მთვარის კალენდარი: 20 დეკემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

20 დეკემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე თევზების  ნიშანშია.

როდესაც მთვარე თევზების ნიშანშია, მატულობს რომანტიკული განწყობა და ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედების სურვილი უჩნდება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის.

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ახალი კავშირების დამყარება, სააგიტაციო და სარეკლამო საქმიანობა, ურთიერთობებისას საკუთარი სიტყვის კარგად აწონ–დაწონა, ბიზნესმენების მხრიდან შემოქმედებითი ადამიანების სპონსორობა.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

არარეკომენდებულია სხვისი რამეში დარწმუნების დროს გადაჭარბება, ეჭვებსა და შიშებზე საუბარი.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მთვარე თევზების ნიშანში არახელსაყრელი დროა თმის შეჭრისთვის, შეღებვისთვის, ასევე მანიკურისთვის – ფრჩხილების გაკეთებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: თევზები ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ხელსაყრელი დროა ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის. არახელსაყრელია ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, გასხვლა.

ყველა ახალი ამბავი
0