22 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnikფშავი
ფშავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 22 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

© Sputnik / Maria Tsimintiaთხის რქა
22 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

22 დეკემბერს დაბადებულები

22 დეკემბერს მიზანსწრაფული, ამბიციური, თავიანთი აზრების, იდეალების, პრინციპებისა და იდეების ერთგული ადამიანები იბადებიან; უყვართ სამყაროს კვლევა, ეძებენ ცხოვრების აზრს, ისწრაფვიან მოვლენების არსის ჩაწვდომისკენ, ადვილად ერთვებიან მათთვის საინტერესო სამუშაოში.

ამ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან ფაქიზი ინტუიციით, სიმტკიცით. მათი არჩეული კურსიდან გადაყვანა რთულია, ამასთან, საფრთხეს ბუნებრივი ალღოთი გრძნობენ; შეუძლიათ მოვლენების წინასწარ ამოცნობა, რაც ხშირად ეხმარება მათ სერიოზული უსიამოვნებების თავიდან არიდებაში.

22 დეკემბერს დაბადებული თხის რქები, როგორც ერთი ნიშნიდან მეორეში გარდამავალ პერიოდში დაბადებულები, მშვილდოსნის ნიშნებსაც ატარებენ. ისინი არიან მკვლევარები, ისწრაფვიან ახალი ჰორიზონტის აღმოჩენისკენ.

ჯიხვი თბილისის ახალ ზოოპარკში - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

მათი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათთვის უცხოა ეჭვი – მკაფიოდ იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ ამას.

22 დეკემბერს დაბადებულები სიცოცხლის მოყვარული არიან; არ სჩვევიათ უბრალო რამის გამო ტანჯვა. პიროვნულ ურთიერთობებში უცერემონიო არიან, მათთვის საკუთარი აზრი ყველას აზრზე მნიშვნელოვანია. მათი გაგება ადვილი არაა. ისინი, შესაძლოა, გარშემომყოფების მიმართ ძალზე მომთხოვნი იყვნენ, მაგრამ გაჭირვების ჟამს მათ ყოველთვის დაეხმარებიან.

ამ დღეს დაბადებულები დიდი სტრატეგები არიან, შესანიშნავად გეგმავენ გრძელვადიან პროექტებს, ასევე, ბადალი არ ჰყავთ დასახული გეგმების რეალიზებაში, იციან რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთონ, რომ მიიღონ მაქსიმალური შედეგი მინიმალური დანაკარგებით. სამუშაოზე ისინი ზომიერებასა და სტაბილურობას აფასებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები

ჯანმრთელობა

22 დეკემბერს დაბადებულები ხშირად აწყდებიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რასაც მათი საკმაოდ რთული მსოფლაღქმა იწვევს. ფიზიკური თვალსაზრისით, მათი სუსტი ადგილებია ძვლოვანი სისტემა და მხედველობის ორგანოები. დაავადებები ასაკთან ერთად მწვავდება. ხშირად აწუხებთ ართრიტები, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი.

რჩევა:

ამბიციური ხართ, ხოლო კარიერულ კიბეზე ნელა მიიწევთ წინ? იქნებ, რისკისადმი თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ? განა ყოველთვის გაუმართლებელია ის?

ყველა ახალი ამბავი
0