20 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: courtesy of V. Naverianiტყე
ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 20 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-21 დეკემბერის პერიოდი

13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.

მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.

აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.

ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.

20 დეკემბერს დაბადებულები

20 დეკემბერს გულთბილი, კომუნიკაბელური, მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. ისინი გულგრილი არ არიან სხვისი აზრისა და პრობლემების მიმართ; გულწრფელად ზრუნავენ ოჯახზე, ნათესავებზე. მომთმენი, ერთგული მეგობრები მზად არიან, გაჭირვებულებს რთულ სიტუაციაში დაეხმარონ.

20 დეკემბერს დაბადებულებს არ უყვართ კონფლიქტები, ჩხუბი. მათი უმრავლესობა ამას თავს არიდებს. ურჩევნიათ, კონფლიქტს გაეცალონ, ვიდრე კომპრომისი ან სხვა რაიმე გადაწყვეტილება ეძებონ. ჩხუბი მათ ენერგეტიკულ რესურსებს ფიტავს.

20 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები უზრუნველი, დაუდევარი და არტისტული ინტელექტუალები არიან აშკარად გამოხატული შემოქმედებითი შესაძლებლობებით. მაგრამ ემოციურს მათ ვერ უწოდებ; ისინი უფრო გონებას უსმენენ, ვიდრე გულს; მათთვის უცხო რომანტიკული ხასიათის იმპულსური ქცევები.

პეიზაჟი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი: მშვილდოსანი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

დაუდევრებს თამამად შეუძლიათ სხვადასხვა ავანტიურაში ჩაბმა, თუმცაღა, პროექტების უმრავლესობა მათთვის წარმატებულია. თუ ისინი მატერიალურ სარგებელს ვერ ნახულობენ, ამას უყურებენ, როგორც გამოცდილების შეძენის საფეხურს. გამოცდილებას კი ამ დღეს დაბადებულები ხშირად ფულად სახსრებზე მაღლა აყენებენ.

20 დეკემბერს დაბადებულები იდეების გენერატორები, ასევე შესანიშნავი სტრატეგები არიან. ამგვარ სპეციალისტებს სამსახურში აფასებენ. მათ შეუძლიათ ამოცანის არასტანდარტული გადაჭრის ხერხი შესთავაზონ და, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შემთხვევათა 99%–ში, „ათიანში არტყამენ“.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

მათთვის კარიერისტის წოდება რთულია. ისწრავიან მიღწევებისკენ, აღიარებისკენ, მაგრამ ამისთვის ყველაფერზე არ მიდიან. მათთვის ყველაზე დიდი ჯილდოა პატიოსანი გზით მოპოვებული თანამდებობა.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯანმრთელობა

20 დეკემბერს დაბადებულებს თავიანთ ჯანმრთელობაზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ. ისინი ნაკლებად ენდობიან ექიმებს, მაგრამ თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა ხშირად ძვირად უჯდებათ. მათი აზრით, საუკეთესო წამალიც კი მავნებელია. მათი სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები.

რჩევა:

თქვენ ძალიან გიყვართ ნივთებსა თუ მოვლენებზე ფილოსოფიური მსჯელობა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს ზედმეტადაც არ გაგიტაცებთ. გლობალური აზროვნება ცუდი არაა, მაგრამ არ ღირს მცირე დეტალებისა და ნიუანსების მნიშვნელობის დავიწყება. ისინი მთლიანს აყალიბებს.

ყველა ახალი ამბავი
0