16:32 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
414 0 0

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

22 დეკემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის  ნიშანშია.

ენერგიული დღეა. ნებისმიერი საქმის შესრულებისას დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო. რა საქმესაც დაიწყებთ, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

რეკომენდებულია დასვენება, ძალების აღდგენა, შინაგანი სამყაროსთვის ყურადღების დათმობა, თავშეკავება და მოთმინება ადამიანებთან ურთიერთობებისას, არააგრესიულობა, მომგებიან გარიგებებზე და ავანტიურულ ღონისძიებებში ჩართვაზე უარის თქმა, სერიოზული საქმეების გადადება, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, მხიარულ ღონისძიებებზე დასწრება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, დოკუმენტების გაფორმება, ვალის გაცემა და აღება.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

მთავარი თემები