23 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Jason Wolff / Flower in winterყვავილი ზამთარში
ყვავილი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 23 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

© Sputnik / Maria Tsimintiaთხის რქა
23 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

ჯიხვი - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

23 დეკემბერს დაბადებულები

23 დეკემბერს უნიკალური პიროვნებები იბადებიან. მათ შეუძლიათ მოვლენების წინასწარ განჭვრეტა. აქვთ ძლიერ განვითარებული ინტუიცია. ეს მათ ეხმარება უსიამოვნებებისა და გაუმართლებელი რისკების თავიდან არიდებაში. ამ ადამიანებს ურჩევნიათ გაკვალული გზით სიარული. მიზნების მისაღწევად გამოცდილ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს იყენებენ, თუმცა, ამავე დროს, ესმით ნოვატორობის ფასი. ისინი თვალს ადევნებენ იდეებს, პროგრესულ თეორიებს, მაგრამ მათ გამოყენებას არ ჩქარობენ.

23 დეკემბერს დაბადებულებს თვითგამოხატვა ეხერხებათ. წარმატებული არიან საქმიანობის არჩეულ სფეროში. აქვთ ადამიანების საკუთარ სიმართლეში დარწმუნები უნარი. ამისთვის მიღებულ ცოდნას იყენებენ.

ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“>>

23 დეკემბერს დაბადებული თხის რქები ენამჭევრი, საქმეზე ორიენტირებული, რაცონალური, პრაქტიკული, ზომიერად ამბიციური არიან. უყვართ ცოდნის მიღება, გამოცდილების დაგროვება. თეორიას პრაქტიკაში ვირტუოზულად იყენებენ – მათი ცოდნა აქტიურია და ამით განსხვავდებიან ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან.

ჯიხვი თბილისის ახალ ზოოპარკში - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულები ქმედითი, აქტიური არიან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი რადიკალურ იდეებს ქადაგებენ, მაგრამ, სინამდვილეში, ლოიალურად არიან განწყობილი გარშემომყოფების მოსაზრებებისა და შეხედულებებისადმი. თავშეკავებულობა მათი მთავარი სოციალური იარაღია.

ამ დღეს დაბადებულები აქტიურად და სწრაფად ერთვებიან სამუშაოში. დაწყებული, როგორც წესი, ბოლომდე მიჰყავთ. მათთვის რთული პროექტების დავალება შეიძლება; არიან პასუხისმგებლიანი, შემსრულებელი, ინიციატივიანი ადამიანები. შეუძლიათ ყველაზე თამამი, არასტანდარტული პროექტების რეალიზება. თავიანთი ცოდნისა და შრომისთვის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ; თუ ვერ იღებენ ამას, სამსახურს დაუნანებლად ტოვებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები

ჯანმრთელობა

23 დეკემბერს დაბადებულებს ახალგაზრდობაში შესაშური ჯანმრთელობა აქვთ. ასაკთან ერთად ორგანიზმს მეტი ყურადღება ესაჭიროება. მათთვის არაა რეკომენდებული სპორტის ექსტრემალური სახეობები. მათი სუსტი ადგილია ზურგის კუნთები.

რჩევა:

თქვენ, სხვა თხის რქების მსგავსად, მტკიცე ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე ყოველთვის არ თამაშობს თქვენს სასარგებლოდ. ხანდახან მეტი დაფიქრება გმართებთ.

ყველა ახალი ამბავი
0