28 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 28 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

ჯიხვი - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

28 დეკემბერს დაბადებულები

28 დეკემბერს წარმატებებზე ორიენტირებული ადამიანები იბადებიან, ხოლო ამის მისაღწევად მზად არიან, თავდადებით იმუშაონ. არიან აქტიურები, თავდაჯერებულები, ენერგიულები. სჯერათ საკუთარი თავის და სწამთ, რომ წარმატებასთან მიახლოებისთვის ჰორიზონტზე აუცილებლად გამოჩნდება ახალი შესაძლებლობა.

28 დეკემბერს დაბადებულები პრაქტიკული ადამიანები არიან. არ ცხოვრობენ ილუზიებით, რაციონალისტებმა ყოველთვის იციან, რა სურთ და როგორ მიაღწიონ სასურველს. შეუძლიათ ადამიანებში გარკვევა, თითქმის არასდროს ცდებიან პარტნიორის არჩევაში.

ჯიხვი თბილისის ახალ ზოოპარკში - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

28 დეკემბერს დაბადებული თხის რქები, ზოდიაქოს ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პრინციპული, პატიოსანი, უკომპრომისონი არიან, ხოლო სხვა თხის რქებისგან განასხვავებთ ტაქტი, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, ფაქიზი ინტუიცია. ეფექტურად მიიჩნევენ გარშემომყოფებთან თანამშრომლობას და თავიანთ მიზნებს ხშირად სწორედ კარგად ორგანიზებული გუნდური მუშაობით აღწევენ.

28 დეკემბერს დაბადებულები, როგორც მიზანსწრაფული ადამიანები, ისწრაფვიან რთული პროექტებისადმი, მათ სირთულეები არ აშინებთ, არამედ პირიქით, სტიმულს აძლევს - რაც უფრო რთულია პროექტი, მით უფრო საინტერესოა გზა მიზნისკენ და ტკბილია გამარჯვების გემო.

ამ დღეს დაბადებულებს სამუშაოს შესრულებაში ხშირად ხელს უშლის აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შესაძლოა, მათ არ ჰყოფნიდეს ცოდნა, გამოცდილება, მაგრამ მაინც შექმნიან სურათს აქტიური მოქმედებისა, რომლის შედეგები ხელმძღვანელობას არ მოეწონება.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

28 დეკემბერს დაბადებულებს ხშირად აწუხებთ ალერგია, რომელიც არცთუ იშვიათად, ფსიქოსომატურ ხასიათს ატარებს. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სუსტი ადგილებია საჭმლის მომნელებელი და სისხლძარღვოვანი სისტემები.

რჩევა:

თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ არ გადააჭარბებთ თქვენს მოქმედებებში. ეს ეხება საკუთარ თავზე აღებულ პროფესიულ მოვალეობებს, ასევე ოჯახში აღებულ ვალდებულებებსა და სხვა. თუ ამას მოერევით, თქვენი ცხოვრება ბევრად კომფორტული და მშვიდი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0