21:29 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1561 0 0

სავსემთვარეობის დღეს ციური სხეული კირჩხიბის ნიშანში იქნება, რაც ნიშნავს, რომ უმჯობესია ამ დღის სახლში და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარება

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

სავსემთვარეობა 30 დეკემბერს 07:27 საათზე დადგება. სავსე მთვარე  კირჩხიბის ნიშანში იქნება.

ამ დღეს, კირჩხიბის ნიშნიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია ოჯახზე, სახლზე, ბავშვებზე ზრუნვა.

ადამიანები ბევრად უფრო ემოციური და მგრძნობიარე ხდებიან.

სავსემთვარეობა გარდამტეხი დროა. ასეთ დღეებში ასტროლოგები ადამიანებს ურჩევენ, უარი თქვან სერიოზულ საქმეებზე არ დაიწყონ ახალი საქმე. სჯობს, სავსემთავრეობის დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ და დაისვენოთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება 30 დეკემბერს:

  • ახალი საქმეების დაწყება, მოგზაურობა, ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, კოსმეტოლოგიური პროცედურები.

30 დეკემბერი რთული და პრობლემური დღეა, მაგრამ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს შესაძლებლობა, მოძებნოს გასაღები წარმატების კარის გასაღებად.

ვერძი: ვერძებს სიყვარულსა და ფინანსებში წარმატების მიღწევის შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, თუ ინტუიციას დაუგდებთ ყურს. ამ დღეს კარგი იქნება, თუ გარშემომყოფთა რჩევებს არ მოუსმენთ, თუნდაც ეს რჩევები გულით იყოს მოცემული.

კურო: თქვენი წარმატების გასაღები ამ დღეს სიმშვიდეშია. არ არის გამორიცხული, რომ ირგვლივ მყოფთაგან ვინმემ ურთიერთობების გამორკვევა და ჩხუბი მოინდომოს. თუ ამის აცილებას შეძლებთ თავიდან, ყველაფერში წარმატებებს მიაღწევთ.

ტყუპი: ტყუპები 30 დეკემბერს შორ გზას არ უნდა დაადგეთ. თუ დღეს სახლში გაატარებთ, არ არის გამორიცხული, რომ გენიალური იდეა მოგივიდეთ თავში. ეს სასარგებლო დღეა მათთვის, ვისაც უყვარს ფიქრი. განსჯა და ჩვეული პრობლემების ალტერნატიული გზით გადაწყვეტა.

კირჩხიბი: წარმატების საჭიროა, რომ ამ დღეს ახლოს იყოთ ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან. 30 დეკემბერს ეგოიზმის გამოვლენა არ ივარგებს. უნდა იფიქროთ ოჯახის, კოლეგებისა და მეგობრების ინტერესებზე.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს>>

ლომი: ლომებმა წარმატებების მისაღწევად მოშურნეებისგან უნდა დაიცვათ თავი. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის ბოლო ოთხშაბათს ფრთხილად უნდა იყოთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობებისას.

ქალწული: ქალწულებისთვის დგება დრო, როდესაც ძალზე მნიშვნელოვანია, ლოგიკას ენდოთ და არა ინტუიციას. სავსე მთვარე შეამცირებს თქვენს მეექვსე გრძნობას, ამიტომ ალღოზე მინდობა თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.

სასწორი: სასწორებს სავსემთვარეობა გადაუჭრელ პრობლემებზე საზრუნავს მოგიმატებთ. აუცილებელია, რომ წარსულზე ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. კარგი იქნება, თუ მომავლის გეგმებს დააწყობთ. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ დღეს ოცნებაც კარგია.

მორიელი: მორიელები, ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი ხართ, რომლებსაც ამ დღეს ახალ საქმეებში წარმატებები გელოდებათ. სავსე მთვარე ძალასა და ენერგიას მოგცემთ, რომ ასევე დაასრულოთ გადადებული საქმეები. ამ დღეს არ ღირს პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადანაწილება.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2021 წელს>>

მშვილდოსანი: წინასაახალწლო განწყობა რომ არ გაგიფუჭდეთ, 30 დეკემბერს სიყვარულზე უნდა გადაერთოთ. ეს ძალზე პერსპექტიული დროა რომანტიკის, ნაცნობობისთვის, ურთიერთობებისთვის როგორც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, ისე ნათესავებთან და ახლობლებთან.

თხის რქა: ამ დღეს თქვენს ფინანსურ სფეროში ახალი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს. სასიყვარულო ასპარეზზე სიმშვიდე გელოდებათ, აი სამუშაოზე კი ყველაფერი შეიძლება გართულდეს, ამიტომ არ ღირს გეგმების შეცვლა და გარისკვა.

მერწყული: ამ დღეს წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, სადმე წასვლა. ბევრი პრობლემა თავისთავად გადაწყდება, თუ შეძლებთ და მათ მსუბუქად, შიშის გარეშე შეხედავთ.

თევზები: ასეთ დღეებში მიზანი არ ამართლებს საშუალებას. საჭიროა სიფრთხილე გადაწყვეტილებებთან მიმართებით, უნდა აირჩიოთ ყველაზე უსაფრთხო გზა. ეს დღე პრობლემებითაა სავსე, მაგრამ თქვენი კრეატიულობა ყველანაირი გაუგებრობის გადალახვაში დაგეხმარებათ.

მთავარი თემები