11:35 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

გაეცანით 23 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

Знаки Зодиака - Стрелец
© Sputnik / Maria Tsimintia
მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

23 ნოემბერს დაბადებულები

23 ნოემბერს დაბადებულები რთული ხასიათის მქონე, ნებისყოფიანი, მოძრავი, ენერგიული ადამიანები არიან. აზროვნებენ არასტანდარტულად, ეს კი გარშემომყოფთა შორის ამ ადამიანებს რაღაცნაირად გამოაცალკევებს. ურთიერთობებში ყველაფერ ეჭვის თვალით უყურებენ, მუდამ ფრთხილობენ, ამიტომ მათთან ურთიერთობა ძნელია.

23 ნოემბერს დაბადებულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გამოცდილებას, ბუნებით მკვლევარები არიან. მათთვის პირველ ადგილზეა შემეცნება. სწყურიათ თავგადასავლები, დაუფიქრებლად ერთვებიან ავანტიურაში. მთი ძლიერი მხარეა ნოვატორობა, რაც საქმეში წარმატებების მიღწევაში ეხმარება.

23 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები არაორდინარული პიროვნებები არიან, აქვთ წინააღმდეგობრივი თვისებები. უყვართ და შეუძლიათ სწავლა, მაგრამ, ამასთან, თეორიას პრაქტიკას ამჯობინებენ. უფრო აინტერესებთ პროფილური მასტერ-კლასები და კურსები, ვიდრე სტანდარტული საუნივერსიტეტო ლექციები.

23 ნოემბერს დაბადებულები ებრძვიან სტერეოტიპებს. არიან თავისუფლებისმოყვარენი. ტრადიციებსა და წესებს, უმეტესად, მარტო ებრძვიან.

ამ დღეს დაბადებულებს მუშაობა შეუძლიათ როგორც მარტოს, ისე გუნდთან ერთად. არიან თავისებური თანამშრომლები. ამ ადამიანების გადაბირება ჭირს. ხშირად ისინი გუნდში ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ. თუ კამათი მათ შეეხებათ, თავიანთ პოზიციებს ბოლომდე დაიცავენ.

ჯანმრთელობა

23 ნოემბერს დაბადებულები ნევროზული არიან. მათთვის ტიპურია თვითიზოლაციის კომპლექსი, საზოგადოებისგან გარიყვა. უჭირთ ემოციური, ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება. არიან არაორდინარული, მაგრამ ძალზე არასტაბილური პიროვნებები. ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე. ხშირად სწყინთ და ამ წყენას გულში იდებენ, რაც მათ სულს უწამლავს. ეს ფსიქოლოგიური პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

რჩევა:

23 ნოემბერს დაბადებულები ბუნებით ჭირვეული, სკანდალისტი არიან, უყვართ კონფლიქტების პროვოცირება. გამარჯვების წყურვილი ხშირად გონებას უბნელებს. აუცილებელია ფხიზელი გონებით კამათი.

მთავარი თემები