26 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 26 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

ჯიხვი - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

26 დეკემბერს დაბადებულები

26 დეკემბერს დაბადებულები ხშირად მოვალის კომპლექსით ცხოვრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ, უბრალოდ, ვალდებული არიან, სამყარო შეცვალონ. ეს ადამიანები გაბედული, აქტიური არიან. მათში წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის სული სახლობს. ისინი ისწრაფვიან მოძველებული კანონების, წესების, ტრადიციების შეცვლისკენ. ბევრი მათგანი უძღვნის თავის ცხოვრებას სოციალურ, საზოგადოებრივ სამუშაოს.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

26 დეკემბერს დაბადებულები ღიად აკრიტიკებენ უსამართლობას, უთანასწორობას, სიცრუეს. ისეთი ამოცანების გადაჭრას იღებენ საკუთარ თავზე, რომელთა გადაწყვეტაც ბევრს არ შეუძლია. ამ დღეს დაბადებულებისთვის უცხოა კომპრომისზე წასვლა; უპირატესობას ანიჭებენ კონფრონტაციას, როგორც დრომოჭმული სტერეოტიპების გამო უკმაყოფილების გამოხატვის ბევრად უფრო მკაფიო ფორმას.

ჯიხვი თბილისის ახალ ზოოპარკში - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

26 დეკემბერს დაბადებული თხის რქები გამოირჩევიან გამჭრიახობით, პათოლოგიური პატიოსნებით; ისინი კრიტიკული არიან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. არიან მოუთმენელი, ჯიუტი; ბევრს მათი არ ესმის, მაგრამ ამ ადამიანებს გარშემომყოფების დამოკიდებულება ნაკლებად აღელვებთ.

ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით არ გამოირჩევიან; ისინი აფასებენ წესიერებას, გულწრფელობას, ეთიკურობას. დასახული გეგმისგან იშვიათად უხვევენ.

26 დეკემბერს დაბადებულებისთვის ჩვეულებრივი რამაა ზღვარზე ცხოვრება. რევოლუციური იდეებისთვის ხშირად გათავისუფლებითაც ემუქრებიან. თავიანთ იდეებს ისინი არ უარყოფენ, მაგრამ არც სამსახურის დაკარგვა სურთ.

ტიგრაი, ეთიოპია - Sputnik საქართველო
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

მათ უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობები, სამუშაოზე ხანდახან მარტო რჩებიან, მაგრამ პროფესიული კომპეტენციის თვალსაზრისით კონკურენციის გარეშე არიან.

ჯანმრთელობა

26 დეკემბერს დაბადებულების სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა. თვითმკურნალობა მათზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართონ.

რჩევა:

მკვეთრი გამონათქვამები კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება არ არის. გამოიჩინეთ ტოლერანტობა სხვების მოსაზრებების, იდეების მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0