და-ძმამ ერთმანეთი იპოვა: ყოფილი კლასელები ბავშვობაში დაშორებული ტყუპები აღმოჩნდნენ – ვიდეო

© Pixabay / 3194556ტყუპი ახალშობილები
ტყუპი ახალშობილები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
და-ძმა ახლა საოცრად ბედნიერია – დღე არ გავა, რომ ერთმანეთს არ შეეხმიანონ და კვირაში რამდენჯერმე არ შეხვდნენ.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ორმა ყოფილმა თანაკლასელმა სკოლის დამთავრებიდან ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ღრმა ბავშვობაში დაშორებული ტყუპი და–ძმა არიან, იუწყება UPI.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ინდიანას შტატში მცხოვრებმა 51 წლის კარენ უორნერმა რამდენიმე წლის წინ შეიტყო თავისი ნამდვილი ბიოლოგიური დედის ვინაობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შტატის ხელისუფლებამ შვილად აყვანის მონაცემების გასაჯაროება დაუშვა.

გარდა დედის ვინაობისა, კარენმა ისიც შეიტყო, რომ ტყუპისცალი ძმა ჰყავდა. ქალი კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდა მის მოძებნას, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ძმის არც სახელი იცოდა და არც სხვა რაიმე ინფორმაცია ჰქონდა, მისი ყველა მცდელობა ფუჭი გამოდგა.

მოგვიანებით კარენ უორნერმა შეძლო მოეპოვებინა მონაცემები სამი მამაკაცის შესახებ, რომელთა დაბადების თარიღი და ადგილი მისას ემთხვეოდა. აქედან ერთ-ერთი მაიკ ჯეკმენი აღმოჩნდა, რომელიც სულაც კარენის თანაკლასელი იყო და ისინი ერთმანეთს Facebook-ის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.  

კარენმა მაიკს მისწერა, რომ გამორიცხული არ იყო, ტყუპები ყოფილიყვნენ და... დნმ-ის ტესტმა მართლაც დაადასტურა მათი სისხლისმიერი ნათესაობა.

„ამით ჩემი ცხოვრებისეული სიცარიელე, რომლის თაობაზეც არაფერი ვიცოდი, შეივსო. რაღაც მაკლდა და არ ვიცოდი – რა. ახლა კი ის ჩემთანაა“, — ამბობს კარენი.

ბედნიერი და და ძმა დღეში რამდენჯერმე ურეკავს ერთმანეთს და კვირა ისე არ გავა, რომ რამდენჯერმე არ შეხვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0