22:27 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
653 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 13 იანვარია, ოთხშაბათი. ახალმთვარეობა თხის რქის ნიშანში ჩაივლის. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

ახალმთვარეობა თხის რქის ნიშანში ნიშნავს, რომ ხელსაყრელი დღეა, რადგან ახალი მთვარე მიწის სტიქიას საკმაოდ კომფორტულად ერწყმის, ასე რომ, პოზიტიური და პროდუქტიული დღე გველოდება, თუ სიზარმაცეს დავძლევთ.

დღევანდელი დღის წარმატებები დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა გამოფხიზლებას და თუ ასე მოხდა, ენერგია მთების გადადგმისთვის გვეყოფა. ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ საკუთარ ინტუიციას მოვუსმენთ.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 11–17 იანვარი>>

ვერძი: წინა პლანზე ლიდერისა და კარგი ორგანიზატორის თვისებები წამოიწევს. ადამიანები თქვენ გარშემო შეიკრიბებიან და მათი გაძღოლა და მიმართულების ჩვენება მოგიწევთ. ეს შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ იღბლიანი ნაბიჯი გადადგათ კარიერულ კიბეზე. თუ ყოველდღიური მოვალეობების შესრულება მოგიწიათ, გამოიჩინეთ თქვენი შემოქმედებითობა და მოსაწყენი საქმიანობა ძალზე სახალისო და საინტერესო შეიძლება გახდეს.

კურო: მოულოდნელობებისა და ახალი აღმოჩენების დღე გელოდებათ. სახლის გარეთ გატარებული მხიარული დრო რომანტიკულად განგაწყობთ. აღმოაჩენთ, რომ შემოგაკლდათ სენტიმენტალური სიმღერები, მელოდრამები და რომანები „ჰეფი–ენდით“. დაიკმაყოფილეთ სურვილი, მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც თქვენს გულს ეამება, უყურეთ სასიამოვნო ფილმს ან წაიკითხეთ სასიყვარულო რომანი – ეს დღეს ძალიან წაგადგებათ.  

ტყუპი: თქვენს ცხოვრებაში დღეს, შესაძლოა, ისეთი მოვლენა ან სიახლე შემოიჭრას, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: მოგზაურობა, შეხვედრა, ნაცნობობა, მოულოდნელად გაჩენილი გრძნობა, ახალი შემოთავაზება სამსახურთან დაკავშირებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენები თვითდინებაზე არ მიუშვათ. საჭიროა გაცნობიერებული, კარგად მოფიქრებული და აწონილ–დაწონილი გადაწყვეტილების მიღება.

კირჩხიბი: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს ინტუიციაზე იქნება დაფუძნებული და არა ლოგიკაზე – ლოგიკა ზუსტ პასუხს ვერ მოგცემთ, რა უნდა გააკეთოთ და რა – არა. ინტუიცია კი განსაკუთრებულად ძლიერი იქნება. თქვენი ქვეცნობიერი მკაფიო მინიშნებებს მოგცემთ. უყურადღებოდ არ დატოვოთ შინაგანი ხმის ძახილი, მისი რჩევები სწორად მოქმედებაში დაგეხმარებათ.

ლომი: ახლობელ ადამიანთან დღეს, შესაძლოა, გარკვეული დაძაბულობა გაჩნდეს. იქნებით ძალზე მომთხოვნი ყველა გვერდით მყოფი ადამიანის მიმართ, კამათის დროს კი კომპრომისზე წასვლის არანაირი სურვილი არ გექნებათ. ექსპერტები გირჩევენ, კარგად აწონ–დაწონოთ ყველაფერი: განა ღირს დაძაბულობა და ბუზის სპილოდ გადაქცევა? რა თქმა უნდა, გაღიზიანებასა და მრისხანებას ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი, მაგრამ დაფიქრდით, ეს მიზეზი საკმარისად დამაჯერებელია იმისთვის, რომ კონფლიქტი წარმოიქმნას?

ქალწული: დღეს ასტროლოგები კარგად გართობასა და დროის მხიარულ გარემოში გატარებას გირჩევენ. სად წახვალთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია, რომ ურთიერთობების მორევში აღმოჩნდეთ. თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სათანადო სიმაღლეზე იქნება და შესაძლოა, საინტერესო (და პერსპექტიულ) ნაცნობობასაც „გამოჰკრათ“ ხელი.

სასწორი: დღეს ცხოვრებით ტკბობაზე იქნებით განწყობილი. ამის საშუალებაც გექნებათ – არავის არაფერი არ უნდა დაუმტკიცოთ და არც არსად მიგეჩქარებათ. საქმეს აუჩქარებლად შეგიძლიათ მოჰკიდოთ ხელი და თუ ამის განწყობა არ გაქვთ, საერთოდ დაანებოთ თავი. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ, ასევე ახლობლებსა და მეგობრებს. არ არის გამორიცხული, რომ რამე საიდუმლოსაც ახადოთ ფარდა.

მორიელი: დღეს სიზარმაცე შემოგიტევთ, მაგრამ თუ ამას გადალახავთ, არ ინანებთ. დღეს საინტერესო შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, რომელთა გამოყენებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მთლიანად აჰყვებით სამუშაო რიტმს. არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობები რამე სახის ინფორმაციას უკავშირდებოდეს. ასევე დიდი ალბათობაა, რომ ვინმეს შესახებ რაღაც საიდუმლო შეიტყოთ, მაგრამ ექსპერტების რჩევაა, რომ ეს ინფორმაცია არ გათქვათ. ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ ასე მოიქცევით, სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

მშვილდოსანი: მოუსმინეთ შინაგან ქრონომეტრს – სინამდვილეში მხოლოდ თქვენ იცით, რა დროა. არავის მისცეთ უფლება, რამე ქმედებისკენ გიბიძგონ. რა საკითხიც არ უნდა იდგეს, ბოლომდე დარწმუნდით, რომ დისკომფორტს სულ უმცირესი დეტალიც კი არ გიქმნით. დღეს, დიდი ალბათობით, ფინანსურ საკითხებში გაგიმართლებთ. შესაძლოა, ვინმემ ვალი დაგიბრუნოთ, ან ხელმძღვანელობამ ხელფასი მოგიმატოთ, ან, სულაც გამდიდრების შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ.

თხის რქა: დღეს თქვენი მთავარი თვისება, შესაძლოა, სპინტანურობა გახდეს. განწყობას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. ერთი მხრივ, შეიძლება ინერვიულოთ და გაგაღიზიანოთ ადამიანებმა, ხოლო მეორე მხრივ კი დიდსულოვანი საქციელი ჩაიდინოთ ან მოულოდნელი ნაბიჯი გადადგათ. და არა იმდენად ნაბიჯი, რამდენადაც გრძნობები, რომლებიც დღეს თქვენს ლოგიკას არ დაემორჩილება. არ არის გამორიცხული, რომ დღეს ვინმემ გადაწყვეტილება თქვენ მაგიოვრად მიიღოს. თუ იგრძნობთ, რომ თქვენს კომპეტენციაში შეიჭრნენ, აუცილებლად დაელაპარაკეთ ამის შესახებ ამ ადამიანს, ხოლო თუ ტვირთი მოგეხსნებათ მხრებიდან – მადლობა გადაუხადეთ.

მერწყული: ესაა დღე, როდესაც გარემოებების დინებას უნდა მიჰყვეთ. შესაძლოა, აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ასეთ ვითარებაში შეეგუეთ და ბედს მიენდეთ. ეს ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება აქამდე მიღწეულ წარმატებებს, ასტროლოგები გირჩევენ, მათ შესახებ არ ისაუბროთ და ამ მიღწევების საიდუმლო არავის გაანდოთ. ამ დღეს კარგია გეგმების დაწყობა, გარშემომყოფების მიმართ ნეიტრალიტეტის დაცვა.

თევზები: არაპროგნოზირებადი დღეა, როდესაც მიზნების მიღწევა ყველაზე არასტანდარტული მეთოდებით არის შესაძლებელი. თუ ცხოვრების რომელიმე სფეროში ცვლილებები გაქვთ დაგეგმილი, დღეს თავისუფლად შეგიძლიათ სცადოთ თამამი ნაბიჯის გადადგმა ან ექსპერიმენტის ჩატარება. დღეს არცთუ საიმედო პროექტმაც კი, შესაძლოა, ზუსტად „ათიანში“ გაარტყას. ძალზე ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვისაც.

მთავარი თემები