21:50 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
180 0 0

ოდესმე გიგრძვნიათ თავი სიყვარულზე დამოკიდებულად, ერთგვარ „სიყვარულის ნარკომანად"? თქვენ მარტო არ ხართ. კვლევებმა აჩვენა, რომ სიყვარული ადამიანის სხეულზე საოცარ გავლენას ახდენს და ზოგიერთი სიმპტომი ნამდვილად ჰგავს ნარკოდამოკიდებულებას

პეპლები მუცელში, ამაღლებული განწყობა, ეიფორიული მდგომარეობა… ეს მხოლოდ რამდენიმე ნიშანია ადამიანის ტვინსა და სხეულზე შეყვარებულობის ზეგავლენისა. გარდა ამისა, სიყვარულს შეუძლია:

1. ტკივილის შემსუბუქება

ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, უბრალოდ შეყვარებულის ფოტოს დათვალიერებასაც კი ტკივილგამაყუჩებლის უნარი აქვს: ზომიერი ტკივილი 40, ხოლო ძლიერი — 15%-მდე მცირდება.

2. სიყვარულს თავის ტკივილის მკურნალობა შეუძლია

შეყვარებისას ტვინი ე.წ. სიყვარულის ჰორმონს — ოქსიტოცინს გამოიმუშავებს. ის აიძულებს ადამიანებს ერთმანეთს ჩაეხუტონ, გამოხატონ ნაზი გრძნობები, ასევე შველის თავის ტკივილს, ისეთ ძლიერსაც კი, როგორიც შაკიკია. ამ უნარის საფუძველზე მეცნიერები თავის ტკივილის წამლის შემუშავებაზე ფიქრობენ.

3. სიყვარული გულის შეტევების რისკს ამცირებს

პრევენციული კარდიოლოგიის ევროპული ჟურნალის კვლევები ცხადყოფს, რომ ცხოვრება პარტნიორთან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ქალებსა და მამაკაცებს შორის გულის შეტევებს ამცირებს; ანუ ასეთი დაავადებების რისკი მარტოხელა ადამიანებში უფრო მეტია.

4. სიყვარული არტერიულ წნევას ამცირებს

კვლევების მიხედვით, ადამიანებს უფრო დაბალი არტერიული წნევა აქვთ, როდესაც მათ გვერდით საყვარელი ადამიანი იმყოფება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ არ არის აუცილებელი რომანტიკული ურთიერთობები — მთავარია, გამოიყოს ოქსიტოცინი.

5. სიყვარული ამცირებს სტრესს

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივ რომანტიკულ ურთიერთობებში იმყოფებიან, ცოცხლობენ უფრო დიდხანს, უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი არიან.

მთავარი თემები