19:41 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2965 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 24 თებერვალია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

საკმაოდ ემოციური და წინააღმდეგობებით სავსე დღეა. განწყობა დღის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს, თუმცა ემოციებისა და განცდებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. გარშემომყოფებთან ურთიერთობებში რამე სახის ნეგატივი წარმოიშვა, აჯობებს თავშეკავება და სხვა საქმეზე გადართვა, პრობლემები კი თავისთავად მოგვარდება.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ვერძი: დღეს თქვენი ძალა თქვენს ახლობელ ადამიანებშია, რომლებიც მზად არიან, მხარი დაგიჭირონ. თუ მათ დახმარებისთვის მიმართავთ, იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდებით. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ახლობლებთან ერთად წამოიწყებთ. არა მარტო სიხარულს, არამედ კონკრეტულ სარგებელსაც მოგიტანთ. იყავით გულწრფელი მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია და ისინი დიდი სიამოვნებით გადმოდგამენ თქვენკენ შემხვედრ ნაბიჯებს.

კურო: დღეს მთელი დღე თქვენკენ გაოცებული მზერა იქნება მომართული – არაორგანიზებულობა, რომ იტყვიან, სახეზე დაგეწერებათ. ურთიერთსაპირისპირო იქნება თქვენი მოქმედებები, მსჯელობა. არადა სავსე ხართ ენერგიით და ეს თქვენი მდგომარეობა, არეულობა ვერ დაინახონ გარშემომყოფებმა, შეუძლებელია. მაგრამ რას ვიზამთ, მოთმენა მოუწევთ, სანამ გაფანტულ აზრებს არ მოუყრით თავს და გრძნობებს არ ჩააყენებთ „კალაპოტში“.

ტყუპი: სიურპიზი გელოდებათ და პირველ რიგში, ეს ფინანსურ მხარეს ეხება. ამასთან, აუცილებელია არაა, რომ სიურპრიზი აუცილებლად „პლუსის“ ნიშნით იყოს. დავიწყოთ იქიდან, რომ ფულთან დაკავშირებული საქმიანობა მაინცდამაინც არ გეხატებათ გულზე. მაგრამ დღეს ვითარება გაიძულებთ ამის გაკეთებას. ყურადღება და დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან მოსალოდნელია როგორც თანხის მიღება – პრემია, მოგება, დაბრუნებული ვალი, ისე წაგება და უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვა.

კირჩხიბი: დღეს შეიძლება ტენდენციების „კანონმდებელი“ გახდეთ. ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და სიცოცხლისმოყვარეობა გარშემომყოფების ყურადღებას უზრუნველყოფს. მზად ხართ, რომ თქვერნი ენთუზიაზმი ნებისმიერს „გადასდოთ“, გაუზიაროთ მათ ახალი იდეები, გეგმები და ამავე დროს, ახალი საქმეების დაწყებისთვის წაახალისოთ. ასე რომ, დღეს საკუთარ პროექტებთან და გეგმებთან დაკავშირებით ნებისმიერის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

ლომი: დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ „მთავარი როლის“ შესრულებისკენ სწრაფვას, რადგან ეს მაინც არ გამოგივათ გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოვლენა, გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი პოზიციების დაცვა. თუ წინსვლას მოინდომებთ, ყველაზე გონივრული ამის მეწყვილესთან ერთად გაკეთება იქნება. კიდევ უფრო უკეთესია სხვების დახმარება, ვინც ამას საჭიროებს. მთავარი როლი არა, მაგრამ „მეორეხარისხოვანი როლის“ შესრულებისთვის ხვალ შეიძლება „ოსკარიც“ მიიღოთ.

ქალწული: დღეს სიურპრიზების დღეა. შინაგანად რამე საბაბს ელოდებოდით, რომ დღის განრიგი შეგეცვალათ. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ და ეჭვი არ შეგეპაროთ – ასეთი საბაბი აუცილებლად გამოჩნდება. რაღაც მოვლენები, სიახლეები ან ადამიანები გაიძულებენ, რომ გეგმები შეცვალოთ. და არც ინანებთ: ნამდვილად არ გაწყენთ ცოტაოდენი ქაოსი ცხოვრებაში, მით უფრო, რომ ეს ქაოსი თქვენ წინაშე ახალ გზებსა და შესაძლებლობებს გახსნის.

სასწორი: დღეს თქვენში გაიღვიძებს ნიჭი, რომ გაჩნდეთ საჭირო დროს საჭირო ადგილას. და რაც მთავარია, საქმე საჭირო ადამიანებთან დაიჭიროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიტოვოთ ცხოვრებაში ადგილი ახალი იდეებისა და ახალი ნაცნობებისთვის, თუნდაც ეს დაუგეგმავი და მოულოდნელი იყოს. თუ მთლიანად გახსნილი იქნებით ურთიერთობებისთვის, გაქვთ შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მსფოლმხედველობაში მცირე „გადატრიალებას“ მოახდენს და გაიძულებთ, ბევრ რამეს ახალი კუთხით შეხედოთ.

მორიელი: დღეს თქვენი სოციალური ენერგია პიკს მიაღწევს – ენთუაზიაზმი და პოზიტიური განწყობა გარშემომყოფების სიმპათიით უზრუნველგყოფთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ადამიანები თქვენ მხარეს „გადმოიბიროთ“ – აწარმოოთ რთული მოლაპარაკებები, წერტილი დასვათ კონფლიქტში, მიიღოთ მხარდაჭერის გარანტია ან, უბრალოდ, გააბათ სასიამოვნო ნაცნობობა. დღეს კონტაქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა წარმატებული იქნება.

მშვილდოსანი: დღეს მზად ხართ, მთელი მსოფლიო დაიპყროთ. ყოველ შემთხვევაში, განწყობა ასეთი გექნებათ. საინტერესო ისაა, რომ ეს თავდაჯერებულობა საფუძველს მოკლებული არაა – დღეს მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენი ენერგია უსაზღვრო იქნება, ხოლო ლექსიკიდან საერთოდ ამოვარდება სიტყვა „შეუძლებელია“. თუ ვინმე გზაზე გადაგეღობებათ, მათ მხოლოდ შეიძლება ვუთანაგრძოთ, იმდენად სასტიკი და დაუნდობელი იქნებით.

თხის რქა: დღეს არაერთი ბედნიერი შანსი მოგეცემათ, თუმცა ყველას გამოყენებას ვერ შეძლებთ. საქმე ისაა, რომ დღეს მოდუნებულ განწყობაზე ხართ და გარკვეულად „შენელებულად“ მოქმედებთ. შესაძლოა, უბრალოდ, ვერ მოასწროთ დროული რეაგირება სწრაფად ცვლად გარემოზე. ასე რომ, თუ გსურთ, იღბალს ჩაეჭიდოთ, აქტიურად უნდა ჩაებათ მოვლენებში და აქეთ–იქით „მთქნარებით“ არ იყუროთ.

მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გასცდეთ ჩვეული შეზღუდვებისა და ბარიერების ფარგლებს, რათა გაიგოთ, რომ სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელოვნურად შექმნილი თქვენი სამყარო, რომელშიც ყოფნას ყოველდღიურად ხართ მიჩვეული. გადაუდებელი საქმეები, რუტინა. ყოფა... ჩვეულებრივ, არ გყოფნით დრო, რომ თავი ასწიოთ და აქეთ–იქით გაიხედოთ. დღეს კი შესანიშნავი შანსი გაქვთ, გათავისუფლდეთ ყოველდღიური ორომტრიალისგან და ბევრ რამეს ცინცხალი მზერით შეხედოთ.

თევზები: დღეს ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ გაიცნოთ ახალი ადამიანები, თაყვანისმცემლები ან, უბრალოდ, თქვენით მოხიბლული პიროვნებები. ძალიან ენერგიული ხართ და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, ხშირად მოგიწევთ რეჟისორის როლში ყოფნა. პრაქტიკაში შეგიძლიათ გაიგოთ ნიჭიერი ორგანიზატორის საიდუმლო: არ ღირს დროის დაკარგვა იმაში, რომ თითოეულის გულის გასაღები იპოვოთ. საკმარისია უნივერსალური სვლების პოვნა, რომლებიც უმრავლესობას მოეწონება.

მთავარი თემები