27 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 27 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

ჯიხვი - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

27 დეკემბერს დაბადებულები

27 დეკემბერს დაბადებულები ძლიერი, ნებისყოფიანი ადამიანები არიან, შინაგანად ურყევი, მტკიცე. არიან არაორდინარული პიროვნებები ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით. გამოირჩევიან ფაქიზი ინტუიციით. მოვლენებს სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ასევე სხვებისგან განასხვავებთ ის, რომ ძალაუფლებისკენ არ ილტვიან – არ აინტერესებთ არაფრისა და არავის მართვა.

27 დეკემბერს დაბადებულები მზრუნველები არიან; მზად არიან, სხვა ადამიანს გაუგონ და მის მდგომარეობაში შევიდნენ, თან, ამ დროს, შესაძლოა, მათი ცხოვრებისეული პრინციპები, შეხედულებები, მსოფლაღქმა განსხვავდებოდეს. ამ დღეს დაბადებულები ასევე პრაქტიკული, მატერიალისტი ადამიანები არიან.

ჯიხვი თბილისის ახალ ზოოპარკში - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

27 დეკემბერს დაბადებულ თხის რქებს დიდი ამბიციები არა აქვთ, მაგრამ საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან. ტიპურ რაციონალისტებსა და შეურიგებელ კრიტიკოსებს მათ ვერ უწოდებ, ამასთან, დისკრიმინაციას, უსამართლობას აქტიურად ებრძვიან.

ამ დღეს დაბადებულები მკაცრად აცალკევებენ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. თავიანთ კომფორტის ზონაში ცოტას თუ უშვებენ. მათ არ სჭირდებათ მაყურებელი, ოვაციები – სხვისი მხრიდან საკუთარი განსაკუთრებულობის დადასტურება.

27 დეკემბერს დაბადებულებს გულწრფელად აღელვებთ ადამიანების, საზოგადოების პრობლემები. საქმიანობის სფეროდ ხშირად სოციალურ სფეროს ირჩევენ. ამ სარბიელზე საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ. მათგან საუკეთესო უფლებადამცველები გამოდიან, ასევე პერსპექტიულია მათთვის მუშაობა საქველმოქმედო ფონდებში, სოციალურ დაწესებულებებში.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

ჯანმრთელობა

27 დეკემბერს დაბადებულებისთვის დამახასიათებელია ემოციური პრობლემები. ისინი ხშირად აწყდებიან ფსიქოსომატიკას (სულიერი დაავადებების გავლენა ფიზიკურ სხეულზე), მათი დაავადებების უმრავლესობას სწორედ ეს საფუძველი აქვს. მათთვის დამღუპველია ემოციების, ბრაზის შეკავება. ამ პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტის გზაა სპორტი.

რჩევა:

თქვენი უდიდესი პრობლემაა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისკენ მიდრეკილება. ნუ დააყენებთ სხვის პრობლემებს საკუთარზე მაღლა, იზრუნეთ თქვენს თავზე.

ყველა ახალი ამბავი
0