12:32 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
202 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 აპრილია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. იდეალური დროა იმისთვის, რომ დაასრულოთ გარკვეული ეტაპი თქვენს საქმიანობაში და შეაჯამოთ გაწეული შრომა. ასევე კარგი დღეა საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმისთვის პირად ცხოვრებაში, როგორიცაა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება განშორების შესახებ ან პირიქით, სიყვარულის აღიარება, ხელისა და გულის შეთავაზება საყვარელი ადამიანისთვის.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

ვერძი: კაშკაშა ემოციების დღე გელოდებათ. ცოცხალი წარმოსახვის უნარის წყალობით შეგიძლიათ თავი წარმოაჩინოთ შემოქმედებით საქმიანობაში. თუმცა მთავარი ისაა, თუ რას გიმზადებენ ვარსკვლავები – ესაა გრძნობების სპონტანურობა, ვნებათა მთელი ორომტრიალი. მისი საბაბი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ: ღიმილი, პაემანზე მიპატიჟება, საკუთარი ფანტაზიების, ვინმეს მინიშნება... დღე სხვადასხვა ემოციებით იქნება სავსე, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.

კურო: დღეს რომელიმე საკითხი გამარჯვების დიდი შანსი გაქვთ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, ან პაექრობისას ჩვენება იმისა, რომ მეტოქეზე მაღლა დგახართ და კონკურენტების უკან ჩამოტოვება. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ განიმტკიცოთ მოპოვებული პოზიციები და წინ წაიწიოთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველ მიზანს და კარიერას მიხედოთ.

ტყუპი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ და ისინი ხელიდან რომ არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებაა საჭირო. დიდი ალბათობით, თქვენგან მოქნილი და არასტანდარტული სვლები იქნება საჭირო და ამისთვის აუცილებელი თვისებები გაქვთ: ხართ კომუნიკაბელური, სწრაფი რეაქციის უნარით და ავანტიურული ელემენტებით. ეს ყველაფერი გარშემომყოფების სიმპათიის მოპოვებაში და ნებისმიერი სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი: ეს ის დღეა, როდესაც ცხოვრებაში ნებისმიერი, ყველაზე გრანდიოზული გეგმის განხორციელებაც კი შეგიძლიათ. წარმატება გელოდებათ ამბიციურ წამოწყებებში. თუ სამსახურშიცა და სასიყვარულო ასპარეზზეც გლობალურ საქმეს წამოიწყებთ, არ ინანებთ, თქვენი გეგმები დროთა განმავლობაში ასრულდება და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს, რომ დღე რაღაც წვრილმანებს დაუთმოთ. იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ!

ლომი: დღეს რაღაც საკითხში არჩევნის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი არც კი მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, თუმცა ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ დღეს არ უნდა ენდოთ წამიერ ემოციებს, გარშემომყოფების რჩევებს და მით უმეტეს, მარჩიელობასა და იღბალზე მინდობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებთ, თუ საკითხს დაფიქრებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით.

ქალწული: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი: ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს ცხადად ხედავთ, მისკენ ისრაფვით. ამის გამო მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ისე ირგვლივ მყოფების მიმართ. და არც იქნება გასაკვირი, თუ მთელი დღე იბუზღუნებთ, ყველას გააკრიტიკებთ. თქვენ გსურთ, რომ საქმე კარგად შესრულდეს, მაგრამ გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ მათზე მბრძანებლობთ. მიუხედავად ამისა, დღეს მართლა შესაძლებელია ბევრი რამის მიღწევა, თუმცა – არა ადამიანებთან დამოკიდებულებაში.

სასწორი: დღეს საოცრად ისწრაფვით დამოუკიდებლობისკენ. გარშემომყოფების მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად შეგაწუხებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და იმაში, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ საქმიანობის თვალსაზრისით გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, არაა გამორიცხული, რომ ეს ჩხუბის მიზეზი გახდეს. თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობა უნდა, საკმარისია, ამის თაობაზე გთხოვოთ – ნამდვილად არ იტყვის უარს, რომ ბრძენი მასწავლებლის როლი მოირგოთ.

მორიელი: გარშემომყოფებისთვის მხოლოდ შესაშური იქნება თქვენი თვისებები – აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არცაა გასაკვირი, თუ ასეთი ძალებით ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც შეეჭიდებით – როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებს. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოთ დღეს ხელი, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი მოჭარბებული თავდაჯერებულობით.

მშვილდოსანი: არ არის გამორიცხული, რომ დღეს მოულოდნელ სირთულეებს გადააწყდეთ, მაგრამ კარგი ისაა, რომ ამ სირთულეებთან ბრძოლას თქვენი ძალებითა და ენერგიულობით თავისუფლად შეძლებთ. ხართ ნებისყოფიანი, კომუნიკაბელური, შეგიძლიათ სხვების დარწმუნება საკუთარ მოსაზრებებში. ამის წყალობით ნებისმიერი ვითარების თქვენ სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. ნებისმიერი სიტუაციის უკან ხო ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, მათთან შეთანხმებას კი დღეს უპრობლემოდ შეძლებთ.

თხის რქა: დღეს თქვენთვის მხოლოდ ის იქნება მისაღები, რაც მშრალ ფაქტებსა და ციფრებს ეფუძნება, ხოლო დანარჩენი, რომლის დასაბუთებაც ლოგიკაზე არ შეიძლება – მიუღებელი. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ, რომ ენდოთ ისეთ არასანდო რამეს, როგორიცაა ინტუიცია; სამაგიეროთ ზუსტი გათვლები და ფაქტების ანალიზი უმაღლეს დონეზე გამოგივათ. არ ინანებთ, თუ ამ დღეს ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს დაუთმობთ.

მერწყული: დღეს საკუთარი ძალების რწმენა, შესაძლოა, ზედმეტ თავდაჯერებულობაში გადაიზარდოს და ამან კი საქმეებს ავნოს. სხვაგვარად გაჭირდება ალბათ იმის ახსნა, რომ შეგიძლიათ სხვების დახმარებაზე უარის თქმა, რჩევების იგნორირება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ არ შეუცდომელია.

თევზები: შესაძლოა, დღეს ძალაგამოფიტულად იგრძნოთ თავი, გაგიჭირდეთ სულ მარტივი საქმის გაკეთებაც კი. დიდი სიამოვნებით გადადებთ სამომავლოდ ყველაფერს, რისი გადადებაც შეიძლება. თუ საქმე თქვენს დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა, უფრო მეტი ქაოსი შეიტანოთ მასში. ამის ბრალი არა იმდენად თქვენი უღონობა, არამედ პესიმისტური განწყობა იქნება. საკმარისია, ეს განწყობა მოიშოროთ თავიდან, რომ მაშინვე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

მთავარი თემები