დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 თებერვალი

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 21 თებერვალია, კვირა. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს აქტიური საქმიანობისა და ჩანაფიქრის განხორციელების დღეა. მნიშვნელოვანია, რომ ენერგია სასარგებლო კალაპოტისკენ იქნას მიმართული და არა წვრილმან და ფუჭ საქმიანობაზე. კარგი დროა ფულთან დაკავშირებული საქმეებისთვის, მაგრამ უკიდურესი მოქმედებები უნდა გამოირიცხოს. ზოგადად, დღევანდელი დღის მთავარი „რეცეპტია“ ზომიერების დაცვა, რაც ყველა სფეროს ეხება.

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: დღეს მოვლენების „ქარცეცხლში“ აღმოჩნდებით. იქნებით ენერგიული, მობილიზებული ხართ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ, თქვენი გონება ძალზე დიდი გამჭრიახობით გამოირჩევა. ერთ ადგილზე თქვენი გაჩერება წარმოუდგენელია და საქმეებიც სხვადასხვა ადგილას ერთდროულად თქვენს ყოფნას მოითხოვს – ნამდვილი „ფიგარო“ გახდებით – ამის წინააღმდეგი არც ხართ, მით უმეტეს, რომ ეს საქმიანობა სარგებელს მოიტანს: რომელიღაც მოვლენა ან ნაცნობობა სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2018
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი

კურო: დღეს ვარსკვლავები ფულთან დაკავშირებით დახმარებას გპირდებიან. შესანიშნავი დროა ფინანსების სამართავად და ქონების გაზრდისთვის. თუ გაქვთ გეგმა, როგორ გაზარდოთ შემოსავლები, სწორედ რომ დროა, ამ გეგმის განხორციელებას შეუდგეთ. ამ მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯი (ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება ხელფასის მომატებაზე, ახალი პროექტის ამოქმედება, ფულის ინვესტიცია) დროთა განმავლობაში თავის დადებით შედეგს გამოიღებს.

ტყუპი: დღეს ვარსკვლავები ჯანსაღი ამბიციებით, ინიციატივითა და უზარმაზარი ენერგიით „დაგაჯილდოებენ“. თქვენი ხვედრია დღეს, იყოთ ლიდერი და არა რიგითი და გარშემომყოფებს ამასთან შეგიება მოუწევთ. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ მხარს დაუჭერენთ თქვენს წამოწყებებს. თუ მარტო მოინდომებთ მოქმედებებს, ასეთ ემთხვევაშიც გაქვთ წარმატების შანსი. შესანიშნავი დღეა, რომ გაერკვეთ პრობლემურ საქმეებში, ხოლო დღეს დაწყებული საქმეები წარმატებებისთვის არის „განწირული“.

კირჩხიბი: მოსალოდნელია ძალზე სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზითან ისე, რომ ამას სულ არ ელოდებით. შესაძლოა, გზაზე ფული იპოვოთ, ან ლატარიაში მოიგოთ, დაიბრუნოთ უკვე დავიწყებული ვალი, ან თაყვანისმცემლისგან საჩუქარი მიიღოთ. ათასი ვარიანტია, ასე რომ მზად იყავით, რომ ბედის საჩუქარი მიიღოთ. და ეს საჩუქარი რომ არ გამოგეპაროთ, კარგად იცქირეთ ირგვლივ და ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები

ლომი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ, რომ არ აჰყვეთ ცდუნებას და ფული ქარს არ გაატანოთ, არადა, მთელი დღე უამრავი „ხაფანგი“ გელოდებათ, რომ, მაგალითად, იყიდოთ რამე უაზრო ნივთი, ჩადოთ ფული „საიმედო“ საქმეში. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ აჰყვეთ ამ იმპულსს, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ამა თუ იმ ნივთის გარეშე ვერ გაძლებთ, ან ყველაფერს აწონ–დაწონით და ფიქრობთ, რომ აშკარად მომგებიანი საქმეა. ცდუნებას რომ გაუძლოთ, მოერიდეთ „ჭრელ–ჭრელ“ ვოტრინებთან გავლას და ყურადღებას ნუ მიაქცევთ რეკლამებს, რომ მისი მსხვერპლი არ გახდეთ.

ქალწული: საქმე, რომელსაც უამრავი დრო და ძალა მოახმარეთ, როგორც იქნება და შედეგს მოიტანს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური შემოსავალი, პრემია, მორალური წახალისება, დამსახურებების აღიარება ან, უბრალოდ, სასიამოვნო სიურპრიზი. ამასთან, მოდუნებას არ აპირებთ, პირიქით, წარმატება ფრთებს შეგასხამთ და უფრო აქტიური ქმედებებისკენ გიბიძგებთ. ერთი საქმეა მიზნის დანახვა და მეორე – გრძნობა, თუ როგო უახლოვდებით ამ მიზანს საკუთარი ძალისხმევით.

სასწორი: დღეს გაქვთ უნდარი, რომ არა მხოლოდ გააბათ ნაცნობობა, არამედ „გააცამტვეროთ“ კიდეც. ენერგია გეყოფათ იმისთვის, რომ დაამყაროთ ახალი კავშირები – როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი. მაგრამ რაც შეეხება ძველ ნაცნობობას, აქ საქმე პირიქით იქნება: დღეს საკმაოდ თავშეუკავებელი ხართ და რისკავთ, რომ ურთიერთობები გაიფუჭოთ საუკეთესო მეგობართანაც კი. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა თქვენი საწყენი გამონათქვამი თქვენთვის შეინახოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

მორიელი: დღეს თქვენში მოულოდენლად შეიძლება ეჭვიანობამ გაიღვიძოს. თანაც აუცილებელი არაა, რომ ამ გრძნობამ საყვარელი ადამიანის მიმართ „იფეთქოს“ და გექნებათ თუ არა ამის საფუძველი. ნეგობრები, ნათესავები, კოლეგები – პრაქტიკულად ყველა რისკავს, რომ თქვენი აუხსნელი ეჭვიანობისა და მესაკუთრული განწყობის ობიექტი გახდეს. ექსპერტები გირჩევენ, არ აჰყვეთ ურთიერთობების გამორკვევის ცდუნებას – ეს არაფერ კარგს არ მოიტანს.

მშვილდოსანი: არ არის გამორიცხული, რომ დღეს ვინმესთან გაჯიბრების სურვილი გაგიჩნდეთ. ჯანსაღი აზარტი ნებისმიერი რამის „აგიზგიზებაში“ დაგეხმარებათ, მაგრამ მთავარია, რომ გარშემომყოფებმა გააცნობიერონ – არავისზე ნაკლები არ ხართ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ იმპულსს: დღეს შეგიძლიათ ცხოვრებაშო თამაშის ელემენტი შეიტანოთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ზომიერების გრძნობა, რათა შეჯიბრება არ გადაიქცეს საკუთარი უპირატესობის ჯიქურ დამტკიცების მცდელობაში.

თხის რქა: დღეს შეგიძლიათ ისეთი საქმეების გაკეთება, რისთვის არ იყავით მზად თუუნდა ერთი კვირის ან თვის წინ. ხართ აქტიური, მტკიცე და ამასთან, საქმიანობაში იღბალი თქვენი თანმდევია.. ამის წყალობით, ზუსტად გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ და როგორ. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – გეცოდინებათ ისიც, სხვებმა რა უნდა გააკეთონ და გარშემომყოფებს ეს მაინცდამაინც არ მოეწონებათ. ან თავი უნდა დაანებოთ მითითებების მიცემას, ან მოემზადოთ ამ ადამიანების მხრიდან პროტესტისთვის.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

მერწყული: დღეს ენერგიითა ხართ სავსე და საკუთარ თავში დარწმუნებული ბრძანდებით. სიტუაცია გაიძულებთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. შეძლებთ არა მარტო საკუთარ მოვალეობებთან გამკლავებას, არამედ ასევე საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენას. მაგრამ მზად უნდა იყოთ, რომ თქვენი არცთუ მოკრძალებული საქციელი გარშემომყოფებში ღია შურს გამოიწვევს.

თევზები: თქვენთვის დღეს აქტუალური ფორმულა „ყველაფერი სახლში“. მოქმედებები მიმართულია იქით, რომ სარგებელი მოუტანოთ ოჯახს, ახლობლებს, საცხოვრებელ ადგილს (მაგალითად, გადააადგილოთ ავეჯი, მოაწყოთ სივრცე). ვარსკვლავები ამბობენ, რომ აქეთ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ან ნაყიდი ნივთი წარმატებული იქნება და გაგახარენთ თქვენცა და თქვენს ახლობლებსაც. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ყოფა არ შეადაროთ სხვისას, თორემ არაა გამორიცხული, რომ განწყობა გაიფუჭოთ.

ყველა ახალი ამბავი
0