დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 მარტი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 მარტია, კვირა. სავსე მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

საოცარი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ უზომოდ მაღალი იქნება ემოციურობა, გრძნობები გაბატონდება გონებაზე. შესაბამისად, ესაა რომანტიკის, სიყვარულის დღე. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, ამიტომ არ შეიძლება სხვის გრძნობებსა და ნერვებზე თამაში. გაზრდილი ემოციური ფონის გამო არასასურველია მოლაპარაკებების, ბიზნესის წარმოება, საქმეების მართვა. მომატებულია ფულის ხარჯვის სურვილიც, ამიტომ სჯობს, მოერიდოთ შოპინგს.

ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“>>

ვერძი: თქვენი განწყობა დღეს ძალზე მერყევი იქნება. განრისხება, სიხარული, სევდა, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით ჩაანაცვლებს ერთმანეთს. ზოგიერთისთვის საფუძველი ირგვლივ მომხდარი მოვლენა იქნება, ხოლო ზოგიერთისთვის კი – საკუთარი განცდები. საკუთარი გრძნობების ხელში „დამჯერი, თვინიერი სათამაშო“ რომ არ გახდეთ, ემოციები უნდა აკონტროლოთ – ეცადოთ მაინც.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2018
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები

კურო: მზად ხართ, რომ მთელი დღე რაღაც წვრილმანებსა და სისულელეებზე დახარჯოთ, ოღონდ თვითონ ეს წვრილმანებად არ მოგეჩვენებათ. თითოეული სიტყვისა და მოქმედების მნიშვნელობას გადაჭარბებულად შეაფასებთ, ანუ ბუზისგან სპილოდ აქცევთ. სამუშაოზე ეს არცთუ ურიგო იქნება, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობებს, აქ თქვენმა ეგზალტირებულობამ, შესაძლოა, გარშემომყოფები წონასწორობიდან გამოიყვანოს. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, ემოციებისგან რომ არ „აფეთქდეთ“.

ტყუპი: დღეს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ადამიანები დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. მათ შორის შეიძლება მნიშვნელოვანი პერსონებიც იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრებისა და კარიერის დიდი ნაწილია დამოკიდებული. უნდა ეცადოთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ. თუ ეს არ გამოგივათ, არ ინაღვლოთ – იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში და თქვენი თავდაჯერებულობა სხვებზე დადებითად აისახება.

კირჩხიბი. დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში ძალზე დიდი თავშეკავება გმართებთ, რომ ზღვარს არ გადააბიჯოთ. ძალზე გამძაფრებული გაქვთ თავმოყვარეობა, განსაკუთრებით „ფეთქებადი“ ხართ, შეგიძლიათ კონფლიქტი დაინახოთ იქ, სადაც მისი ნატამალიც კი არ არსებობს. შეგიძლიათ, ახლობლებს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დააჭიროთ ფეხი. მაგრამ დგება საკითხი – მოგიტანთ კი ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? და საერთოდ, ღირს კი ბრძოლა?

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

ლომი: დღეს ძლიერი მისწრაფება გექნებათ ყოველივე ახლისა და ამოუცნობისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო ახალი ცოდნის მიღების, ახალი ადგილების ნახვის, ადამიანების გაცნობის სურვილი უკიდურესად გამძაფრდება. „მკვლევარის“ ცნობისწადილი რომ დაიკმაყოფილოთ, ამისთვის ჩვეულებრივის ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც ეს მხოლოდ ახალ ქუჩაზე გასეირნება, ახალი წიგნი ან ახალი კერძი იყოს – ეს მაინც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ქალწული: დღეს ხელგაშლილობის „შემოტევა“ გექნებათ, თუნდაც ხელმომჭირნე ბრძანდებოდეთ. ფულის ფლანგვის სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ ყოველგვარი გონივრულობის ზღვარს გადასცდებით. განსახუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ისე კი, რატომ არ შეიძლება ხანდახან მაინც რომ გულისთქმას აჰყვეთ? „ქამრის შემოჭერა“ მერეც შეიძლება. მიჰყევით გულისხმას, მაგრამ გონირულობის ფარგლებში, რა თქმა უნდა.

სასწორი: დღეს ორმაგად განუმეორებელი იქნებით – ჯერ ერთი, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებიც მოიხიბლებიან თქვენი საოცარი თავდაჯერებულობით. ქარიზმა დაგეხმარებათ სამსახურშიც, სახლშიც, ადამიანებთან ურთიერთობებშიც. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ: თუ გარშემომყოფები იგრძნობენ, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა მაშინვე სადღაც გაქრება და უპატიებელ ნაკლად გადაიქცევა.

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2017
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას

მორიელი: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმით „დაიმუხტებით“ და შესაძლოა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი გარშემომყოფების ყურადღება მიიპყროთ. ამისთვის კი რამე განსაკუთრებულის თქმა ან მოქმედება არ დაგჭირდებათ – თქვენი დუმილიც კი სიტყვებზე არანაკლებ დამაინტრიგებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ, გაიცნოთ საჭირო ადამიანები, მიიღოთ მათი მხარდაჭერა. ან დაახვიოთ თავბრუ ვინმეს თქვენი მხოლოდ ერთი ღიმილითა და მრავალმნიშვნელოვანი მზერით.

მშვილდოსანი: თქვენი გონება დღეს ახალი იდეებისთვისაა გახსნილი, გული კი –ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ჩვეული „კომფორტის ზონიდან“ გახვიდეთ და რამე ახალი და მძაფრი მოსინჯოთ. არაფერი ისე არ ააფორიაქებს თქვენს სულს და „აადუღებს“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარზე სიარული. ფლირტი უცნობთან? მოულოდნელი წინადადება? ექსტრემალური სპორტი? რატომაც არა?

თხის რქა: მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დაძაბულობა და უკმაყოფილება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფებს თავიანთი არაორგანიზებულობით გამოჰყავხართ წყობილებიდან, მოვლენები კი ისე ვითარდება ხანდახან, რომ ვეღარ აკონტროლებთ. ამასთან, სავალდებულო არაა, რომ რამე რეალური ზიანი მოგადგეთ. გაგაღიზიანებთ თვითონ ფაქტი, რომ ყველაფერი „არასწორად“ ვითარდება. თქვენი დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავრ ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ბანალური მრისხანების „ამოფრქვევას“ ან სასიყვარულო ვნებებს.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2020
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული: დღეს თქვენი ყველაზე იღბლიანი მოსაზრება და პროექტი სხვა ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. თქვენი წარმატების გარანტი იქნება ყურადღების ცენტრში ყოფნა, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ არც ერთი ჭორი და გავრცელებული ხმა. არ არის გამორიცხული, რომ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით რამდენიმე საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე  შეგიძლიათ ამ თვისებების რომანტიკული მიზნებისთვის გამოყენება.

თევზები: განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან მწვავე კონფლიქტია მოსალოდნელი. იქნებით საბრძოლოდ განწყობილი, ნერვული რეაგირება გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რომელიც შემდეგ მძაფრ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს. ეს რომ არ მოხდეს და სანანებელი არ გაგიხდეთ, სჯობს, ენერგია სასარგებლო კალაპოტში მიმართოთ. მაგალითად, ამაში ფიზიკური შრომა და სპორტი დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0