29 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / Seyran Baroyanსაახალწლო განწყობა ბათუმში
საახალწლო განწყობა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 29 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

ჯიხვი - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

29 დეკემბერს დაბადებულები

29 დეკემბერს დაბადებულებს უყვართ ურთიერთობები - მათთვის ყველაზე საშინელი სასჯელი მარტოობაა. არიან კომუნიკაბელური, სოციალურად მოტივირებული. გარეგნულად ამ ადამიანებმა შეიძლება სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინონ - მოჩანან გარიყულ, თავის თავში ჩაძირულ ადამიანებად. ეს მდგომარეობა ურთიერთობების წყურვილს მოსდევს ხოლმე. ამ დროს ისინი მსმენელის როლს ირგებენ.

29 დეკემბერს დაბადებულების წინააღმდეგობრივი პიროვნება არაორდინარული და საინტერესოა. მათი საიდუმლოს ამოცნობას ბევრი ცდილობს. მათი ბოლომდე გაგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამით იზიდავენ ადამიანებს.

ჯიხვი თბილისის ახალ ზოოპარკში - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

29 დეკემბერს დაბადებულები არაორდინარული პიროვნებები არიან. აქტიური, პრაქტიკული, ზომიერად ამბიციური ადამიანები ამასთან, ძალზე მგრძნობიარე არიან. თავად ენამჭევრებს უყვართ და შეუძლიათ სხვების მოსმენა.

29 დეკემბერს დაბადებულები აქტიურ საქმიან ცხოვრებას ეწევიან. ამასთან უკანა პლანზე არ გადააქვთ თავიანთი მოთხოვნილებები კულტურის, ხელოვნებისა თუ საზოგადოებრივ სფეროებში. ეს ადამიანები სამუშაოში მთელი თავით არ ეშვებიან, ყოველთვის იტოვებენ დროს საკუთარი თავისთვის.

29 დეკემბერს დაბადებულები კარიერას ხშირად სწრაფად იკეთებენ, მაგრამ ლიდერის როლს იძულებით თამაშობენ. ხელმძღვანელი პოზიციებისკენ არ ისწრაფვიან. უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, ზომიერ მუშაობას. მაგრამ ბედის ნებით, მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღება უწევთ. ამ სარბიელზე ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ, თუმცა, იძულებითი ლიდერის როლი მათ უმრავლესობას ამძიმებს. პასუხისმგებლობით გადაღლილებმა, შესაძლოა, სამუშაო მიატოვონ და თავი ჰობის, საყვარელ საქმიანობას მიუძღვნან.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

ჯანმრთელობა

29 დეკემბერს დაბადებულებს თვითგვემა სჩვევიათ, რასაც კარგი არაფერი მოაქვს მათთვის. ისინი ასევე უნდა ერიდონ დამღუპველ ჩვევა-დამოკიდებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, ალკოჰოლი.

რჩევა:

თქვენ დახვეწილი, მაგრამ თავისებური იუმორის გრძნობა გაქვთ. ამ ხუმრობების შეფასება ბევრს არ შეუძლია. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენს ოხუნჯობას სწორად გაიგებენ, ნუ იჩქარებთ ხუმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0