დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აპრილი

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 3 აპრილია, შაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს არ ენდოთ, თუ მოვლენები აუჩქარებლად განვითარდება – სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება 180 გრადუსით შეიცვალოს; გრძნობებმა მოულოდნელად იფეთქოს და სრულიად გაურკვეველი მიმართულებით წაგიყვანოთ. დღევანდელ ცვლილებებს საბედისწერო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ შედეგის გათვლას ნუ ეცდებით – მაინც არაფერი გამოგივათ. თუ არ გიყვართ მოულოდნელობები, მაშინ სჯობს, სახლიდან არ გახვიდეთ, და თუ გახვალთ, ბედსა და ინტუიციას მიენდეთ.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

ვერძი: დღეს წინა პლანზე ლიდერისა და ორგანიზატორის ნიჭი წამოიწევს. გარშემომყოფები თქვენკენ გადმოდგამენ ნაბიჯს, თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, მათ წინ წაუძღვეთ და მოტივაცია არ მოაკლოთ. ოჯახში და მეგობრების წრეში შეგიძლიათ პიკნიკის ან წვეულების მოწყობა, სამუშაოსა და კარიერასთან დაკავშირებულ სფეროებში კი თავის გამოჩენა და კოლეგებისა და ხელმძღვანელობისთვის ორგანიზატორული ნიჭის ჩვენება. კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2017
ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე

კურო: მოულოდნელობებისა და აღმოჩენების დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოვლენებმა გაიძულოთ აზრის შეცვლა რამე საკითხთან დაკავშირებით, ან ირგვლივ მყოფთაგან ვინმემ თქვენი გაოცება შეძლოს. ასევე არაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელზეც უკვე გაქვთ თქვენი შთაბეჭდილება შექმნილი, სულ სხვა ამპლუაში წარდგეს თქვენ წინაშე. ან, სულაც, თვითონ შეიძლება გააკეთოთ ისეთი რამ, რაც საერთოდ არ გჩვევიათ და ყველას გაკვირვება გამოიწვიოთ.

ტყუპი: დღეს თქვენს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ან სიახლეები შეიძლება შემოიჭრას, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს სიახლეები ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს: მოგზაურობას, შეხვედრას, ნაცნობობას, მოულოდნელად გაჩენილ გრძნობას, ახალი სამუშაოს შემოთავაზებას... ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არასასურველია მოვლენების თავის დინებაზე გაშვება. ნებისმიერ საკითხში კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რადგან მოვლენამ შეიძლება თქვენი ცხოვრება ძირეულად შეცვალოს, შეხვედრა საბედისწერო იყოს, ხოლო გრძნობა მთელი ცხოვრება გაგყვეთ.

კირჩხიბი: დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, იხელმძღვანელებთ არა ლოგიკით, არამედ ინტუიციით: ლოგიკა არ მოგცემთ საშუალებას, ზუსტად გაიგოთ, რისი გაკეთებაა საჭირო, ხოლო ინტუიცია დღეს ძალიან მაღალ დონეზე იქნება. ამის წყალობით მინიშნებებს ქვეცნობიერი გიკარნახებთ – დააკვირდით სიზმარს ღამით, ხოლო დღისით გულისკარნახს მოუსმინეთ. დღეს არ შეიძლება ინტუიციის იგნორირება – ის გიკარნახებთ, როდის და როგორ უნდა იმოქმედოთ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: დღეს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში დაძაბულობაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ამ ადამიანზე რამე მოულოდნელი ფაქტი შეიტყოთ, ან მასში უარყოფითი თვისება დაინახოთ. ან, იქნებ, ძალზე მომთხოვნი ხართ გვერდით მყოფების მიმართ? ხოლო სადავო საკითხებში დათმობის არანაირი სურვილი არ გაქვთ? კარგად დაფიქრდით, იქნებ არ ღირს ბუზის სპილოდ გადაქცევა? რა თქმა უნდა გაღიზიანება და მრისხანება უმიზეზოდ არასდროს ხდება, მაგრამ ეს მიზეზი ხანდახან არცთუ დამაჯერებელია.

ქალწული: ასტროლოგები გირჩევენ, დღე ისე ადგილას გაატაროთ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, მხიარულებაა. სად წახვალთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული – საითაც გული გაგიწევთ, მთავარია, რომ ორომტრიალში ჩაერთოთ, ადამიანებთან ურთიერთობები გქონდეთ. გაქვთ შანსი, თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა სრულიად მომგებიანი სახით წარმოჩინდება და შეგიძლიათ გააბათ საინტერესო და პერსპექტიული ნაცნობობა.

სასწორი: დღეს განწყობილი ხართ იმისთვის, რომ სიცოცხლით დატკბეთ, არავის არაფერი უმტკიცოთ, არსად იჩქაროთ. პირიქით, ყველა საქმეს აუჩქარებლად მოეკიდებით და თუ შესაძლებლობაა, გადადებთ კიდეც. ასტროლოგები გირჩევენ, ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ, წინა პლანზე გადმოწიოთ „მე“, მოაწყოთ მეგობრული ან ოჯახური თავყრილობა, ან სადმე წვეულებაზე წახვიდეთ. დატკბით ცხოვრებით, იმხიარულეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2018
როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში

მორიელი: დღეს საქმიანობაში არცთუ საუკეთესო განწყობა გექნებათ იქამდეც კი, რომ არაფრის გაკეთების სურვილი მოგეძალებათ. მაგრამ ასტროლოგები ამბობენ, რომ თუ აპათიას გადალახავთ, არ ინანებთ. დღე წარმოგიდგენთ საინტერესო შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ მთლიანად აჰყვებით სამუშაო რიტმს. არაა გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობები ინფორმაციებს უკავშირდებოდეს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ: მთავარი  რჩევაა – სმენა გაამახვილეთ, მაგრამ პირი დამუწეთ.

მშვილდოსანი: ფინანსურ საქმეებში წინსვლა გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ დღის განმავლობაში საინტერესო წინადადება მიიღოთ, ან რომელიმე ნაცნობმა ვალი დაგიბრუნოთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ თქვენთვის ხელფასის მომატება გადაწყვიტოს, ან თვითონ მოგივიდეთ მშვენიერი იდეა, როგორ გამდიდრდეთ. ასეა თუ ისე, დღეს ყურადღებით უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან, თუნდაც ერთი შეხედვით ის უცნაურად მოგეჩვენოთ.

თხის რქა: დღეს თქვენი მთავარი თვისება შეიძლება სპონტანურობა გახდეს – განწყობას სტაბილურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ერთი მხრივ, შესაძლოა, ინერვიულოთ, გაღიზიანდეთ ადამიანებზე, მეორე მხრივ კი მზად ხართ დიდსულოვანი საქციელისთვის. მხოლოდ საქციელი კი არა, გრძნობებიც შეიძლება არანაირ ლოგიკას არ დაემორჩილოს – მოულოდნელად მეგობრულმა სიმპათიამ ან დიდმა სიყვარულმაც შეიძლება იფეთქოს.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

მერწყული: დღეს აჯობებს, თუ მოვლენების დინებას დაემორჩილებით. შეიძლება აღმოჩნდეთ ვითარებაში, როდესაც უძლური ხართ, რამე იღონოთ. მაგალითად, ვინმემ შეიძლება ინიციატივა ჩამოგართვათ, არ მოისმინონ და გაითვალისწინონ თქვენი მოსაზრება, ან, უბრალოდ, ძალა არ შეგწევთ, მოვლენებზე გავლენა მოახდინოთ. თუ მსგავსი რამ მოხდა, ვასრკვლავები გირჩევენ, შეეგუოთ ამას და ბედისწერას მიენდოთ. დღეს ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილებაა, დინებას მიჰყვეთ.

თევზები: არაპროგნოზირებადი დღეა, წარმატების მიღწევა ყველაზე არასტანდარტული მეთოდებით შეგიძლიათ. თუ რომელიმე სფეროში დაგეგმილი გაქვთ ცვლილებები, თამამი ნაბიჯის გადადგმა ან ექსპერიმენტი, ამ დღეს ამის გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ. არცთუ საიმედო პროექტებმაც კი, შესაძლოა, „ათიანში“ გაარტყას. ამასთან, ძალზე ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის – სასიამოვნოდ შეგიძლიათ გააოცოთ თქვენი პარტნიორი.

ყველა ახალი ამბავი
0