22:48 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
413 0 0

ახალმთვარეობა 13 იანვარს თხის რქის ეგიდით ჩაივლის. ეს ნიშნავს, რომ ამ წლის დასაწყისიდან ეს დრო საუკეთესო სამუშაო დღე იქნება.

ერთადერთი, რასაც 13 იანვარს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს სიფრთხილეა არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებისას. კარგი დღეა დაგეგმვისთვის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რისი გაკეთება შეიძლება 13 იანვარს

სახლის საფუძვლიანი დასუფთავება. თხის რქა მიწის სტიქიის ნიშანია. ახალი მთვარე ამ ნიშანში დაგეხმარებათ ამ საქმეში და ბევრ ძალასა და ენთუზიაზმნს გაჩუქებთ.

მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება. რაც არ უნდა რთული საქმე იყოს, მთვარე ამაში დაგეხმარებათ, ამიტომ დაამთავრეთ ყველა საქმე, რომელიც სასწრაფოა.

თვითანალიზი. შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისაც საკუთარ თავში ჩაღრმავება სურს, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამან მუშაობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.

იმიჯის განახლება. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ განაახლოთ გარდერობი, სტილი, შეიცვალოთ თმის ვარცხნილობა. ასტროლოგები ამბობენ, რომ ძალიან კარგად აისახება სასიყვარულო სფეროზე.

ახლობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, დაეხმაროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. მათ თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა უნდა იგრძნონ.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

რისი გაკეთება არ შეიძლება 13 იანვარს

არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ამ დღეს შეიძლება გაურკვეველი რაღაცები მოხდეს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ზედმეტი ყურადღების მიქცევაც არ ღირს, სჯობს, ძალა და დრო დაზოგოთ.

დროისა და ფულის დახარჯვა უსარგებლო რაღაცებზე. ასტროლოგების რჩევაა, ამ დღეს გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. არ ღირს დროის დახარჯვა მეორეხარისხოვან საქმეებზე. ასევე არასასურველია ფულის უყაირათოდ ხარჯვა.

დღის წესრიგიდან გადახვევა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არ ღირს გარისკვა. სჯობს, გეგმას მისდიოთ, გააკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები და არ გადადოთ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

ეცადეთ, ამ დღეს არაფერი დაკარგოთ. ამ დღეს დაკარგულს ვეღარ დაიბრუნებთ. ეს მხოლოდ ნივთებს არ ეხება, არამედ სიყვარულსაც და მეგობრობასაც.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

ბედზე არ იწუწუნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რაც არ უნდა მწყრალი იყოთ საკუთარ ბედზე, ყველაფერს მას ნუ გადააბრალებთ. არ დაიწყევლოთ, არ თქვათ „არასდროს არ მიმართლებს“, „ცხოვრება უსამართლოა“ და ა.შ.

მთავარი თემები