12:49 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
367 0 0

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 5 იანვარია, სამშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ წარმატებული პერიოდია. იზრდება თავდაჯერებულობა საკუთარ ძალებში, შეძლებთახლობლების მხრიდან მხარდაჭერის მიღებას, კარგად აეწყობა ურთიერთობები. არ არის გამორიცხული ფლირტი, ახალი ნაცნობობა, ქათინაურების მიღება, პაემანზე დაპატიჟება.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 4–10 იანვარი>>

დღის ტენდენცია საღამოსაც გაგრძელდება, მაგრამ მეტად არაპროგნოზირებადი პერიოდი იქნება. განწყობა ცვალებადი გახდება, ამიტომ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გართულდება. უნდა მოერიდოთ სპონტანურობასა და არათანმიმდევრულობას.

ვერძი: მარტივი და სასიამოვნო დღე გელოდებათ, ასე რომ, დატკბით! ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაო ახლა მოდუნების საშუალებას გაძლევთ. თუ შეგიძლიათ, გადადეთ საქმეები, არ იფიქროთ სამუშაოზე. ახლა თქვენს მხრებს არანაირი ტვირთი არ აწევს და ეს მხოლოდ დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად მოდუნდეთ და ამ დღით კმაყოფილება მიიღოთ.

კურო: რატომ მიჰქრიხართ ასეთი სისწრაფით? გამორთეთ „ძრავა“ და შეჩერდით. თუ ასე არ მოიქცევით, რაღაც ჯადოსნური შეიძლება ხელიდან გაუშვათ. ვიღაც დიდი მონდომებით ცდილობდა თქვენი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ იმდენად იყავით გადართული სხვა რამეებზე, რომ ეს ადამიანი ვერ შენიშნეთ. ის თქვენს ცოტაოდენ დრო იმსახურებს – რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ.

ტყუპი: ეს ის დღეა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ, ან ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. სამწუხაროდ, დიდია ალბათობა, რომ არც ერთი შანსი არ გამოიყენოთ, რადგან დაკავებული იქნებით რაღაც სიტუაციის გამოსწორებით. ამან, შესაძლოა, თქვენი გამნწყობა გააფუჭოს. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ განაწყენდეთ, უბრალოდ, დატკბით იმ ფაქტით, რომ თქვენს ცხოვრებაში უამრავი ახალი საქმე და ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა. მოითმინეთ და ამ შესაძლებლობების გამოყენებას მალე შეძლებთ.

კირჩხიბი: შეგწევთ იმის უნარი, რომ დღეს თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაეხმაროთ, გამოიყენეთ ეს დრო. არ იღელვოთ – დღეს სულ არ გაგიჭირდებათ სხვების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში წვლილის შეტანა. დაეხმარეთ თავის ნაჭუჭში ჩაკეტილ მეგობარს, რომ გარეთ გამოვიდეს, ან მოწყენილ მეგობარს, თუ რაოდენო საოცარი ადამიანია ის. თქვენი თანაგრძნობა ადამიანების მიმართ დაგეხმარებათ თქვენც და გააუმჯობესებს სხვების ცხოვრებასაც.

ლომი: ამ დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ შეურიგდეთ განაწყენებულ ადამიანს, ან შეხვდეთ ძველ, მივიწყებულ მეგობრებს, ან დაურეკოთ ძველ სიყვარულს და დაიბრუნოთ წარსული გრძნობები. მაგრამ რამდენად ღირს ძველი გრძნობების გაცოცხლება, ამაზე დაფიქრება გმართებთ. დაქორწინებული ლომებისთვის ხომ ეს შეიძლება ძალზე სავალალო ნაბიჯი აღმოჩნდეს. შეგიძლიათ რამე თქვენთვის საინტერესო საქმე გააკეთოთ, ისეთი, რომელიც თქვენს განწყობას გააუმჯობესებს.

ქალწული: ბოლო დროს ყურადღების ცენტრში ყოფნამ მოგცათ საშუალება, რომ შინაგანი დიალოგისთვის დაგეღწიათ თავი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არ გასვენებდათ. ახლა შეგიძლიათ არ იფიქროთ მძიმე საკითხებზე და უფრო მსუბუქ  და ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე გადაერთოთ. თუ შესაძლებელია, გამოიცვალეთ გარემო, გაუღეთ სამყაროს და ხელგაშლილი შეხვდით.

სასწორი: დღეს ვერაფერი შეგაჩერებთ, განსაკუთრებით, თუ მოძებნით ადამიანს, რომელიც თქვენს იდეებს იზიარებს. როდესაც თქვენს იდეებს სხვებს უზიარებთმ თქვენი ენერგია მატულობს. გამოიყენეთ ეს პრინციპი დღესაც – ეცადეთ, თქვენს ბედნიერ „ვაგონში“ მგზავრები აიყვანოთ. ერთად ენერგიის უზომო მოზღვავებას იგრძნობთ და ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ.

მორიელი: განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ნებისმიერ საქმიან გარიგებაში. მოერიდეთ პროფესიული და პირადი ცხოვრების არევას. საქმესთან დაკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოაწყოთ განხილვა, ისაუბროთ, რათა ნათელი მოეფინოს ყველას მიზნებსა და მოლოდინებს. თუ ასე არ მოიქცევით, მოსალოდნელია გარკვეული კონფლიქტი.

მშვილდოსანი: შესაძლოა, თქვენმა ნაცნობმა ბუზი სპილოდ აქციოს, მოგიყვეთ, რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს, მაგრამ რეალობაში ეს მხოლოდ სიტყვებია. ნუ დაელოდებით მისგან რამე გრანდიოზულს, მხოლოდ იმედი გაგიცრუვდებათ. ყველაზე ცუდი იქნება, თუ მას ენდობით. და ზოგადად, ძალზე არაგონივრული იქნება, თუ იფიქრებთ, რომ თქვენს პრობლემებს ვინმე სხვა გადაწყვეტს. ეს მხოლოდ თქვენ თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.

თხის რქა: დღეს უამრავი შესაძლებლობა გაჩნდება თქვენ წინ, რაც აღგაფრთოვანებთ, თუმცა, ძალიან დიდხანს ნუ დააყოვნებთ არჩევნის გაკეთებისას და სწრაფად გადაწყვიტეთ, რომელ შესაძლებლობას ირჩევთ და მიჰყევით მას. თუ ასე არ მოიქცევით და თითოეულ ვარიანტზე დიდხანს შეაჩერებთ ყურადღებას, გაუწონასწორებელი, ექსცენტრული ადამიანის რეპუტაციას მიიღებთ.

მერწყული: თქვენი რომანი ნელ–ნელა ვითარდება. ეს კარგი ნიშანია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოვლენები თქვენ შორის ეს დრამა კი არა, არამედ მზადყოფნაა, ერთად გადალახოთ მნიშვნელოვანი მანძილი, რომელიც გაშორებთ ერთმანეთს. როდესაც თქვენი გული უნისონში ძგერს სხვა ადამიანის გულთან, ეს უნიკალური განცდაა და ამას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეპყრათ.

თევზები: ირგვლივ მყოფი ადამიანები იმდენად დაკავებული არიან საქმეებით, რომ შეიძლება დაფიქრდეთ – დაგიტოვეს კი რამე თქვენც გასაკეთებელი? მაგრამ თუ კარგად მიმოიხედავთ, შეამჩნევთ რაღაც კვანძებს, რომლებიც უნდა გაიხსნას. იდეალური დღეა ამოცანებისა და პროექტების დასასრულებლად, ასევე დაუმთავრებელი საუბრის დასამთავრებლად. გაამართლებს თქვენი ოჯახის ერთ0ერთი წევრის წინასწარმეტყველება და მოგიწევთ აღიარება, რომ ის მართალი იყო.

მთავარი თემები