10:39 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
214110

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 12 იანვარია, სამშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

ვარსკვლავები ამ დღეს ახალი ენერგიით დაგასაჩუქრებენ. შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზე იქნება და ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს დღე კარგია არა იმდენად ახლის შესაქმნელად, რამდენადაც უკვე არსებულის დასამუშავებლად და დასამთავრებლად.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 11–17 იანვარი>>

დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავის ალბათობა. თუ ეს პრობლემები მომწიფებულია, მისთვის თავის არიდება არ ღირს. უბრალოდ, გააკონტროლეთ ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

ვერძი: დღეს ვარსკვლავები ბედის საჩუქარს გპირდებიან. დიდი ალბათობით, ეს ბიზნესის ან ფინანსების სფეროს შეეხება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პირად ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობებსაც შეეხოს. ასე თუ ისე, ფორტუნა შემთხვევით არ გაგიღიმებთ – მიიღებთ მხოლოდ იმას, რაც დაიმსახურეთ. ახლა არავინ აღარ გეღობებათ გზაზე და რასაც აკეთებთ, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. მეტი ძალაუფლება გაქვთ საკუთარ ცხოვრებაზე. ამის არ შეგეშინდეთ, მხოლოდ უსაქმოდ ყოფნისა უნდა გეშინოდეთ. განაგრძეთ წინსვლა.

კურო: დღეს აუცილებელია, რომ მოვლენების მიმდინარეობას თვალი ადევნოთ – არ არის გამორიცხული, რომ ვითარებამ თქვენი ინფორმირებულობა და მომზადება მოითხოვოს. თუ მოდუნდებით, რისკავთ, რომ თაღლითების ან არახელსაყრელი გარემოებების მსხვერპლი გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ყველაფერი გააკონტროლეთ. შესაძლოა, ვინმე თქვენთვის დეზინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, უცნობი და ნაკლებად ნაცნობი ადამიანების ნდობა ნულამდე უნდა დაიყვანოთ.

ტყუპი: დღეს თქვენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან, სამწუხაროდ, იდეალისგან შორს იქნება. შესაძლოა, თვითონ თქვენ იყოთ უკომპრომისო განწყობაზე და კონფლიქტების პროვოცირება მოაწყოთ. ან, იქნებ, ირგვლიმ მყოფებმა ცეცხლს ნავთი დაასხან თავიანთი კრიტიკითა და ზურგსუკან ჭორაობით. ასე თუ ისე, მწვავე მომენტებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ არ გინდათ, მთელი დღე ურთიერთობების გამორკვევაში გაატაროთ, მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინეთ და იუმორი სასტიკ სატირასა და სარკაზმში არ აურიოთ.

კირჩხიბი: ირგვლივ მყოფნი დღეს, შესაძლოა, თქვენმა მოტივირებულობამ გააოცოს როგორც საქმიანობის, ისე სასიყვარულო სფეროებში. განწყობილი იქნებით არა მხოლოდ შედეგის, არამედ საუკეთესო შედეგის მიღებისთვის. დღეს თქვენი ჰოროსკოპი აზარტისა და შეჯიბრების ფლუიდებით არის სავსე. ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ეცდებით, რომ სხვებს გაუსწროთ. სწორედ ამიტომ ეს დღე შესანიშნავად მიესადაგება მუშაობასა და კარიერაზე ზრუნვას. ასევე კარგი დროა ფლირტისა და სიყვარულისთვის – სწრაფვა პირველობისკენ აქაც გამოგადგებათ.

ლომი: შესანიშნავი დღეა, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ამ კვირაში. იქნებით ორგანიზებული და საქმიანი, ენერგიული და უდრეკი, რაც ნებისმიერ საქმეში წარმატების გარანტია. საქმეებს კეთილსინდისიერად და გულისყურით შეასრულებთ. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ თქვენი მომთხოვნელობა გარშემომყოფებზეც გავრცელდება და თუ ვინმე თქვენს მაღალ მოლოდინებს ვერ გაამართლებს, ამის პირდაპირ პირში მიხლაც შეგიძლიათ

ქალწული: დღეს ურთიერთობების დღეა – ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავთ. რაც არ უნდა თქვათ ან გააკეთოთ, ეს ირგვლივ მყოფთა დიდ ინტერესს გამოიწვევს და ეს ყურადღება პოზიტიური იქნება. ისინი მხარს დაუჭერენ თქვენს იდეებს, გკითხავენ რჩევას, შემოგთავაზებენ დახმარებას.  შეგიძლიათ, თავი ორატორულ სარბიელზეც მოსინჯოთ, ან რამე პროექტის ინიციატორად გამოხვიდეთ – დარწმუნების უნარი სათანადო სიმაღლეზე იქნება. ასევე შეგიძლიათ ურთიერთობები აღადგინოთ ძველ მეგობრებთან ან მათტან, ვისთანაც კონფლიქტი გქონდათ.

სასწორი: დღევანდელი დღე მიმდინარე საქმეებს უნდა დაუთმოთ – ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. იქნებით ყურადღებიანი, შეძლებთ ისეთი საქმეების გაკეთებას, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ გყოფნიდათ, მოიფიქრებთ თითოეულ დეტალს, შეიმუშავებთ მოქმედებების გეგმას. რაც შეეხება გლობალურ, საპასუხისმგებლო ამოცანებს, ისინი, სჯობს, გადადოთ – ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არაა.

მორიელი: დღეს ირგვლივ ყველაფერი თქვენს ინტერესს გააღვიძებს. იქნებით აქტიური, ემოციური, შემოქმედებითი ენერგიითა და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით აღსავსე. იმდენად კარგი მსმენელი იქნებით, რომ გარშემომყოფები შეიძლება ვერც კი მიხვდნენ, ისე გაგიხსნან გული და გაგიმჟღავნონ თავიანთი საიდუმლო. დღეს ყველაფერი კარგად აეწყობა. ერთადერთი რაც გაგიჭირდებათ, ეს რუტინული საქმის შესრულებაა.

მშვილდოსანი: დღეს ყველაფერში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, რაც საქმიან სფეროს უკავშირდება. გელოდებათ კარიერული ზრდა, გამარჯვებები სამუშაოზე, ბიზნესში, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. იღბლიანი იქნება რამის ყიდვაც. ასტროლოგები გირჩევენ, მტკიცედ დაიწყოთ ჩანაფიქრის განხორციელება. შესაძლოა, ცოტა სითამამე არ გყოფნით, ამიტომ იმუშავეთ საკუთარ თავზე და გადადგით გაბედული ნაბიჯები – ეს თქვენი დღეა, როდესაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ.

თხის რქა: ეს დღე საუკეთესო იმისთვის, რომ ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალოთ და გეგმების რეალიზება დაიწყოთ. წარმატებული დროა ახალი წამოწყებებისთვის, ამიტომ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ. შესაძლოა, დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყება გსურთ, ან მოწევისთვის დავის დანებება. იქნებ, ფიტნესზე ჩაწერას ნატრობთ, რომანტიკულ ნაცნობობას, ან ახალ სამუშაოს? დადგა ცვლილებების დრო, იმოქმედეთ!

მერწყული: შესანიშნავი დღეა. ყველაფერი იოლად გამოგივათ. ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავათანაც და სამყაროსთანაც. ეს უპირატესობას მოგანიჭებთ საქმეების წარმოებაშიცა და ადამიანებთან ურთიერთობებშიც. სრულიად შესაძლებელია, რომ დღეს რაღაც სასიამოვნო მოვლენა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ან ხილული მიზეზის გარეშე იქნებით კმაყოფილი. სულიერი წონასწორობა საშუალებას მოგცემთ, ეს დღე გაატაროთ არა მარტო სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც – ვარსკვლავები და პლანეტები ენერგიასა და შემოქმედებით ძალებს მოგიძღვნიან.

თევზები: დღეს ფულთან მიმართებით ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ – არის ზარალისა და დანაკარგის საშიშროება. ეს, პირველ რიგში, თქვენს უყურადღეებობასა და მიამიტობას შეიძლება უკავშირდებოდეს – შესაძლოა, რამე შეიძინოთ დაუფიქრებლად, დიდი თანხა დახარჯოთ გართობაზე ან თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ასე რომ არ მოხდეს, ხარჯები უნდა გააკონტროლოთ. ინვესტიციები, ბიზნესი და თამაში ბირჟაზე, ამ დღეს თქვენი „იღბლიანობის“ გათვალისწინებით, საერთოდ დაივიწყეთ.

მთავარი თემები