რა ეკრძალებათ და რისი უფლება აქვთ აშშ–ის პრეზიდენტებს: საინტერესო ჩამონათვალი

© Sputnik / Alex Tikhomirovაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
აშშ–ის პრეზიდენტები, როგორც წესი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებად და თავისუფალი სამყაროს ლიდერებად  მიიჩნევიან.
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2016
ტრამპი: ერაყში რას აღარ ვაშენებთ და ერთი დედამ...ული სკოლა ვერ აგვიშენებია ბრუკლინში

ბევრს წარმოუდგენია, რომ აშშ–ის პრეზიდენტი — ეს არის ადამიანი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს და სრულიად თავისუფალია მოქმედებაში. სინამდვილეში კი მათთვისაც არსებობს შეზღუდვები. თეთრი სახლის ლიდერს არ აქვს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ჩვეული მრავალი ქმედების უფლება.

ქვემოთ გაგაცნობთ, რა ეკრძალებათ და რისი უფლება ენიჭებათ აშშ–ის რეზიდენტებს მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის მასპინძლები ხდებიან.

აშშ–ის პრეზიდენტს ეკრძალება:

  • მეგობრებთან თავისუფლად საუბარი ტელეფონით ან ვიდეოკავშირის გამოყენებით —  ასეთ საუბრებს გეგმავს საიდუმლო სამსახური უსაფრთხო ხაზის გამოყენებით;
  • გაჯეტების მონიტორინგის გარეშე გამოყენება —  პრეზიდენტის ნებისმიერი კომუნიკაცია ფხიზლად კონტროლდება საიდუმლო სამსახურის მიერ. სწორედ მონიტორინგის პრობლემების გამო, ბარაკ ობამა არ სარგებლობდა  IPhone-თ. ის Blackberry-ს მოდიფიცირებულ ვერსიას იყენებდა. სხვათა შორის, ობამა იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც სმარტფონის გამოყენების ნებართვა მოიპოვა;
  • ოფისის მოწესრიგება და კორესპონდენციების გადაყრა —  იგივე ეხება ელექტრონულ ფოსტასაც. ყველაფერი, რაც პრეზიდენტთან ხვდება, ყურადღებით უნდა გადაიხედოს და დალაგდეს ადმინისტრაციის სპეციალური პერსონალის მიერ;
  • კინოში წასვლა — პრეზიდენტს ფილმის ნახვა მხოლოდ სპეციალურ კინოდარბაზში შეუძლია;
  • კაფეში ან რესტორანში სადილობა — თუ საიდუმლო სამსახური წინასწარ არ არის გაფრთხილებული და იქ უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილი არ არის;
  • კომერციული ავიახაზებით ფრენა — თუმცა ამის აუცილებლობა არც არსებობს: პრეზიდენტი მისთვის განკუთვნილი ბორტი №1–ით დაფრინავს;
  • მანქანის მართვა — აკრძალვების სწორედ ეს პუნქტი მიაჩნდათ რონალდ რეიგანსა და ჯორჯ ბუშ–უმცროსს  ყველაზე რთულად. ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს — ეს საკუთარი რანჩოების დაცულ ტერიტორიებზე მანქანით მოძრაობის უფლება იყო;
  • ფანჯრების გაღება — ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც თეთრი სახლზე, ისე პრეზიდენტის ავტომობილზეც;
  • ღონისძიებებზე დასწრება, რომელშიც შვილები მონაწილეობენ — საიდუმლო სამსახურის აზრით, ბავშვთა კონცერტებზე ან სპორტულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების საკმარისი დონის ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელია;
  • ძვირფასი საჩუქრების მიღება — პრეზიდენტისთვის საჩუქრის ღირებულება გაწერილია ძალიან მკაფიოდ: ყველაფერი, რაც 375 დოლარზე ნაკლები ღირს, შეიძლება თავაზიანობად ან სუვენირად ჩაითვალოს, ხოლო რაც უფრო ძვირია — ეროვნულ არქივს გადაეცემა;
  • თეთრი სახლის დატოვება სპეციალური ჩემოდნის გარეშე — ჩემოდანი, რომელსაც პირობითად Football ეწოდება, ყოველთვის და ყველგან, თანაც უშუალო სიახლოვეს  უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. რა ინახება 20 კილოგრამიან ჩემოდანში, ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, ეს „ბირთვული ღილაკის“ ჩემოდანი უნდა იყოს.  მისი ტარება საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს უწევს.

რაც შეეხება აშშ–ის პრეზიდენტის პრივილეგიებს, ისინი ასე გამოიყურება:

  • პირადი თვითმფრინავი და ვერტმფრენი — პრეზიდენტის ვერტნფრენი Marine One არის ულტრაუსაფრთხო მანქანა, რომელიც ყველგან დაჰყვება ქვეყნის პირველ პირს.  მისი მთავარი ამოცანაა, გადაარჩინოს პრეზიდენტი საფრთხის შემთხვევაში. ვერტმფრენი აღჭურვილია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით და ბორტზე ბალისტიკური რაკეტებიც აქვს. აშშ-ს საჰაერო ძალების საუკეთესო მფრინავებიდან მხოლოდ ოთხს აქვს წვდომა Marine One-ზე;
  • პირადი „ურჩხული“ — ასე ჰქვია პრეზიდენტის დაჯავშნილ ლიმუზინს. ამბობენ, რომ ლიმუზინი საავიაციო ბომბის დარტყმასაც უძლებს;
  • ძვირადღირებული რეზიდენცია — კომფორტის მიხედვით თეთრი სახლი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ საუკეთესო შენობად მიიჩნევა;
  • პენსია და ხარჯები — შეერთებული შტატების ყველა ექს-პრეზიდენტს ენიშნება პენსია — დახლოებით 200 ათასი დოლარი წელიწადში. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტების მოგზაურობისა და საქმიანობის ხარჯებსაც სახელმწიფო ფარავს;
  • მომსახურე პერსონალი — პრეზიდენტის რეზიდენციას ასამდე ადამიანი ემსახურება, მათ შორის, ფიტნეს-მწვრთნელებიც, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სახელმწიფოს პირველ პირს, თუ მას სპორტით დაკავება სურს;
  • აგარაკი —  აშშ-ს პრეზიდენტების ოფიციალურ რეზიდენციად კემპ-დევიდი მიიჩნევა. სწორედ აქ უყვარდა ბარაკ ობამას დროის გატარება და მისი აგარაკზე ყოფნის თითოეული დღე ხაზინას 700 ათას დოლარზე მეტი უჯდებოდა;
  • საიდუმლო სამსახური — ამერიკული საიდუმლო სამსახურის პერსონალი მსოფლიოში საუკეთესო მცველებად მიიჩნევიან. მათი ერთადერთი ამოცანაა სახელმწიფოს პირველი პირის დაცვა თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ეს პრივილეგია ყოფილ პრეზიდენტებს უვადოდ რჩებათ;
  • პირადი მზარეული — შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების მენიუს ტრადიციულად ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო შეფ-მზარეული აკონტროლებს. მისი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 100 ათას დოლარს შეადგენს;
  • ბოლო პატივი — აშშ-ის პრეზიდენტის პანაშვიდები და ბოლო გზაზე გაცილება, როგორც წესი, ძალიან პომპეზურია და მთლიანად ბიუჯეტის ხარჯზე ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0