22:03 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
179910

დგება 2020 წლის ბოლო და 2021 წლის პირველი კვირა. როგორი იქნება ეს პერიოდი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

კვირის პირველ ნახევარში გაიზრდება მიზიდულობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შორის. უკვე სამშაბათიდან დაიწყება ურთიერთობების ობიექტური შეფასება. აქედან გამომდინარე, არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილეების მიღება კვირის დასაწყისშივე.

ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, საჭიროა გულგრილობისთვის თავის არიდება – ამას კავშირის გაწყვეტა შეიძლება მოჰყვეს.

კვირის პირველ ნახევარში არ ღირს სხვისი რჩევების იგნორირება. კვირის მეორე ნახევარში პლანეტების განლაგება იმგვარი იქნება, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა გაჩნდეს ფართო შესაძლებლობები შემოქმედებისა და თვითგანვითარებისთვის, საკუთარი უნარებისა და ნიჭის აღმოჩენისთვის.

ვერძი

კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დრო იქნება იმისთვის, რომ ინტენსიურად იმუშაოთ დასახული ამოცანების შესასრულებლად. კიდევ გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი ამ წელიწადს, განსაკუთრებით, თუ ირგვლივ მყოფთა რჩევებს მოუსმენთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ახლა აუცილებლად უნდა მოერიდოთ ეგოიზმს და სხვების ინტერესებიც გაითვალისწინოთ.

კვირის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. ახლა ნებისმიერი კრეატიული საქმიანობა მორალურ და ემოციურ კმაყოფილებას მოგიტანთ. არ არის გამორიცხული სასიამოვნო მოვლენები პირად ურთიერთობებში.

კურო

ამ კვირის პირველ ნახევარში აშკარად მოიმატებს ახალი ცოდნის, გამოცდილების მიღებისა და ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი. ექსპერიმენტების ჩატარება ახლა არ ღირს სამუშაოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებში კი შეზღუდვები არ მოქმედებს. წინსვლაა მოსალოდნელი საქმიანობაში და სწავლაში.

კვირის მეორე ნახევარში დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები მრავალ დადებით ემოციას მოგიტანთ. მეტი დრო გაატარეთ სახლში, გამოიყენეთ უქმეები.

ტყუპი

კვირის პირველ ნახევარში ვარსკვლავების განლაგება თქვენში თავგადასავლების ძიების წყურვილს გააჩენს, მათ შორის – სასიყვარულო. არაა გამორიცხული მგზნებარე რომანი, სასიყვარულო თავგადასავალი, სხვადასხვა სახის ცდუნება, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ აზარტულ თამაშებსა და ავანტიურებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ამ პერიოდში მოიმატებს ტრავმების მიღების საშიშროება, ამიტომ ყურადღება უნდა გააასმაგოთ. კვირის მეორე ნახევარში შეიძლიათ დაგეგმოთ მეგობრებთან ურთიერთობები, ხანმოკლე მგზავრობა. ყველაფერი საკმაოდ წარმატებით ჩაივლის.

კირჩხიბი

კვირის პირველ ნახევარში პირად ან საქმიან ურთიერთობებში პოზიტიური მოვლენები გელოდებათ. პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობები შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს, ხოლო პირად ურთიერთობებში გრძნობების გაძლიერება ან განახლება შეიძლება მოხდეს. თუმცა პირად ცხოვრებაში ახლა ზედმეტი სიჯიუტე არ ივარგებს – თქვენმა ამ თვისებამ, შესაძლოა, სერიოზული ჩხუბი ან გრძნობების გაციება გამოიწვიოს.

კვირის მეორე ნახევარი საკმაოდ პოზიტიური იქნება, წარმატება გელოდებათ ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის ჩატარებისას. შეგიძლიათ მატერიალურ მდგომარეობაზე სერიოზულად დაფიქრება და თუ მთელი წლის არა, ერთი თვის მაინც ფინანსური გეგმის შედგენა.

ლომი

კვირის დასაწყისში დასვენებას ნუ იჩქარებთ – ახლა შესანიშნავი დროა თქვენთვის, რომ ინტენსიურად და ეფექტურად იმუშაოთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდოთ ქაოსსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ამან თქვენი ძალისხმევა შეიძლება გაანულოს. ეცადეთ, კარგად დაგეგმოთ თქვენი მოქმედებები და ასეთ შემთხვევაში ძალზე პროდუქტიული იქნება თქვენი საქმიანობა.

ამ კვირაში ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. კვირის მეორე ნახევარში თავის გამოჩენის შანსი გაგიჩნდებათ. იყავით ბუნებრივი და უშუალო, რადგან სწორედ ეს აღმოჩნდება ახლა ყველაზე ეფექტური, რათა ირგვლივ მყოფებმა თქვენი საქმეები სათანადოდ შეაფასონ.

ქალწული

კვირის პირველ ნახევარში პლანეტების განლაგება სასიყვარულო თავგადასავლებს გპირდებათ, ასევე გაჩნდება გართობისადმი ძლიერი მისწრაფებები. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ ურთიერთობებს მეტ რომანტიკას შემატებთ. მოსალოდნელია დროებითი ფინანსური პრობლემები, ამიტომ გართობისთვის შესაფერისი ვარიანტები შეარჩიეთ.

არ არის გამორიცხული ახალი ნაცნობობა და სასიყვარულო პაემნებიც, თუმცა აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენს ახალ პარტნიორს გულწრფელი დამოუკიდებულება აქვს თქვენდამი და ამ ურთიერთობებს ანგარების მიზნით არ იყენებს. ახალი წლის დადგომის შემდეგ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს პერიოდი მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ, მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, რელაქსაციას.

სასწორი

საოჯახო და სახლის საქმეების გადასაწყვეტად კვირის პირველი ნახევარი გამოიყენეთ. შეგიძლიათ რამე შეცვალოთ  საცხოვრებლის ინტერიერში, მაგრამ ეს აუცილებლად შეათანხმეთ ოჯახის წევრებთან, რომ გაუგებრობებს აარიდოთ თავი.

კვირის მეორე ნახევარი კარგი დროა მეგობრებთან ურთიერთობებისთვის, რაც თქვენზე ძალზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. კვირის მეორე ნახევარი ასევე შესანიშნავი დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად.

მორიელი

კვირის პირველ ნახევარში საკმაოდ ბევრი და ინტენსიური ურთიერთობა გელოდებათ. მოგიწევთ მუშაობა ინფორმაციასთან, მონაცემების დამუშავება. მაგრამ სანამ საქმეს შეუდგებით, ჯერ შეამოწმეთ მიღებული ინფორმაციის სანდოობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება – არ არის გამორიცხული, რომ თქვენს მოტყუებას შეეცადონ.

კვირის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში მოექცევით და გარკვეულ პოპულარობასაც მოიხვეჭთ იმ წრეში, სადაც მომავალში მოგიწევთ ურთიერთობები. არ შეუშინდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნას, უბრალოდ, თავი ბუნებრივად გეჭიროთ.

მშვილდოსანი

კვირის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ ფინანსურ საკითხებს გადაჭრით. თუ ახლა აქტიურად იმუშავებთ ამ მიმართულებით, დიდი ალბათობით, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. სავარაუდოდ, დიდი თანხის დახარჯვა მოგიწევთ, რაც არცაა გასაკვირი ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით. მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, მკაცრად გააკონტროლოთ ხარჯები, რათა ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ. ასევე ექსპერტების რჩევაა, ჯერ არ დააწყოთ ფინანსური გეგმები მომავალი წლისთვის.

კვირის მეორე ნახევარში მოიმატებს ახალი ცოდნის მიღების წყურვილი, მიგიზიდავთ ყველაფერი ახალი და უჩვეულო. ეს შესანიშნავი დროა სწავლისა და საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

თხის რქა

კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ და უფრო მეტ სიმტკიცეს გამოიჩენთ, რომ საკუთარი ენერგია პირადი ინტერესების დაცვას მოახმაროთ, მაგრამ კონფლიქტი გავლენიან ადამიანებთან არ ღირს, ასევე სარგებელს არ მოგიტანთ ზეწოლით დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა. ასევე ამ კვირაში მოიმატებს სექსუალური ლტოლვა, ყურადღება საწინააღმდეგო სქესის მხრიდან. ეცადეთ, თავი გამომწვევად არ დაიჭიროთ, რადგან ეს, შესაძლოა, თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად აისახოს.

ახალი წლის შემდეგ გაიზრდება თავგადასავლებისა და ძლიერი ემოციების მოთხოვნილება. ეცადეთ, ამ პერიოდში დაიცვათ უსაფრთხოების ზომები, რათა უსიამოვნებები აიცილოთ თავიდან.

მერწყული

ახალ წლამდე პერიოდში არაფერი გრანდიოზული არ დაგეგმოთ. უმჯობესია, ნებისმიერ სტრესს აარიდოთ თავი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებასა და რელაქსაციას. შეგიძლიათ გააანალიზოთ გასული წელი, გაიხსენოთ სასიამოვნო მომენტები, საკუთარი მიღწევები. მიხვდებით, რომ მიუხედავად კრიზისისა, ყველაფერი კარგად აეწყო. ეს საკუთარი ძალების რწმენას შეგმატებთ.

ახალი წლის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ პირად ურთიერთობებს, გაატარეთ დრო ადამიანთან, რომელიც მოგწონთ ან გიყვართ. ასევე წაგადგებათ ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებებით დაინტერესება.

თევზები

ვარსკვლავების განლაგება კვირის პირველ ნახევარში მიანიშნებს იმაზე, რომ მეგობრებთან აქტიური ურთიერთობები გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ მათი მხრიდან ავანტიურული შემოთავაზებები მიიღოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს, დიდი ალბათობით, სავალალო შედეგებით დასრულდება. ეს პერიოდი ახალ იდეებს მოიტანს, მაგრამ უნდა ეცადოთ და რეალური სარისკოსგან გაარჩიოთ.

ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

კვირის მეორე ნახევარში ყოფით საქმეებს დაუთმეთ დრო – მოაწესრიგეთ სახლი, შექმენით სიმყუდროვე, შეგიძლიათ მცირე კოსმეტიკური რემონტიც ჩაატაროთ. ხელსაყრელი დროა ასევე იმისთვის, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ – ჩაატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები, მიჰყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და დაიცვათ დიეტა.

მთავარი თემები