17:36 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1421 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 იანვარია, შაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღის პირველი ნახევარი შესაფერისი დროა ურთიერთობებისთვის, რომელიც ნდობაზე ემოციებზე იქნება დაფუძნებული. მიხვდებით, რომ გრძნობებისა და განცდების სიტყვებით გადმოცემა გაგიადვილდათ და გაგება ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორის გაიზარდა.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს>>

საღამო შედარებით დაძაბული იქნება, რადგან დღის განმავლობაში გარკვეული გაღიზიანება დაგროვდება და დღის მეორე ნახევარში ზედაპირზე ამოტივტივდება. ამ პერიოდში კარგი იქნება ფიზიკური აქტიურობა, რაც პლანეტების ნეგატიურ გავლენას შეამცირებს.

ვერძი: ვერ გადაგიწყვეტიათ, გარისკოთ თუ არა, მაგალითად, შეიძინოთ რამე ძვირადღირებული ნივთი, ახალი ურთიერთობები დაიწყოთ თუ სხვა რამე სარისკო საქმე გააკეთოთ. შესაძლოა, ზედმეტად ფრთხილობთ. ამ მომენტში შეგიძლიათ, თავს ამის უფლება მისცეთ. იყავით თამამი, ირწმუნეთ საკუთარი თავის, დაძლიეთ მერყეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საინტერესო ამბები გვერდით ჩაგივლით.

კურო: დღეს ყურადღება გმართებთ ცხოვრების ყველა სფეროში. სამუშაოსთან მიმართებით გულისყური მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე (და არა გაღიზიანებული კოლეგების ჭორებზე) ნიშნავს, რომ ავტომატურად ხდებით ამ გადაწყვეტილებების ფასეული მონაწილე. ურთიერთობებში ყურადღება პარტნიორზე გარანტიას გაძლევთ, რომ მას არასდროს აღიქვამთ, როგორ მოცემულობას. უნდა იყოთ ყურადღებიანი და დღევანდელი დღით იცხოვროთ.

ტყუპი: დღეს, შესაძლოა, იგრძნოთ, რომ წარსულის მავნე ჩვევებს უბრუნდებით, ან სურვილი მოგეძალოთ, ძველ სიყვარულს დაურეკოთ. იქნებ, თქვენს იდეებს უყურებთ, როგორც ნოსტალგიას და წარსულში გასართობად დაბრუნებას, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, გაიგოთ, რას ფიქრობენ ამაზე თქვენი მეგობრები. ისინი ხომ იმისთვის არსებობენ, რომ ხანდახან ფასეული რჩევები მოგცენ და სწორი მიმართულება გიჩვენონ. მიმართეთ მათ დახმარებისთვის.

კირჩხიბი: სხვადასხვა თემის „ცხელ–ცხელი“ განხილვა დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავში ისეთი თვალსაზრისი აღმოაჩინოთ, რომელზეც ეჭვიც კი არ გაგჩენიათ. დღევანდელი დღე თქვენთვის აქტიური ინტელექტუალური ფაზის დასაწყისი შეიძლება გახდეს. დისკუსიებში მონაწილეობა თქვენში ენთუზიაზმს გააღვიძებს. ურთიერთობების ამ ახალ „ეპოქაში“ ჩადეთ მთელი თქვენი სული და ენერგია და საპასუხოდ ჯილდოს აუცილებლად მიიღებთ.

ლომი: კარგი დღეა მათთვის, ვისაც არ აშინებს რუტინა და ერთფეროვანი საქმეები. ვარსკვლავები სიურპრიზებით არ გაგაკვირვებენ, მაგრამ არც ხელს შეგიძლიათ გეგმების რეალიზებაში. თანამშრომლობის თვალსაზრისით არცთუ წარმატებული დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სჯობს, დამოუკიდებლად მიიღოთ. ბევრ თქვენგანს, შესაძლოა არასასიამოვნო საუბარი ან შეხვედრა მოუწიოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დროის გარდა არაფერს დაკარგავთ და არც საკუთარი ინტერესების მკაცრად დაცვა მოგიწევთ.

ქალწული: დღეს მოზღვავებული ენერგიით დაიწყებთ, მაგრამ თუ ბევრის მიღწევა გინდათ, ახლო მეგობრების იქით არ წახვიდეთ. დაუკავშირდით მათ, გაიგეთ, რა ხდება მათ ცხოვრებაში. თუ არცთუ სასიამოვნო სიახლეებია, დახმარება შესთავაზეთ და თუ კარგ ინფორმაციას შეიტყობთ, შეგიძლიათ შესანიშნავად გაატაროთ დრო, მოდუნდეთ და ყველაფერს თავის დინებაზე წასვლის საშუალება მისცეთ.

სასწორი: მღელვარე დღე გელოდებათ. თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები ენერგიით არიან სავსე და ისინი, თავის მხრივ, მზარდი პასუხისმგებლობით გავსებენ. და ეს ყველაფერი არაა, ამას შესაძლებლობებიც ემატება. მოეჭიდეთ რამე ყველაზე „შეშლილ“ იდეას, რომელიც თავში გაგიელვებთ და შეაფასეთ ის ყოველგვარი ემოციების გარეშე – შეძლებთ ადამიანების ნამდვილ გაოცებას.

მორიელი: ნებისმიერ სიტუაციაში მთავარი ფასეულობის გაგება ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია, რომ გაიგოთ, რა გავლენას ფლობთ. გადადგით ერთი ნაბიჯი უკან და შეაფასეთ, რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ თქვენს სასწავლო თუ სამუშაო ჯგუფში. საერთოდ, როგორ შეძლებდნენ ისინი საქმეების გამკლავებას თქვენ გარეშე? შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ გაქვთ მათთვის შესათავაზებელი და რომ თქვენნაირი მსოფლაღქმა სხვას არავის გააჩნია.დაიკმაყოფილეთ პატივმოყვარეობა, იყავით მადლიერი და გიხაროდეთ, რომ ამბობთ და აკეთებთ იმას, რასაც სხვა არავინ ამბობს და აკეთებს.

მშვილდოსანი: მიუხედავად იმისა, რომ ენერგიული ხართ, დღეს ის დრო არაა, როცა „მწვანე შუქის" ანთება შეიძლება. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტების რაოდენობა ცოტაა, აქტიური მოქმედებების დრო ჯერ არ დამდგარა. არ მოაწეროთ ხელი არანაირ იურიდიულ დოკუმენტს, არ ჩადოთ მნიშვნელოვანი თანხა რამე სახის ინვესტიციაში. დაიცადეთ რამდენიმე დღე. რისკი საუკეთესო საშუალება არაა სასურველის მისაღებად, მოთმინებისგან განსხვავებით.

თხის რქა: ბევრი მიღწევით შეგიძლიათ იამაყოთ, ამიტომ თუ დღეს ჩიხში მომწყვდეულად იგრძნობთ თავს, ეს შეახსენეთ საკუთარ თავს. ახლა თქვენი პატივმოყვარეობა ძალზე მგრძნობიარე ფაზაშია და გაგიჭირდებათ ამის დამოუკიდებლად გადალახვა. ერთადერთი, რასაც თქვენი თავდაჯერებულობის ამაღლება შეუძლია, ეს გამოწვევის თავაწეულად მიღება და გამარჯვებაა. რა რთულ ამოცანასაც არ უნდა შეეჭიდოთ, ის აუცილებლად გაგხდით უფრო ძლიერს.

მერწყული: თქვენი ოცნებები და ფანტაზიები იმდენად კაშკაშა იქნება, რომ რეალობაზე ზემოქმედებაც შეგიძლიათ. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ ღრუბლებში კი არ იფარფატოთ, არამედ რეალური საქმეც გააკეთოთ, რათა ეს ოცნებები ახდეს. ამისთვის კი ყურადღების კონცენტრირება გჭირდებათ. დღეს მარტოხელა მოგზაურის განწყობა გაქვთ – მარტო დახეტიალობთ ყოველგვარი ბორკილების გარეშე. იქნებ, დროა, გარკვეული პერიოდი განმარტოებით გაატაროთ და თქვენი ოცნებების ხორცშესხმაზო იფიქროთ?

თევზები: დღეს თქვენი კრეატიულობა გაიბრწყინებს. უნდა აჰყვეთ რაღაცის შექმნის მისწრაფებას. თუ სურვილი გაგიჩნდა, რომ, მაგალითად, საძინებელი ოთახი გადაღებოთ, გააკეთეთ ეს, თუ სუპერმარკეტში რიგში დგომისას სიმღერა მოგინდათ, იმღერეთ, ხოლო თუ ქუჩაში ტროტუარზე ცეკვა – იცეკვეთ. ვინ გაბედავს თქვენს შეჩერებას? მთავარია, შინაგან „მეს“ მისცეთ გასაქანი და ყველას ამცნოთ ამ „გაბრწყინების“ შესახებ.

მთავარი თემები