11:13 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2290 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 18 თებერვალია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

დღეს სურვილები და გრძნობები უბრალო და გასაგები იქნება, მაგრამ ძლიერი. ეს, პირველ რიგში, სიყვარულს ეხება. ადამიანებისთვის მიმზიდველი იქნება არა ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობების გაბმა, არამედ ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა, ფლირტი, სასიყვარულო თამაშები. ამავდროულად, დღეს შეიძლება გამძაფრდეს ისეთი გრძნობები, როგორიცაა წყენა, ზემგრძნობიარობა, ასე რომ, ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო.

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: არის იმის რისკი, რომ დაგეგმილზე მეტი ფული დახარჯოთ. ემოციების გავლენით შესაძლოა მოულოდნელად, სპონტანურად და ერთი შეხედვით უაზროდ იყიდოთ რაღაცები. სხვათა შორის, ამ ნაყიდი ნივთებიდან ბევრი, თქვენდა გასაკვირად, სასარგებლო და საჭირო აღმოჩნდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ფულთან დაკავშირებით არა ლოგიკა, არამედ ინტუიცია გმართავთ. მაგრამ მხოლოდ ინტუიციაზე მინდობა არ ღირს – სჯობს, თავი დაიზღვიოთ და შოპინგისთვის მკაცრი ლიმიტი დააწესოთ.

კურო: დღე ჩაივლის დევიზით „მე თვითონ“. იგრძნობთ პირველყოფილი, სტიქიური ძალების მოზღვავებას, ასევე თავდაჯერებულობას, რომელიც ყველანაირ ზღვარს სცდება. ეს არა მხოლოდ დაგეხმარებათ ნებისმიერ ამოცანასთან წარმატებით გამკლავებაში, არამედ საკმაოდ მიმზიდველს გაგხდით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა თვალში. მათთან კი, ვისთანაც ფლირტს არ აპირებთ, ურთიერთობები მაინცდამაინც კარგად ვერ აეწყობა. პირველ ადგილზე საკუთარი „მეს“ დაყენებით შეიძლება სხვების გრძნობები და სიამაყე შელახოთ.

ტყუპი: დღეს თქვენს თავში არასტანდარტული იდეების ნამდვილი „შემოსევა“ იქნება. რომ არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ისინი – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ. ნებისმიერი საქმე და გეგმა, რომელშიც შემოქმედებისა და არასტანდარტული მიდგომის თუნდაც მცირე ნაწილაკია, დღეს აუცილებლად წარმატებული იქნება. ერთადერთი, რაც თქვენგან მოითხოვება, ისაა, რომ ფანტაზიებს ხელოვნური წინაღობები არ შეუქმნათ.

კირჩხიბი: დროა, ფანტაზიებს მიეცეთ. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ მაღალი მწვერვალების დასაპყრობად ხანდახან ჩარჩოებს უნდა გასცდეთ და ოცნებები „თავის ნებაზე მიუშვათ“. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ იოცნებოთ მომავალზე, შეიმუშაოთ ყველაზე არასტანდარტული და თუნდაც ფანტასტიკური სვლები – დროთა განმავლობაში, არაა გამორიცხული, რომ ამ დაუჯერებელი ჩანაფიქრებიდან რომელიმეს რეალობაში შეასხათ ხორცი.

ლომი: უბრალოდ, ვალდებული ხართ, ცხოვრებაში რაღაც ახალი შეიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დააღწიოთ თავი რუტინის ჩაკეტილ წრეს და გააკეთოთ რამე ახლებურად, ისე არა, როგორც ყოველთვის აკეთებდით. ნებისმიერ უჩვეულო წამოწყებას მხარდაჭერა ექნება და მნიშვნელობა არა აქვს, რაზეა საუბარი: ცხოვრების შეცვლის მცდელობაზე, თმის ფერის შეცვლაზე თუ სამუშაოსკენ მიმავალი გზის შეცვლაზე. ექსპერიმენტები ბევრ რამეს დაგანახებთ და ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ.

ქალწული: შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, რომ შორეული პერსპექტივის მქონე ნაცნობობა გააბათ. დიდია ალბათობა, რომ ეს ნაცნობობა რომანტიკული იქნება, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, სიფრთხილით მოეპყრათ სხვა სახის ნაცნობობასაც – მეგობრულს, საქმიანს. დღეს დამყარებული კავშირები სასარგებლო აღმოჩნდება და თქვენს ცხოვრებაში კიდევ დიდხანს შეასრულებს მნიშვნელოვან როლს.

სასწორი: დღეს ნებისმიერის ყურადღების მიპყრობას შეძლებთ. ეს ეხება როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან კავშირებს. იგრძნობთ ენერგიისა და ძალების მოზღვავებას, რომელიც გაიძულებთ, გამომწვევად მოიქცეთ და ნებისმიერ მოსახერხებელ შემთხვევაში გარშემომყოფების პროვოცირება მოახდინოთ. არაა გასაკვირი, რომ ზოგიერთს ეს შეიძლება არ მოეწონოს, ასე რომ, თქვენს დღის წესრიგში კონფლიქტი არაა გამორიცხული. თქვენი თავდაჯერებულობა, სამაგიეროდ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავს. სჯობს, ენერგია სიყვარულზე დახარჯოთ და არა ჩხუბზე.

მორიელი: დღე სავსე იქნება ემოციურობით, ხოლო ინტუიცია საოცრად გაგიმძაფრდებათ. უფრო ადვილი იქნება გადაწყვეტილების არა გონებით, არამედ გულით მიღება, თუნდაც საქმე სამუშაოს ეხებოდეს. მეექვსე გრძნობა გიკარნახებთ სწორ გზას იქ, სადაც არ გყოფნით ინფორმაცია, გამოცდილება ან ცოდნა. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას, რომელსაც შეუძლია დაგიცვათ იმპულსური საქციელისგან.

მშვილდოსანი: დღეს თქვენს თვალებს „გამადიდებელი ლინზები“ მოერგება – მზად ხართ, ყველაფერი გააზვიადოთ – როგორც კარგი, ისე ცუდი. შედეგად ადამიანებიცა და მოვლენებიც თქვენთვის შავ–თეთრის პრინციპით დაიყოფა: რაღაცა იდეალიზებული იქნება, რაღაც კი – ხინჯებით სავსე. ახლობლებსაც ბევრ რამეში აუხირდებით. ამასთან, ასეთი „ლინზების“ წყალობით დღეს შეგიძლიათ ისეთი რამეების დანახვაც, რასაც სხვა დროს ვერ ამჩნევდით. ეს დაგეხმარებათ ისეთ საქმეებში, რომლებსაც მეტი ყურადღება სჭირდება.

თხის რქა: თქვენი ენერგიულობა და სიცოცხლის სიყვარული კაშკაშა ფერებით შეივსება, თუნდაც ზოგიერთი მოვლენა ამას აბსოლუტურად არ შეესატყვისებოდეს. ყოფა და რუტინა მათი ხვედრია, ვისაც არ აინტერესებს ცხოვრება, თქვენთვის კი ასეთი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი სრულიად მიუღებელია. შეძლებთ განწყობის ამაღლებას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ირგვლივ იმყოფება. ასევე არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ თავი კარგად წარმოაჩინოთ იმ ადამიანების წინაშე, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

მერწყული: ენერგიით ხართ სავსე. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ენერგია ყოფაზე და საკუთარი სახლის მოწყობაზე მიმართოთ. შემოქმედებისადმი თქვენი ლტოლვა უზრუნველყოფს კრეატიულ დამოკიდებულებას ყველაზე პროზაულ საკითხებშიც კი, როგორიცაა ბინის დალაგება, საკვების მომზადება. ნებისმიერ საქმეში შეძლებთ უამრავი სრულიად განსხვავებული კომპონენტის უბადლოდ თავმოყრას.

თევზები: სიტუაცია მთელი დღე სასიამოვნო ტონუსში გამყოფებთ და მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. ვარსკვლავები პირობას გაძლევენ, რომ შეძლებთ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას – ან დამოუკიდებლად, ან ვინმეს დახმარებით. გამოიყენეთ დღე იმისთვის, რომ გაიგოთ ან ნახოთ რამე ახალი, საინტერესო. და ეს იქნება არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც, რაც საშუალება სმოგცემთ, ჩვეულ რაღაცებს სხვა კუთხით შეხედოთ.

მთავარი თემები