დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 იანვარი

© Pixabay / SatyaPrem თოვლიანი პეიზაჟი
თოვლიანი პეიზაჟი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 იანვარია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

საკმაოდ მძიმე დღე შეიძლება აღმოჩნდს, რადგან ძლიერი ემოციური დაძაბულობაა მოსალოდნელი. ბევრს შეექმნება ისეთი გარემოება, რომელშიც ხასიათის სიმტკიცის გამოცდის „ჩააბარება“ მოუწევს. ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებების თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ნამდვილად ღირს იმის გაანალიზება, თუ რატომ ჩნდება დაბრკოლებები, ასევე თვითონ იმ სიტუაციის ანალიზი, რომლის გამოც უსიამოვნო ემოციები გვიჩნდება. ამის შემდეგ შესაძლებელია ბარიერების გადალახვა.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 4–10 იანვარი>>

ვერძი: დღეს რაღაც ისეთ ინფორმაციას მოჰკრავთ ყურს, რომ ამის თაობაზე დამატებითი ცნობების გაგების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ შემთხვევაში ასტროლოგები არ გირჩევენ მოქმედებას – უბრალოდ, დაელოდეთ, სანამ სიტუაცია განვითარებას არ დაიწყებს. მანამდე კი გაერთეთ და იოცნებეთ ახალი ვითარების პოტენციურ გავლენაზე თქვენს მომავალზე. მიეცით თავს ოცნებებისა და არარეალისტურ მოვლენებზე ფიქრის უფლება.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო: ნუთუ თითოეული წუთი შეუფასებელია? ყველა გირჩევთ, რომ ყველა წამი გამოიყენოთ, დრო ხომ ასე სწრაფად გარბის. მაგრამ თვითგვემას ნუ მიეცემით, რომ დროს უაზროდ კარგავთ. შეიქმენით უნაკლო რეპუტაცია და გააცნობიერეთ, რომ თუ შეგნებულად აიძულებთ თავს მოდუნებას, არაფერი გამოგივათ. „მოიპარეთ“ ცოტაოდენი თავისუფალი დრო და დარჩით მარტო საკუთარ თავთან. იცხოვრეთ მომენტით.

ტყუპი: შეგიმჩნევიათ, რომ ხანდახან, როცა ყველა ფუსფუსებს და გგონიათ, რომ რაღაც საოცრებებს სჩადიან, სინამდვილეში ბევრი არაფერი კეთდება. ადამიანები ზოგჯერ უაზროდ საქმიანობენ იმის დასაფარავად, რომ არაფერს აკეთებენ, ანუ მოძრაობენ, მაგრამ საით – არავინ უწყის. თუ ასეთი რამ შეამჩნიეთ და ამან გაგაღიზიანათ, აიღეთ მართვის სადავეები ხელში. თუ გინდათ, რომ საქმე კარგად გამოვიდეს, მაშინ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ.

კირჩხიბი: ბოლო ხანს თავს აიძულებდით, რომ წინ გევლოთ, გაზრდილიყავით, მაგრამ თუ კვლავ განაგრძობთ ამ აგრესიული გზით სვლას, მალე ემოციებთან გამკლავება ძალიან გაგიჭირდებათ. საკუთარ თავზე რომ იზრუნოთ, უნდა მოუსმინოთ მას. აჰყევით დღეს საკუთარ კაპრიზებს – დიდხანს ძილი და ლოგინში კოტრიალი გინდათ? – იძინეთ, მეგობართან ერთად სადილი? ისადილეთ და იქნებ ახალი რომანის დაწერის სურვილი მოგეძალათ?

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს

ლომი: იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ. დადგა შესაფერისი დღე იმისთვის, რომ ეჭვები უკუაგდოთ და დაიწყოთ საქმე, რომელიც ყოველთვის გაინტერესებდათ. შესაძლოა, ვინმემ თქვენი გადარწმუნება სცადოს, მაგრამ სჯობს, საკუთარ ინტუიციას ენდოთ, ვიდრე სხვის რჩევებს. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული თანხა მიიღოთ, ან ახალი წინადადება თანამშრომლობაზე. აქაც ინტუიციას ენდეთ –ა რის საშიშროება, რომ რაღაც საშიშ ავანტიურაში ჩაგითრიონ.

ქალწული: დღეს ყურადღებით იყავი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას როგორც სახლში, ისე სამუშაოზე. არ დაგენანოთ დრო მცირე დეტალების გადამოწმებაზე, რადგან ამაზე, შესაძლოა, ვიღაცის ბედნიერება იყოს დამოკიდებული. თუ რამე დაბრკოლებას წააწყდებით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ათამდე დაითვალეთ, გონება მოიკრიბეთ და განაგრძეთ საქმე. კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად.

სასწორი: რაღაც ახლის განსაცდელად სულაც არაა საჭირო, რომ მამაცი და გულადი იყოთ, ხოლო იმისთვის, რომ თავგადასავლების საძებნელად გაეშუროთ – ბევრი ფული, თუ, რა თქმა უნდა, ამ თავგადასავლებს უმაღლესი დონის მგზავრობასა და განცხრომით ყოფნაში არ ეძებთ. ხანდახან სრულიად შესაძლებელია, რომ ზედმეტი ხარჯების გარეშე სრულიად ახალი სამყარო აღმოაჩინოთ. საკმაოდ წარმატებული დღეა. გაჩნდება უჩვეულო იდეები და შესაძლოა, სწორედ ერთ–ერთი მათგანი გახდეს დიდი ცვლილებების წყარო თქვენს ცხოვრებაში.

ბარი რესტორანში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

მორიელი: როგორც ამბობენ, აკრძალული ხილი ტკბილიაო და დღეს შეიძლება სწორედ ამ ხილის დიდი ნაწილის „მოკბეჩის“ ცდუნება გაგიჩნდეთ. მზად ხართ, რომ მისი შედეგები მოიმკათ? გონება აცნობიერებს, რომელია სწორი საქციელი, მაგრამ გული სხვა რამეს გკარნახობთ. დაიხიეთ უკან ერთი ნაბიჯით და კარგად დაფიქრდით, თუ შეძლებთ, სჯობს, „აკრძალულ ხილს“ არ მიეტანოთ, მიეცით გონებას ამ დავაში გამარჯვების შანსი.

მშვილდოსანი: შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებიც არასაინტერესოდ მოგეჩვენათ და თქვენი წრიდან „ჩამოწერეთ“, გაგაოცოთ. დღეს მოგიწევთ ამ ადამიანების მიმართ საკუთარი გრძნობების გადაფასება. მიეცით მათ კიდევ ერთი შანსი, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინონ და არ დაინანოთ დრო მათი მოსმენისთვის. შესაძლოა, ისინი ვითარებას თქვენგან განსხვავებულად აღიქვამენ და ეს უფრო საინტერესო აღმოჩნდეს.

თხის რქა: ერთი და იმავე საკითხის განხილვისთვის მხოლოდ გარკვეული დროის გამოყოფა შეგიძლიათ. ადრე თუ გვიან მტკიცე ზომების გატარება მოგიწევთ. თუ არ შეგიძლიათ სხვა ადამიანთან შეთანხმება, მაშინ წინსვლა მარტოს მოგიწევთ. დღე კარგად ჩაივლის. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ, ასევე შეგიძლიათ ახლის დაწყებაც. მოსალოდნელია ახალი საინტერესო ნაცნობობა.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

მერწყული: თქვენი სხეულის რომელი ნაწილია ყველაზე სექსუალური? რა თქმა უნდა, თქვენი ტვინი, რომელიც დღეს ურთიერთობებს თქვენთვის სიმპათიურ ადამიანთან უფრო მნიშვნელოვან დონეზე გადაიყვანს. თუ სიყვარულის მორევში ხართ ჩაძირული, გამოთქვით ამის შესახებ ხმამაღლა. ინტელექტუალური კავშირი რომანის ნაპერწკალს გააღვივებს. რა თქმა უნდა, თუ იცით, რომ ის, მეორე ადამიანი საკმარისად ჭკვიანი სათქვენოდ.

თევზები: ახლა გონივრული იქნებოდა ზოგადი ფრაზებით საუბარი. არ გინდათ ისეთი რამის თქმა, რისი შეცვლაც მერე არ შეიძლება. ცხოვრების ამ ეტაპზე მოქნილობა ურთიერთობებში ძალზე სასარგებლოა თქვენთვის და ამ მოქნილობის მიღწევის საუკეთესო ხერხი კონკრეტიკის თავიდან აცილებაა. ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს. მიიღეთ დღევანდელი სიტუაცია, როგორც მოცემულობა, თუნდაც ეს მაინცდამაინც გულზე არ გეხატებოდეთ.

ყველა ახალი ამბავი
0