21:18 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1825 0 0

ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას საკმაოდ პოზიტიური კვირა ელოდება. ერთადერთი საფრთხილო კვირის პირველი დღე ორშაბათია, როდესაც წლის სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ერთდროულად მოხდება – მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და ვარსკვლავთცვენა

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

დაბნელება, ახალმთვარეობა, ვარსკვლავთცვენა: 14 დეკემბერი – 2020 წლის უმნიშვნელოვანესი დღე>>

ვერძი

რაც უნდა დაკავებული იყოთ, ახალი ადამიანების გაცნობაზე უარი არ თქვათ. ამ კვირაში გაცნობილი ადამიანები მომავალში კარგ სამასახურს გაგიწევენ. ამ კვირაში თქვენი ქარიზმა სათანადო დონეზე იქნება, რაც სასიყვარულო ფრონტზე გამარჯვებებს მოასწავებს. მაგრამ მთლიანად რომანტიკულ სფეროზე გადართვა არ ღირს – არ დაივიწყოთ სამუშაო, საოჯახო საქმეები და რა თქმა უნდა, ახლობელი ადამიანები.

კურო

ძალზე მრავალფეროვანი და მოვლენებით სავსე კვირა გელოდებათ, მაგრამ რომელ სფეროში – ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი ამოცანაა სიტუაციის მართვა. თუ ამას გაუმკლავდებით, მთების გადადგმას შეძლებთ. კვირის ბოლოს მოთოკეთ თქვენი ამბიციები და მოერიდეთ კონფლიქტს ხელმძღვანელობასთან. არ აჰყვეთ ნეგატიურ ფიქრებს, რომლებიც, შესაძლოა, შუა კვირაში მოგეძალოთ.

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>

ტყუპი

ტყუპებს ამ კვირაში ჩანაფიქრის მაქსიმალურად წარმატებით განხორციელების შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. თქვენი ოცნებები ახდება. დროის ამ მონაკვეთში საოცარი მოვლენები შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. მოვლენების ცენტრში პირადი ცხოვრება აღმოჩნდება. სწორედ ახლა შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ და არ გაწყობთ. თუმცა მკვეთრ ცვლილებებსა და ღია კონფრონტაციას მოერიდეთ.

კირჩხიბი

გელოდებათ არაპროგნოზირებადი კვირა. არ ღირს საკუთარ თავში ეჭვების შეტანა. ამ გრძნობამ არაერთხელ მოგიტანათ პრობლემები, ამიტომ შეწყვიტეთ მერყეობა და განახორციელეთ ამბიციური გეგმები. თქვენი მუშაობის ინტენსიურობა პირდაპირპროპორციული იქნება ჯილდოსი, რომელსაც ამ სამუშაოსთვის მიიღებთ. ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ, მოუსმინეთ მათ რჩევებს.

ლომი

ამ კვირაში სიმსუბუქესა და სიმშვიდეს იგრძნობთ. წარსულს ჩაბარდება ბევრი რამ, რაც გაღიზიანებდათ. კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობებისთვის. ხუთშაბათს მოთმინება გმართებთ, რათა კონფლიქტი აიცილოთ თავიდან კოლეგებთან. პარასკევს არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები – ჯერ კარგად გააანალიზეთ ვითარება. უქმეებზე კი შინაგან ხმას მოუსმინეთ – ის არ დაგაღალატებთ.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

ქალწული

ზოგიერთი ცხოვრებისეული შეხედულება დროთა განმავლობაში და თქვენი სულიერი განვითარების გათვალისწინებით „ძველდება“. დროა, ეს აღიაროთ. სამყარო შეიცვალა. ისწავლეთ სიტუაციის გარედან აღქმა, პერსპექტივის დანახვა სამუშაოზეცა და პირად ცხოვრებაშიც. სჯობს, ახლა დათმოთ და შემდეგ გაიმარჯვოთ. არაა გამორიცხული რადიკალური ცვლილებები სახლში, მაგრამ საბოლოოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგებას მიაღწევთ.

სასწორი

საკმაოდ პროდუქტიული და სასიხარულო კვირა გელოდებათ. ორშაბათს სიფრთხილე და გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფრის დეტალურად გათვლა დაგჭირდებათ. სამშაბათს კარიერული თვალსაზრისით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. აჯობებს, თუ პირად ცხოვრებაში ქაოსსა და ორომტრიალს არ შეიტანთ, კარგად შეამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რადგან ის შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს ამის გამო საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ და ურთიერთობები დააზარალოთ. შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა.

მორიელი

ამ კვირაში მორიელებს წარმატებები და პოპულარობა გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ სამსახურში დაწინაურება შემოგთავაზონ, მიიღოთ კარგი ოდენობის ჰონორარი. პირად ცხოვრებაში შეგიძლიათ პატარა „გმირობაც“ ჩაიდინოთ სიყვარულის სახელით – საკუთარი თავისა და პარტნიორის თვალში თავს ნამდვილ გმირად იგრძნობთ. კვირა საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით, თუ გადაწყვეტილებებს მკვეთრად და მოულოდნელად არ შეცვლით.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

მშვილდოსანი

ბევრი მრჩეველი გამოგიჩნდებათ საახალწლო გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ მათი მოსმენა არ ღირს. თქვენი გეგმები უფრო გაამართლებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მთლიანად გამორიცხეთ ყვირილი, აგრესია – ამას, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს. შაბათს არაფერი დაგეგმოთ – მიჰყევით დინებას, იცხოვრეთ თავისუფალი გრაფიკით. ასტროლოგების რჩევაა, რომ ფიზიკურად ძალიან არ დაიტვირთოთ თავი.

თხის რქა

საყვარელი სამუშაო უფრო მეტი შემოსავლებისა და სასიცოცხლო ძალების წყარო გახდება, მით უმეტეს, რომ ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან კეთილგანწყობილი და ჰარმონიულია. სამშაბათს საუკეთესო შედეგს მიაღწევთ იმ საქმეში, რომლისკენაც გული გაგიწევთ. მცირე წინააღმდეგობების გამო მიზანზე უარი არ თქვათ და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. უქმეებზე კარგად დაისვენეთ.

მერწყული

სამუშაოზე შეიძლება ძალიან გადაიტვირთოთ. ახლა სარისკო ქმედებების დრო არ არის, რადგან პატივმოყვარე კარიერული ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მშვიდი და საიმედო ზურგი უნდა გქონდეთ. ეს კვირა თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მან, შესაძლოა, თქვენი მომავალი შეცვალოს როგორც უკეთესობის, ისე უარესობისკენ. საოჯახო პრობლემებში მოთმინება გამოიჩინეთ და ვითარება დასტაბილურდება. მოერიდეთ მოტყუებასა და ღალატს. არ მოაწყოთ პროვოკაციები.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

თევზები

ამ კვირაში თევზებს ფორტუნამ შესაძლოა გაგიღიმოთ, თუმცა ვითარება კვლავინდებურად მარტივი არ იქნება. კარგი იქნება, თუ დაფირდებით და დაგეგმავთ საახალწლო დღესასწაულებს. პარასკევს შეიძლება მაცდური საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელზეც უარის თქმა ძნელი იქნება. მაგრამ მაინც, თანხმობას მაშინვე ნუ განაცხადებთ, კარგად დაფიქრდით. შაბათს ხელმძღვანელობისგან ქებას დაიმსახურებთ და შესაძლოა, პრემიაც მიიღოთ.

მთავარი თემები