთ შანსი, რომ რომელიმე ადრე შექმნილი პრობლემა გამოასწოროთ. ასევე შესაძლებელია, რომ რამე მოულოდნელ მოვლენას სწორი მიმართულება მისცეთ და საჭირო კალაპოტში მოაქციოთ. თუნდაც ვითარება თქვენთვის არახელსაყრელი მიმართულებით განვითარდეს, გწამდეთ, რომ ამაში თქვენთვის პლუსებისა და მინუსების მოძებნას შეძლებთ. როგორც იცით, პესიმისტი თითოეულ შესაძლებლობაში საფრთხეს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი თითოეულ საფრთხეში – შესაძლებლობას.

თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს თქვენს ფინანსებს მიხედოთ. ხართ ყურადღებიანი, გამძაფრებულია ლოგიკური აზროვნება, რისი წყალობითაც ადვილად შეძლებთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვას ან გათვლებში შეცდომების პოვნას. ამავე დროს, ანალიტიკური უნარები დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რაში სჯობს ფულის ჩადება, როგორ გაზარდოთ კაპიტალი. უნდა გამოიყენოთ დღევანდელი შანსი იმისა, რომ ფულთან დაკავშირებული თქვენი მოქმედებები (გარდა სარისკო და დაუფიქრებელი ქმედებებისა) წარმატებული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0